Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანია უკრაინასთან წარმატებული სერიის გასაგრძელებლად მზადაა
2016-06-12 10:25 | ნახვები: 3432
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრები, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგშია ჩასული, საფრანგეთში საწყის შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს და ცხადია, რომ კმაყოფილი მხოლოდ 3 ქულის აღების შემთხვევაში დარჩება. იოაჰიმ ლიოვის გუნდს ზურგს სასურველი სტატისტიკაც უმაგრებს.

უკრაინის და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ დაპირისპირებიან და აშკარა უპირატესობა ამ უკანასკნელთა მხარესაა. გერმანიამ 2 მატჩის მოგება მოახერხა, სამში კი ფრე აღინიშნა. აღნიშნული 5 შეხვედრიდან ამხანაგური მხოლოდ 1 გახლდათ და ის ყაიმით დასრულდა.

პირველი გერმანულ-უკრაინული დაპირისპირება 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედგა, როდესაც გერმანიამ შინაურ კედლებში ოლივერ ბირჰოფის და მარიო ბასლერის გოლების წყალობით, 2:0 იმარჯვა, კიევში კი უგოლო ფრე აღინიშნა.

მსგავსი სცენარი გვქონდა 2002 წელსაც. მაშინ დღევანდელი მეტოქეები მუნდიალის პლეი-ოფში იბრძოდნენ და პირველი მატჩის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველაფერი გაირკვა. დორტმუნდში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 4:1 იმარჯვეს, უკრაინაში კი სრულიად მისაღები 1:1 დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მატჩი იყო, რომელიც უკრაინელებმა ლეგენდარული ვალერი ლობანოვსკის მეთაურობით ჩაატარეს.

გერმანიის და უკრაინის ერთადერთი ამხანაგური მატჩი 2011 წლის 11 ნოემბერს სწორედ იმ სტადიონზე შედგა, რომელზედაც მოგვიანებით ევრო-2012-ის ფინალური შეხვედრა ჩატარდა. იმ მატჩში სტუმრები 1:3 ჩამორჩნენ, თუმცა, მობილიზება მოახერხეს და 77-ე წუთზე ტომას მიულერის მიერ გატანილი გოლის წყალობით, შედეგიანი ფრე (3:3) აღინიშნა.

საინტერესოა, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა 1968 წელს ევროპირველობის ფინალური ეტაპზე ვერ გააღწია, მას შემდეგ კი, მიჯრით მე-12 ტურნირზე ითამაშებს. გერმანიას ევროპის ჩემპიონატი 3-ჯერ (1972, 1980, 1996) მოუგია და ამდენჯერვე ფინალში ყოფილა, ჯგუფური ტურნირის დაძლევა კი სამ შემთხვევაში (1984, 2000, 2004) ვერ მოუხერხებია.

თავის მხრივ, უკრაინის ნაკრები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ მეორედ ითამაშებს. ევრო-2012-ზე უკრაინელებმა მასპინძლის რანგში იასპარეზეს, ამჯერად კი, მიზანს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც პლეი-ოფში სლოვენია დაჯაბნეს.

უდავოა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ყველაზე უკეთ ცენტრალური მცველი ანატოლი ტიმოშჩუკი უნდა იცნობდეს, რომელიც 2009-2013 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” ჟერომ ბოატენგის, მარიო გომესის, ტონი კროოსის, ტომას მიულერის, მანუელ ნოიერის და ბასტიან შვაინშტაიგერის მხარდამხარ თამაშობდა.

“ნოიერთან და მიულერთან ჩინებული ურთიერთობები მაქვს და ყოველი შეხვედრისას ვეუბნები, რომ მათ უკრაინის ნაკრებთან ძალიან გაუჭირდებათ. გერმანიის ნაკრების უკანასკნელი მატჩები ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ისინიც თავისი თამაშის ძიებაში არიან. ამდენად, მათ გარჯას იდეალურ ვერ ვუწოდებ. მეტოქის ასპარეზობის ხარისხი იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ რამდენის საშუალებას მივცემთ”, - აღნიშნ ტიმოშჩუკმა.

მომავალ მატჩში ფაქტობრივად გამორიცხულია დორტმუნდის ბორუსიას მცველი მატს ჰუმელსის თამაში. იოაჰიმ ლიოვის ასისტენტის ტომას შნაიდერის განცხადებით, ჰუმელსმა გერმანიის თასის ფინალში მიღებული წვივის კუნთის ტრავმა მოიშუშა და საერთო ჯგუფშიც ივარჯიშა, თუმცა, სასტარტ თეთმეტეულს სავარუდოდ, ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში დაუბრუნდება.

კისრის ტრავმის გამო, ბოლო ვარჯიში გამოტოვა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, თუმცა, ცხადია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ისედაც არ მოიაზრებოდა. ტრადიციისამებრ, გერმანიის ნაკრების კარში მანუელ ნოიერს ვიხილავთ.

იოაჰიმ ლიოვი: “რთული ჯგუფი შეგხვდა და ნათელია, რომ მცირე ჩავარდნასაც არავინ გვაპატიებს. ისეთი ტიპის გუნდებთან თამაში, როგორიც უკრაინაა, ყოველთვის რთულია. მათYფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ამგვარი აგებულების მიუხედავად, სხარტად მოძრაობა შეუძლიათ. უკრაინის ნაკრების არაერთ მატჩს ვუყურე და ტემპის შეცვლა საოცრად კარგად ეხერხებათ. მათთან არასდროს წაგვიგია და კარგი იქნება, თუკი, ამ სერიას გავაგრძელებთ”.

მიხაილ ფომენკო: “არა მგონია, რომ ფუნქციონალური სახის პრობლემები შეგვექმნას. გერმანიასთან მატჩში პირველ პლანზე ფსიქოლოგია იქნება. ბიჭებმა უნდა ირწმუნონ, რომ წარმატების მიღწევა შეუძლიათ. არ გამკვირვებია, რომ მოსამზადებელ მატჩშებში გერმანელები ბევრ გოლს უშვებდნენ. ისინი შემადგენლობის ძიებაში იყვნენ და გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. მათ უმაღლეს დონის შემსრულებლები ჰყავთ და ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება”.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფი. 12 ივნისი. 23:00

“პიერ მორუა” (ლილი, საფრანგეთი), ტევადობა 50 186

გერმანია – უკრაინა

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (4-3-3): ნოიერი, ჩანი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი, ხედირა, კროოსი, შვაინშტაიგერი, მიულერი, გიოტცე, ოზილი.

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.

უკრაინა (4-3-2-1): პიატოვი, ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი, ტიმოშჩუკი, იარმოლენკო, სტეპანენკო, კონოპლიანკა, როტანი, სელეზნიოვი.

მწვრთნელი: მიხაილ ფომენკო.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047168