Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლამი – მოიგო და წავიდა
2014-07-18 14:07 | ნახვები: 6355
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბევრი ფეხბურთელი იოცნებებდა გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი და შემდეგ, სანაკრებო კარიერაც დაესრულებინა. გერმანულმა "ბილდმა" მთელ მსოფლიოს ფილიპ ლამის გადაწყვეტილება ამცნო _ 30 წლის ფეხბურთელმა მუნდიალი მოიგო და ნაკრებში თამაშს თავი დაანება.

აღნიშნული ინფორმაცია ფილიპ ლამის კონსულტატმა რომან გრილმაც დაადასტურა. "ბილდმა" ლამის სიტყვებიც გაავრცელა: "ორშაბათს ლიოვს უკვე ვამცნე, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე. ეს გადაწყვეტილება გასული სეზონის მიმდინარეობის პერიოდში მივიღე."

გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის ლამისნაირი ფეხბურთელის დაკარგვა, მართლაც რომ დანაკლისია _ ამპლუით მცველი შეტევებში ხშირად ერთვებოდა და თანაგუნდელებს საგოლე გადაცემებითაც ამარაგებდა. 30 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში 113 მატჩი ჩაატარა და ბოლო შეხვედრა სიმბოლური გამოდგა _ ლამმა სანუკვარი მსოფლიო თასი მოიპოვა.

ფილიპ ლამს სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 18 თებერვალს, ხორვატიის წინააღმდეგ მოგებულ (2:1) ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. გერმანელმა აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. ბუნდესნაკრების მაისურით ლამმა 113 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლთან ერთად 18 შედეგიან გადაცემასაც მოუყარა თავი. 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე გერმანიის ნაკრებთან ერთად ლამმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო 2014 წლის მუნდიალზე კაპიტნის სამკლაურით, მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

ტეგები:
ფილიპ ლამი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04269