სარეკლამო ადგილი - 12
X x X
Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ველოდრომზე” 1/2 ფინალისთვის პოლონეთი და პორტუგალია იბრძოლებენ
2016-06-30 10:38 | ნახვები: 4867
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა დღეს “ველოდრომზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს პოლონეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი შტაბეჭდილება დატოვა. ადამ ნავალკას შეგირდებმა გერმანიას ტოლსწორად ეთამაშნენ (0:0), ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა დაამარცხეს. პოლონელები გერმანელებს ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ორმა უკანასკნელმა მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე კარის მშრალად შენახვა.

“თეთრ არწივებს” 1/8 ფინალურ მატჩში ძალიან გაუჭირდათ. შვეიცარიის ნაკრებმა პოლონეთი აშკარად დაჯაბნა, თუმცა ძირითად დროში ლუკაშ ფაბიანსკიმ ითამაშა ჩინებულად, ხოლო პენალტების სერიაში ყველაფერი გრანიტ ჯაკას არაზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.

პოლონელთათვის სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ გამოიყურება რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ აქვს გატანილი. შედეგიანობის მხრივ, გამოირჩევა იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რომელსაც 2 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ნომინალურ მასპინძლებს ტრავმის გამო კვლავ არ ეყოლებათ ვოიცეხ შესნი, მაგრამ ეს პრობლემა ნაკლებადაა, რადგანაც ლუკაშ ფაბიანსკი შესანიშნავად გამოიყურება.

მთელი ტურნირის განმალობაში ძალიან მძიმედ გამოიყურება პორტუგალიის ნაკრები და აქამდე ისე მოვიდა, რომ ძირითად დროში თამაში არ მოუგია (ოთხივე ფრე). ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას უმეტესად თავად არ უმართლებდა, თუმცა, ხორვატიასთან დამატებით დროში მოგებულ 1/8 ფინალურ მატჩში აშკარად გაუმართლა. მართალია, ხორვატიაც ცუდად გამოიყურებოდა (მთლიანად შეხვედრა საშინელი სანახავი გამოდგა), მაგრამ პორტუგალია კიდევ უფრო უარეს შთაბეჭდილებას ტოვებდა და რიკარდო კვარეზმას გოლამდე, ანუ 117-ე წუთზე რეალური მომენტი საერთოდ არ ჰქონია.

ფერნანდუ სანტუშის უმთავრესი საზრუნავი დღეს რასაკვირველია ძირითად დროში მოგება და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იქნება. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, რამდენიმე მოთამაშის თამაში საეჭვოა და მათი საკითხი ზედ თამაშის წინ გახდება ცნობილი. მან მეტოქე შეაქო, ხაზი გაუსვა პოლონეთის სიძლიერეს და მათი თავკაცის ადამ ნავალკას მაღალ დონეზე. სანტუშის აზრით, ფავორიტი არ არსებობს და შანსები 50-50-ზეა, თუმცა საკუთარი გუნდის სჯერა და ფიქრობს, რომ 1/2 ფინალში სწორედ ისინი ითამაშებენ.

პორტუგალიელთაგან საეჭვო კვლავ რაფაელ გერეროსა და ანდრე გომეშის თამაშია, რომელთაც თითქმის მთელი ტურნირია მცირე ტრავმა აწუხებთ.

საინტერესო ფაქტები

პორტუგალიის ნაკრებს მიმდინარე გათამაშებაში ძირითად დროში არ მოუგია.

რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ნაკრებში 7 მატჩია გოლი ვერ გააქვს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 1/4 ფინალში მეექვსედ გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია. თუმცა, “ლუზიტანებს” ტიტული არასდროს მოუგიათ.

ნაკრებები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 4-ჯერ პორტუგალიამ იმარჯვა, ხოლო 3-3 ჯერ ფრე და პოლონეთა გამარჯვება დაფიქსირდა.

დიდ ტურნირებზე ეს ნაკრებები მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთმა 1:0 იმარჯვა, ხოლო 2002 წლის მუნდიალზე პორტუგალიამ 4:0 მოიგო. მაშინ, ჰეთ-თრიკით გამოირჩა პედრო პაულეტა, ხოლო ერთი ბურთი რუი კოშტამ შეაგდო.

პოლონეთი – პორტუგალია

30 ივნისი, 23:00

მარსელი, “ველოდრომი”

სავარაუდო შემადგენლობები:

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი, გლიკი, პაზდანი, ჟედრზეჟუკი, მანჟინსკი, კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი, გროსიცკი, მილიკი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

პორტუგალია (4-3-1-2): პატრისიო, პეპე, ფონტე, სოარეში, გერეირო (?), უ.კარვალიო, რ.სანჩესი, ა.სილვა, მარიო, ნანი, რონალდუ.

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:08 | 30.06.2016
fello (77)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

13:38 | 30.06.2016
korben dallas (4051)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

13:22 | 30.06.2016
Neymarjr (44)

13:05 | 30.06.2016
forza lazio bamos real (110)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

12:15 | 30.06.2016
vaso8522 (1604)

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050456