Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი ახალგაზრდული გუნდით ამაყობს
2014-07-14 10:51 | ნახვები: 3564
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, არგენტინის დამატებით დროში დამარცხების შემდეგ (1:0), განაცხადა, რომ მისმა ნაკრებმა სამომავლო წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. გერმანელებმა აღნიშნული გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონები მეოთხეჯერ გახდნენ და ამ მაჩვენებლით იტალიას გაუთანაბრდნენ.

"ვფიქრობ, მუნდიალზე გამარჯვებამ სამომავლო წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. ჩვენ 30 წელს გადაცილებული ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს. როცა უყურებ გიოტცეს, მიულერს, იოზილს, როისს, რომელიც ჩვენთან არ იყო და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ფიქრობ, რომ მათ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ. ბუნდესლიგამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გუნდზე. 2010 წელსაც ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და შიდა ჩემპიონატმა გამოგვიზარდა ეს უნიკალური თაობა. 2000 და 2004 წელს გუნდი ხან ჩავარდნას განიცდიდა, ხანაც აღმავლობას, მაგრამ ჩვენ შევძელით ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოგვეჩინა, მათში ინვესტიცია ჩაგვედო და საბოლოოდ, ასეთი დიდებული შედეგი მიგვეღო. დიდი მადლობა კლუბებს ასეთი ფეხბურთელების გაზრდისთვის." _ განაცხადა გახარებულმა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანია საქართველოს ჯგუფში მოხვდა. ასე რომ თბილისს კიდევრ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი ეწვევა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.036695