Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილიელებმა რუსებს უსირცხვილოები და მეორე დივიზიონის გუნდი უძახეს
2014-06-22 23:52 | ნახვები: 9405
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრებთან წაგების (0:1) მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილია. ამის შესახებ, მან მატჩის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გუნდი წაგებას არ იმსახურებდა?
-სიმართლე გითხრათ, გუნდით კმაყოფილი ვარ. შედეგი გაუმართლებელია. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ წავაგეთ. გამარჯვების შანსი გვქონდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო. სამწუხაროდ, ბელგიამ მოიგო.
-გუნდს მეორე ტაიმის ბოლოს რა დაემართა? ალჟირთან მომავალ თამაშზე რას იტყვით?
-ჩემი აზრით, პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ და გოლის გატანის შანსი გვქონდა. მეორე ტაიმშიც ვდომინირებდით. თუმცა, ბელგია, როდესაც უტევს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. დაველოდოთ ალჟირი-სამხრეთ კორეის მატჩის შედეგს.
-გერმანელი მსაჯის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
-არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს. ისინიც ცდებიან, როგორც ჩვენ ყველა. თუ მსაჯები შეცდომებს უშვებენ, უნდა მივიღოთ.
- სასტარტო შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი დააყენეთ. ძაგოევისა და კერჟაკოვის შეყვანა ხომ არ დააგვიანეთ?
-ძაგოევი მაშინ შევიყვანე, როდესაც ჩავთვალე, რომ უნდა მოგვეგო. ჩემი აზრით, ის ბოლო პასს გააკეთებდა, რაც არ მოხდა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო. მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით.
- მიუხედავად ბელგიასთან წაგებისა, ჯგუფიდან გასვლის გჯერათ?
-გასვლის მჯერა და ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩების შედეგებს დაველოდოთ. პირველ შეხვედრაში ფსიქოლოგიური წნეხის გამო, თავისი ფასი გადავიხადეთ.
-გუნდმა 85 წუთი კარგად ითამაშა. ბოლო 5 წუთში რა მოხდა?
-გამარჯვებას შევეცადეთ და არ გამოგვივიდა.
-თუ გაიგეთ როგორ გიძახოდნენ ბრაზილიელები უსირცხვილოებს და მეორე დივიზიონის გუნდს?
-საუცხოო თამაში იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვითამაშეთ. არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს.
-სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ეთამაშეთ. შეცვლით იმ სცენარს, რაც 2010 წელს იყო?
-ალჟირთან მატჩის შედეგი ჩვენთვის შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს – გამრჯვება. სხვა ვარიანტი არ გვაქვს. ფრე არაფერს შეცვლის.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050828