Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა - რუსეთი
2016-06-03 14:13 | ნახვები: 3120
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაუძნელდა, მაგრამ შესარჩევ ჯგუფში მოგებულმა ბოლო ოთხმა თამაშმა მას საფრანგეთის საგზური მოუტანა. ლეონიდ სლუცკის გუნდისთვის ზედიზედ მესამე დიდი ფორუმია 2012 წლის ევროპისა და 2014 წლის მსოფლიო პირველობიბების შემდეგ. ამ ეტაპზე რუსეთისგან დიდ სიურპრიზებს არ ელოდებიან, მაგრამ წესით, ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება

მთავარი მწვრთნელი - ლეონიდ სლუცკი

სლუცკი რუსეთის ნაკრებს გასული წლის აგვისტოში ჩაუდგა სათავეში და ჩატარებული მატჩების 75% მოგება მოახერხა. მშვენიერი შედეგია, ვერაფერს დაუწუნებს კაცი. ისიც აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლეონიდი პარალელურად მოსკოვის ცსკას ავარჯიშებს და ახლახან რუსეთის ჩემპიონიც გახდა. მოკლედ, მას ნაკრების ფეხბურთელთა შესაძლებლობები კარგად მოეხსენება, რადგან ცსკა-დან საფრანგეთში საკმაოდ დიდი კონტიგენტი მიემგზავრება. რაც შეეხება სლუცკის განვლილ კარიერას: ცნობადი სწორედ ცსკა-ში გახდა, სადაც 2009 წელს მივიდა და დღემდე არმიელთა გუნდში შეუცვლელია. მის ხელში ცსკა რუსეთის ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურად ასპარეზობს, მართალია, აქაც წარმატებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მაინც.

შემადგენლობა

მეკარეები:იგორ აკინფეევი (ცსკა), მარინატო გილერმე (“ლოკომოტივი”), იური ლოდიგინი (“ზენიტი”)

მცველები:ალექსეი ბერეზუცკი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), გეორგი შეინიკოვი (ცსკა), დმირტრი კომბაროვი (“სპარტაკი”), რომან ნოიშტადერი (“შალკე”), იგორ სმოლნიკოვი (“ზენიტი”), რომან შიშკინი (“ლოკომოტივი”)

ნახევარმცველები:ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა). ალან ძაგოევი (ცსკა), რომან შიროკოვი (ცსკა), დენის გლუშაკოვი (“სპარტაკი”), იგორ დენისოვი (“დინამო”), ოლეგ ივანოვი (“ტერეკი”), პაველ მამაევი (“კრასნოდარი”), ალექსანდრ სამედოვი (“ლოკომოტივი”), ოლეგ შატოვი (“ზენიტი”)

თავდამსხმელები:არტიომ ძიუბა (“ზენიტი”), ალექსანდრ კოკორინი (“ზენიტი”), ფიოდორ სმოლოვი (“კრანსოდარი”)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1):აკინფეევი; შენიკოვი, იგნაშევიჩი, ნოიშტადტერი, სმოლინკოვი; შიროკოვი, შატოვი; ძაგოევი, სმოლოვი, სამედოვი; ძიუბა

რუსეთის ნაკრების რიგები ძირითადად სამშობლოში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს გასაკვირი არცაა, რუსი ფეხბურთელები უცხოეთში იშვიათად თუ თამაშობენ, ერთ-ერთი ასეთი დენის ჩერიშევი კი გუნდს ტრავმის გამო აკლია. სხვა მხრივ, სლუცკიმ 23 კაცში ერთადერთი ლეგიონერი გამოიძახა – გელზენკირხენის “შალკეს” უკანახაზელი რომან ნოიშტადტერი, ვინაც რუსეთის მოქალაქეობა ახლახან მიიღო და მის პასპორტზე გარკვეული პრობლემებიც იყო წარმოქმნილი. გარდა ნოიშტადტერისა, ნატურალიზირებული რუსია მეკარე მარინატო გილერმე, რომელიც უკვე წლებია მოსკოვის “ლოკომოტივის” კარს საიმედოდ იცავს.

გუნდის ვარსკვლავი: იგორ აკინფეევი –გამოცდილი მეკარე 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთის ნაკრების კარის ხაზზე უკონკურენტოა. იგორის შესაძლებლობებზე კარგად მოეხსენება სლუცკისაც, რადგან 7 წელია მას ცსკა-ში ავარჯიშებს. დრო იყო, აკინფეევის მიმართ ინტერესს ევროპული გუნდები იჩენდნენ, მაგრამ ახლა ასე აღარაა. და მაინც, აკინფეევი რუსეთის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში აშკარად გამორჩეულია.

მთავარი იმედი: ფიოდორ სმოლოვი– 26 წლის სმოლოვს დიდებული სეზონი გამოუვიდა. “კრასნოდარის” ფორვარდმა რუსეთის პრემიერლიგაში 20 გოლის გატანა შეძლო, რასაც ევროპა ლიგაზე სამი ბურთი დაუმატა. მას დიდი სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ 13 თამაში იმისთვის კი ეყო, რომ მეტოქეთა კარში 5 გოლი გაეტანა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

რუსეთის ნაკრებმა პირველად კონტინენტის პირველობაზე 1996 წელს ინგლისში ითამაშა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა. ეს გასაკვირი არ ყოფილა – საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გერმანია და ჩეხეთი ფინალისტები აღმოჩნდნენ, გუნდები, რომლებიც რუსების ჯგუფში იყვნენ. მათ გარდა, იმ ქვეჯგუფში იტალიის ნაკრები იყო, იმ დროს მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი.

მას მერე რუსეთის ნაკრებმა ევროფორუმზე მოხვედრა მხოლოდ 2000 წელს ვერ მოახერხა. 2004 და 2012 წელს ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2008 წელს, ჩინებულად ითამაშა და უდიდესი სენსაცია გამოაცხო. გუუს ჰიდინკის იმდროინდელი ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ესპანეთთან წააგო. მეოთხედფინალში კი ჰოლანდიის ძალზე ლამაზი ფეხბურთის მიმდევარ ნაკრებს მოუგო 3:1.

კალენდარი ევრო 2016-ზე

ინგლისი – რუსეთი

11 ივნისი, 23:00 საათი, მარსელი, “ველოდრომი”

რუსეთის ნაკრებს ინგლისთან თამაში აქამდე ორჯერ მოუწია – 1 მოგება, 1 წაგება. ასეთია ბალანსი. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსებმა ჯერ სტუმრად წააგეს, 0:3, მაგრამ მერე შინ 2:1 იმარჯვეს და ავსტრია-შვეიცარიის საგზური თავად მოიპოვეს, ხოლო ინგლისი მის გარეშე დატოვეს. მოკლედ, რუსეთის ნაკრებს ინგლისთან მშვენიერი მოგონებები აკავშირებს.

რუსეთი – სლოვაკეთი

15 ივნისი, 17:00 საათი. ლილი, “სტად პიერ მორო”

ლეონიდ სლუცკის გუნდის მეტოქე მეორე ტურში სლოვაკეთი იქნება, რომელსაც ლილში დაუპირისპირდება. რაც შეეხება ისტორიას: 4 თამაში და სრული თანაფარდობა – თითო-თითო მოგება და ორი ფრე. მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევ ციკლში ორივე თამაში ფრედ დასრულდა: ბრატისლავაში 0:0, ხოლო მოსკოვში დმიტრი ბულიკინის გოლი თამაშის მიწურულს რობერტ ვიტეკმა გაქვითა. ევროპის 2012 წლის შესარჩევში კი გუნდებმა გასვლებზე იმძლავრეს – ბრატისლავაში ალან ძაგოევის გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი, ხოლო მოსკოვში მიროსლავ სტოხის. სხვათა შორის, ორივე ფეხბურთელი დღეს ისევ გუნდშია და საინტერესო იქნება ამჯერზე შეძლებენ თუ არა, თამაშზე ზეგავლენის მოხდენას.

რუსეთი – უელსი

20 ივნისი, 23:00 საათი. ტულუზა, “ტულუზა სთედიუმი”

რუსეთის ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს: 3 მოგება, 1 ფრე. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში კი მათ შორის 2003 წლის შემოდგომაზე შედგა, როცა ორმატჩიანი დაპირისპირება ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე წამსვლელს არკვევდა. მოსკოვში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, ხოლო კარდიფში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს. ბოლოს ამ გუნდთა გზები მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევში გადაიკვეთა – რუსეთი ისევ ძლიერი აღმოჩნდა მეტოქეზე: 2:1, 3:1.

თამაში წარსულიდან

ევრო 2008 – მეოთხედფინალი, 21 ივნისი, 2008. ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”

ჰოლანდია – რუსეთი 1:3 (დ.დ)

გოლები:0:1 პავლიუჩენკო (56), 1:1 ვან ნისტელროი (86), 1:2 ტორბინსკი (112), 1:3 არშავინი (116)




ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ალექსანდრ კერჟაკოვი (30 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში:სერგეი იგნაშევიჩი (114)

საუკეთესო შედეგი:ნახევარფინალი 2008 წელს. (საბჭოთა კავშირს 1960 წელს მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 1964, 1972 და 1988 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.0381