Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილია კვლავ შერცხვა, ბრინჯაო ჰოლანდიისაა
2014-07-13 04:03 | ნახვები: 4936
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბრაზილიის ნაკრები რაც უფრო ადრე დაასრულდებდა მსოფლიოს ჩემპიონატს, მით უკეთესი იყო. “სელესაომ” საშინაო მუნდიალზე უკანასკნელი მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა, რითაც ბრინჯაოს მედლების გარეშე დარჩა.

მუნდიალებზე, მატჩი მე-3 ადგილისთვის ყოველთვის ფინალის ჩრდილქვეშაა მოქცეული და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. მიუხედავად ამისა, მატჩი შედგა და გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს. გულდასაწყვეტი ისაა, რომ როგორც მიმდინარე მუნდიალზე ხშირად ხდება, მსაჯები ამჯერადაც უხეშად შეცდნენ – მე-3 წუთზე, ბრაზილიელთა კაპიტანმა ტიაგო სილვამ ჰოლანდიელთა შემტევი არიენ რობენი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ წააქცია, მაგრამ მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა.

ძნელი სათქმელია, იყო თუ არა წესების დარღვევა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისაკენ მიუთითა და რობინ ვან პერსიმაც თავისი შანსი გამოიყენა. მე-17 წუთზე, ბრაზილიელთა სანაქებო დაცვის ხაზი შეცდა და ანგარიშიც გაიზარდა – დეილი ბლინდმა დაახლოებით 10-12 მეტრიდან დაჰკრა და “ნარინჯისფერებს” სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

ფეხბურთის ბევრ ქომაგს გერმანიის ნაკრებთან 1:7 წაგებული 1/2-ფინალი თვალწინ დაუდგებოდა, მაგრამ ბრაზილიელთათვის საბედნიეროდ, ასეთი შედეგი აღარ დაფიქსირებულა. ბრაზილიელები თავისას ცდილობდნენ, მაგრამ ხეირიანი არაფერი გამოსდიოდათ. თუკი “სელესაოს” მხრიდან მაინცა და მაინც ვინმეს გამოვარჩევთ, ეს უდავოდ ოსკარია, რომელიც ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდში ერთადერთ ნათელ წერტილად ჩანდა.

მატჩამდე, სკოლარი იქადნებოდა, ჩემს გუნდს მატჩისთვის ისე განვაწყობ, თითქოს, ჰოლანდიის ნაკრებთან თამაში მათთვის საოცნებო ყოფილიყოსო, მაგრამ ბრაზილიელებს ასეთი არაფერი ეტყობოდათ. ბრაზილიის ნაკრები ბედს შეგუებული და ფარ-ხმალდაყრილი გამოიყურებოდა.

ლუის ვან გალის დამოძღვრილებმა მიმდინარე მუნდიალზე თავიანთი უკანასკნელი მატჩი ღირსეულად ჩაატარეს და ბრინჯაოც დამსახურებულად მოიპოვეს. ჰოლანდიელთა რიგებში ახალგაზრდებისა და გამოცდილი ფეხბურთელების იდეალური შერწყმაა, რასაც ბრაზილიელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ცხადია, ამან გავლენა დღევანდელი მატჩის შედეგზეც იქონია. ბრაზილიელთა ტანჯვა-წამებას წერტილი ჟორჟინიო ვაინალდუმმა დაუსვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძლიერი დარტყმით აიღო ჟულიო სეზარის კარი და ტაბლოზე 0:3 დააფიქსირა.

12 ივლისი. “მანე გარინჩა”. 68000 მაყურებელი

ბრაზილია – ჰოლანდია 0:3 (0:2)

ბრაზილია:ჟულიუ სეზარი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი, მაიკონი, პაულინიო (ერნანესი 57), ოსკარი, რამირესი (ჰალკი 73), ლუის გუსტავო (46), ვილიანი, ჟო.

მწვრთნელი:ლუიშ ფელიპე სკოლარი

ჰოლანდია:სილესენი (ვორმი 90), ვლარი, დე ვრეი, ინდი, ბლინდი (იანმატი 70), დე გუზმანი, კლასი (ველტმანი 90), ვაინალდუმი, ვან პერსი, რობენი, კუიტი.

მწვრთნელი:ლუის ვან გალი

გოლები:0:1 ვან პერსი (3პ.), 0:2 ბლინდი (17), 0:3 ვაინალდუმი (90)

გაფრთხილებები:ტიაგო სილვა (2), ფერნანდინიო (54), ოსკარი (68) – რობენი (9), დე გუზმანი (36)

კარში დარტყმა:11 (5) – 8 (5)ჯარიმა:16 - 20კუთხური:4 - 1თამაშგარე:1 - 2ბურთის ფლობა:58% - 42%სეივი:2 – 5



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050123