Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ვარსკვლავებმა” მუნდიალი დახურეს
2014-07-14 04:03 | ნახვები: 8869
ლაშა თაბაგარის ფოტოები
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიელებს სიმღერა და ცეკვა რომ ეხერხებათ, ამაში რიო დე ჟანეიროში ყოფნის დროს დავრწმუნდი. ამ მართლაც ნიჭიერმა ხალხმა, მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი საუცხოოდ დადგა, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. მსგავსი რამ არც ერთ მსოფლიო პირველობებზე არ ყოფილა. შაკირამ, ჯინ ვიკლიფმა, კარლინოს ბრაუნმა, ალეშანდრე პერესმა, კარლოს სანტანამ, ივეტე სანგალომ “მარაკანაზე” ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. მათ მუნდიალის დახურვისადმი მიძღვნილი საგანგებო სიმღერის გარდა, ადგილობრივი პოპულარული სიმღერები შეასრულეს, რომლებიც ყველა ბრაზილიელმა ზეპირად იცის.

შოუ შაკირამ დაიწყო და სანგალომ დაასრულა, ბოლოს კი, ყველა “ვარსკვლავი” მათთვის სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ავიდა. შაკირას თავისი შვილი ეჭირა ხელში. ამის გარდა, მართლაც შთამბეჭდავი იყო ბრაზილიის ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი მოცეკვავეების ხილვა, რომელთაც მშვენიერი შოუ აჩვენეს. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო შესრულებული. ცერემონიალი დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ სამაგიეროდ ვინც ნახა მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04381