სარეკლამო ადგილი - 12
X x X
Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლოგიკური ფრე პარიზში
2016-06-17 01:21:00
ამაში კარგი რა უნდა იყოს, თუმცა, აღსანიშნი ამბავია – 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა. გერმანიის და პოლონეთის ნაკრებებმა ტურნირის საწყის ტურში სამ-სამი ქულა აიღეს, ურთიერთშეხვედრაში კი თავი დიდად არ შეუწუხებიათ და ლოგიკური 0:0 დააფიქსირეს.
ჩრდილოირლანდიელთა ისტორიული გამარჯვება
2016-06-17 00:19:00
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა და ეს იმ შეხვედრაში მოახერხა, რომელშიც აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა. მაიკლ ო’ნილის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის საწყის შეხვედრაში პოლონეთთან 0:1 წააგეს, გუშინ კი, უკრაინასთან მაქსიმალურად დაიხარჯნენ და 2:0 იმარჯვეს.
უცნაური ჰოჯსონი
2016-06-16 19:38:00
ინგლისელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთთან უსახური თამაშის შემდეგ როი ჰოჯსონი შემადგენლობას გადაახალისებდა და უფრო შემოქმედ ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის საშუალებას.
საფრანგეთმა ისევ ბოლოში მოიგო და მერვედფინალში გავიდა
2016-06-16 01:42:00
მძიმედ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა ალბანეთს მაინც მოუგო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველი მერვედფინალისტია. “მამლებს” მოკრძალებულმა და ბევრისთვის უცნობმა ალბენთმა კი, ისეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბარე-ორს შეშურდება.
უსახურობით კმაყოფილი რუმინეთი
2016-06-15 22:44:00
შვეიცარიის ნაკრები ვერ გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევრო 2016-ის მერვედფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოს არიან. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ბოლო ტურში მასპინძელ საფრანგეთთან რომ წააგოს, დიდი ალბათობით, საუკეთესო მესამეადგილოსნებში მაინც მოხვდება. ყოველშემთხვევაში, შვეიცარიამ რუმინეთთან პროგრამა მინიმუმი შეასრულა და არ წააგო.
ჰამშიკი!
2016-06-15 19:33:00
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, როცა კონკრეტულად ერთი-ორი ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოიგო თამაში.
კუნძულელების რიხიანი დებიუტი
2016-06-15 01:30:00
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა “სტად ჟოფრი გიშარზე” გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრები გათამაშების დებიუტანტს ისლანდიას დაუპირისპირდა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება.
ავსტრიასთვის უნგრეთი აუღებელი ციხე-სიმაგრეა
2016-06-14 22:45:00
F ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „სტად დე ბორდოზე“ ავსტრიის და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და 1934 წლიდან დაწყებული ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ავსტრიელებმა ბოლოს სწორედ შორეულ 1934 წელს დაამარცხეს მეზობელი ქვეყანა და მას შემდეგ გამართულ 15 მატჩში ამის გაკეთებას ვეღარ ახერხებენ.
"სკუადრა აძურას" საკადრისი პასუხი კრიტიკოსებს
2016-06-14 01:30:00
ევროპის ჩემპიონატი ოთხი დღეა რაც დაიწყო, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საუკეთესო თამაში ვიხილეთ. იტალიის ნაკრებმა, რომლის შანსსაც მავანნი ალმაცერად აფასებდნენ, ბელგიას ლამაზ სტილში, სრულიად დასმახურებულად მოუგო.
ლოგიკური ფრე სენ დენიზე
2016-06-13 22:26:00
E ჯგუფის სასტარტო მატჩი ირლანდიასა და შვედეთს შორის ლოგიკური ფრით დასრულდა. ლოგიკური იმიტომ, რომ თამაშის სცენარი ისეთი გახლდათ, წასაგებად ვერცერთს გაიმეტებდა კაცი.
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.031299