Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ტაბარესმა სუარესი დაიცვა და ფიფაში დაკავებული თანამდებობა დატოვა
2014-06-28 12:15 | ნახვები: 8175
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა კოლუმბიის ნაკრებთან მატჩამდე “მარაკანაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუის სუარესი “განტევების ვაცად” გამოიყვანეს და ფიფაში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, სუარესისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანას ხელი ინგლისურენოვანმა ჟურნალისტებმა შეუწყვეს, რომელთაც ურუგვაი-იტალიის მატჩის შემდეგ, მხოლოდ სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი აინტერსებდათ. ურუგვაელ მწვრთნელს არ უარყვია, რომ ფეხბურთელი გარკვეულ სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ არა 9 მატჩის გამოტოვებას და 4 თვით უქმობას.
დაახლოებით 20 წუთი ისაუბრა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და წავიდა. ურუგვაულმა მედიამ ის ტაშით გააცილა.
67 წლის ურუგვაელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფიფაში მწვრთნელებს ასწავლიდა, ხოლო ახლა ტოვებს იმ ორგანიზაციის ტექნიკურ-სამეცნიერო ჯგუფს, რომლის სადისციპლინო კომიტეტმა სუარესი ასე მკაცრად დასაჯა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სუარესი მარტო არასოდეს იქნება. გულშემატკივრების მსგავსად, ის და ფეხბურთელები სასჯელის სიმძიმეს ძალიან განიცდიან, მაგრამ კოლუმბიასთან ისე შეეცდებიან თამაშს, როგორც არასოდეს და წარამტებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
მისი აზრით, სუარესის დასჯაში ინგლისურენოვანმა ჟურნალისტებმა შეიტანეს წვლილი, თუმცა არ იცის ისინი რომელი ქვეყნიდან იყვნენ. აქცენტს თავდამსხელის მიერ წარსულში ჩადენილ ქმედებებზე აკეთებდნენ, რომელთა გამოს სუარესმა სასჯელი მოიხადა.
მან იცის, რომ ძალაუფლება ტურნირის ირგანიზატორთა ხელშია, რომელთა დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მწვრთნელმა აღნიშნა: “დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ “განტევების ვაცად” არ უნდა გამოიყვანო ადამიანი, რომელსაც უფლებები აქვს. კონკრეტულად, ლუის სუარესი, რომელსაც დაშვებული შეცდომების გარდა, ფეხბურთში დიდი წვლილი შეუტანია და მსოფლიო ჩემპიონატების მიმზიდველობა სწორედ ასეთ მოთამაშეებზე დამოკიდებული”.
ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.038864