Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა: - ჩრდილოეთ ირლანდია
2016-06-04 16:27 | ნახვები: 2815
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, თანაც მოულოდნელი დებიუტანტი. მაიკლ ონილის გუნდისგან შესარჩევ ეტაპზე ასეთ წარმატებულ თამაშს ცოტა თუ მოელოდა, თუმცა ფაქტია, ირლანდიელებმა ეს მოახერხეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე 21 ქულა დააგროვა და დამსახურებულად მიიღო საფრანგეთის საგზური. სხვათა შორის, საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე ჩრდილოეთ ირლანდიას ზედიზედ რვა მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (6 წაგება, 2 ფრე), მაგრამ შესარჩევის პირველ ტურში სტუმრად უნგრეთის დამარცხებამ “მწვანეებს” ახალი სუნთქვა შთაბერა.

ჩრდილოეთ ირლანდია როგორც აღვნიშნეთ ევროფორუმზე პირველად ითამაშებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ აქვს ნათამაშები – 1958 წელს შვედეთში, 1982 წელს ესპანეთსა და 1986 წელს მექსიკაში. პირველ ჯერზე “მწვანეებმა” მერვე ადგილი ირგუნეს, მეორე შემთხვევაში პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შეძლეს, ხოლო მექსიკაში ჯგუფში ჩარჩნენ.

მას შემდგომ 30 წელი გავიდა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ასეთი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია. ახლაც არ იყო მაინცდამაინც მოსალოდნელი მაიკლ ონილის შეგირდთაგან ასეთი შედეგი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – ჩრდილოეთ ირლანდია ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა.

მთავარი მწვრთნელი - მაიკლ ონილი

46 წლის მაიკლ ონილის სახელი აქამდე ალბათ ბევრს არც გაუგია. ონილმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები 2011 წელს ჩაიბარა და ხუთწლის თავზე გუნდში უდიდესი შედეგი აჩვენა. მანამდე მაიკლი “შემროკ როვერსსა” და “ბრეჩინ სიტის” ედგა სათავეში.

“შემროკთან” ერთად ორჯერ, 2010 და 2011 წლებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ნაკრებს, ჩრდილოეთ ირლანდიამ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული მატჩების 28.57% მოიგო – 35 თამაში, 10 მოგება, 13 ფრე, 12 წაგება.

შემადგენლობა

მეკარეები:23. ალან მანუსი ("სენტ-ჯონსტონი"), 1. მაიკლ მაკგოვერნი ("ჰემილტონ აკადემიკალი"), 12. როი კეროლი ("ნოთს ქაუნთი")

მცველები:20. კრეიგ კეტკარტი ("უოტფორდი"), 5. ჯონი ევანსი ("ვესტ ბრომვიჩი"), 4. გარეთ მაკაული ("ვესტ ბრომვიჩი"), ლიუკ მაკალოქსი ("დონკასტერი"), 2. კონორ მაკლაფლინი ("ფლიტვუდი"), 22. ლი ჰოდსონი ("მილტონ-კეინს დონსი"), 18. აარონ ჰიუიზი ("მელბურნ სიტი"), 17. პედი მაკნეირი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), 6. კრის ბეირდი ("დერბი ქაუნთი")

ნახევარმცველები:8. სტივენ დევისი ("საუთჰემტონი"), 16. ოლივერ ნორვუდი ("რედინგი"), 13. კორი ევანსი ("ბლექბერნი"), 3. შეინ ფერგიუსონი ("მილუოლი"), 14. სტიუარტ დალასი ("ლიდსი"), 7. ნაიალ მაკგინი ("აბერდინი"), 19. ჯეიმი უორდი ("ნოტინგემი")

თავდამსხმელები:10. კაილ ლაფერტი ("ნორვიჩი"), 11. კონორ ვაშინგტონი ("კუინს პარკ რეინჯერსი"), 21. ჯოშ მაჯენისი ("კილმარნოკი"), 9. უილ გრიგი ("უიგანი")

სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-1-2):მაკგროვენი; მაკლაუნი, ბეირდი, ევანსი, კეტკარტი; მაკნეირი, დალასი, მაკგინი; დევისი; ვაშინგტონი, ლაფერტი


ჩრდილოეთ ირლანდიის შემადგენლობას თვალი კარგად რომ გადავავლოთ, ნაცნობ გვარს ოთხს თუ აღმოვაჩენთ: კაილ ლაფერტის, ჯონი ევანსს, როი ქეროლსა და სტივენ დევისს.

სწორედ ამ ოთხეულის გარშემოა შეკრული მაიკლ ონილის გუნდი. ლაფერტიმ, რომელსაც საკლუბო კარიერა არცთუ წარმატებული აქვს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხრა თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა და ახლა “მწვანეები” საფრანგეთში სათამაშოდ რომ ემზადებიან, მისი დიდი დამსახურებაა. სტივენ დევისი პრემიერლიგური “საუთჰემპტონის” წამყვანი ნახევარმცველია, ხოლო ჯონი ევანსი წლები განმავლობაში “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხებოდა. რაც შეეხება როი ქეროლს – ალბათ ბევრს ახსოვს ახლა უკვე 38 წლის კიპერი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. იგი “ოლდ ტრაფორდზე” მანამ იყო, სანამ გუნდში ედვინ ვან დერ საარი არ მივიდა. ახლა ქეროლი ქვედალიგელი “ნოთს ქაუნთის” კარს იცავს და სიბერეში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს.

სხვა მხრივ, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული, ძირითადი ბირთვის ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდებსა და შოტლანდიის პრემიერლიგის ბინადრებში ირჯებიან...

მთავარი ვარსკვლავი: სტივენ დევისი– სტივენ დევისი ამ გუნდის რიგებში უდაოდ გამორჩელია. 28 წლის ნახევარმცველი უკვე ოთხი წელია “საუთჰემპტონის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გასულ სეზონში პრემიერლიგაში 5 გოლის გატანაც მოახერხა, რაც ცუდი შედეგი არაა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 შეხვერდაში თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო მთლიანობაში თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსება 74-ჯერ დაუცავს და მეტოქეები რვაჯერ დაუმწუხრებია.

მთავარი იმედი: კაილ ლაფერტი– 36 თამაში, 16 გოლი – ასეთია 28 წლის ლაფერტის სანაკრებო მონაცამები. აქედან 7 გოლი მან ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა. მართალია კაილს საკლუბო კარიერა წარმატებული ვერ აქვს, მაგრამ ნაკრებში ჩინებულად ირჯება და მაიკლ ონილის გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

ამ მხრივ ჩრდილოეთ ირლანდიაზე სათქმელია ძალზე მწირი, მეტიც თითქმის არაფერია. მაიკლ ონილის გუნდი დებიუტანტია. ღოგორც ზემოთ ვახსენეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება ამ გუნდს გააჩნია, რადგან მუნდიალზე გასულ საუკუნეში სამჯერ იასპარეზა.

კალენდარი ევრო 2016-ზე

პოლონეთი – ჩრდილოეთ ირლანდია

12 ივნისი, 20:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა”

ჩრდილოეთ ირლანდიას კონტინენტის პირველობაზე დებიუტი 12 ივნისს, პოლონეთის ნაკრებთან ექნება ზღვისპირა ქალაქ ნიცაში. სხვათა შორის, ურთიერთშეხვედრებში ირლანდიელები უპირატესობას ფლობენ: 4 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ბოლოს ისინი ერთად მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევ ციკლში იყვნენ და მაშინ პოლონეთში ფრე (1:1) დაფიქსირდა, ხოლო ბელფასტში მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს.

უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია

16 ივნისი, 20:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი”

ჯგუფური ეტაპის მეორე თამაში “მწვანეებს” უკრაინის ნაკრებთან ელოდებათ. აქამდე მათი გზები ოთხჯერ გადაკვეთილა და ჩრდილოეთ ირლანდიას ჯერაც არ დაუმარცხებია მეტოქე ორი ფრე, ორი მარცხი.

1998 წლის მუნდიალის შესარჩევში 0:1, 1:2, ხოლო ევრო 2004-ის საკვალიფიკაციოზე ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია

21 ივნისი, 20:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მესამე თამაში კი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან, რომელიც სხვათა შორის ჩრდილოეთ ირლანდიას ორჯერ დაუმარცხებია. მართალია, ბოლოს შორეულ 1982 წელს ბელფასტში, მაგრამ მაინც. 1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ნიურნბერგში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მოკლედ, ისტორიულად გერმანიას ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაში არცთუ ისე უადვილდება.

საერთო სტატისტიკა კი ალემანთა სასარგებლოდაა: 8 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

თამაში ისტორიიდან

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 8 ოქტომბერი, 2015. ბელფასტი, “ვინდსორ პარკი”

ჩრდილოეთ ირლანდია – საბერძნეთი 3:1

გოლები:1:0 დევისი (35), 2:0 მაგენისი (49), 3:0 დევისი (59), 3:1 არავიდისი (86)


საუკეთესო შედეგი:პირველად ითამაშებს

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:დევიდ ჰილი (36 გოლი) –ამჟამად ყველაზე შედეგიანი გუნდში:კაილ ლაფერტი (16 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:პატ ჯენინგსი (119 თამაში) –ამჟამად ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში:აარონ ჰიუზი (96 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040572