Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მედიაცენტრი, ავტობუსის ავტომბრბოლი მძღოლები, მოხალისეების სიმცირე
2014-06-12 12:09 | ნახვები: 3827
სტადიონ “მარაკანას” მედია ცენტრი
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

რიო დე ჟანეიროში ჩასვლიდან მეორე დღეს კუთვნილი აკრედიტაციის მისაღებად “მარაკანას” სტადიონზე გავემართე. რიოში გადაადგილება სამი სახის ტრანსპორტითაა შესაძლებელი: ავტობუსი, მეტრო და ტაქსი. მართალია, მოტო-ტაქსებიცაა, მაგრამ მოტოციკლით მგზავრობა რამდენად ღირს თავს ვერ დავდებ.

ავტობუსები ცალკე აღნიშვნის ღირსია. ერთხელ რომ იმგზავრებ მიხვდები თუ რატომა ამ ქვეყანაში ავტოსპორტი განვითარებული და რატომ დაიბადნენ იქ აირტონ სენა და ნელსონ პიკე. შუა ქალაქში ავტობუსის მძღოლი ისეთ ვირაჟებს აკეთებს მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს რომ შეშურდება. ავტობუსში თოკია გაბმული და ვიდრე გაჩერებას მიუახლოვდები ის უნდა ჩამოქაჩო რომ გაგიჩერონ. ფულს ასვლისას მძღოლთან იხდი და მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებს რკინის ბარიერის იქით. ასვლით მხოლოდ წინა კარიდან ადიან და უკანა კარიდან ჩამოდიან. გაჩერებაზე რიგში უნდა დადგე ავტობუსში ასავლელად. შენ თუ გინდა ავტობუსი გააჩერო ხელი უნდა დაუქნიო. სხვათა შორის, ადგილობრივი მძღოლები თურმე ადრე ავტობუსს ნასვამებიც მართავდნენ. მას მერე, რაც ერთი-ორი ავტობუსი ამოყირავდა მათ დალევა აუკრძალეს.

არავის ეგონოს, რომ ბრაზილიაში მგზავრობა იაფია. ავტობუსით გადაადგილება ერთი მიმართულებით 3 რეალი ღირს, რაც დაახლოებით დოლარნახევარია. მეტროშიც ანალოგიური ფასია, მაგრამ 18 ივნისიდან კიდევ უფრო აძვირებენ. რიოში მეტროს ორი ხაზია – “წითელი” და “მწვანე”. “მარაკანაზე” მისასვლელად “მწავნე” ხაზით უნდა ისარგებლო. სადგური “მარაკანა” სტადიონთან ახლოსაა. “ყვითელ” ტაქსში, რომლებიც ქალაქში მრავლადაა მხოლოდ ჩაჯდომა 2 დოლარია, ხოლო დანარჩენს მანძილიდან გამომდინარე მრიცხველი აფიქსირებს.

სტადიონზე მისული კვლავ საორგანოზაციო პრობლემებს გადავაწყდი. ორი წლის წინათ, უკრაინა-პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი და ამ ორი ტურნირის ორიგანიზების მხრივ ისეთი განსხვავებაა როგორც ცა და დედამიწა. ამ მხრივ უეფა მართლაც წინაა. ყოველ შემთხვევაში, რიოში ასეა. სააკრედიტაციო ცენტრის ძებნაში ლამის მთელ სტადიონც წრე დავარტყი. აშკარაა, მოხალისეების ე.წ. “ვოლონტიორების” ნაკლებობა, რომლებიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების დროს შეუცვლელნი არიან. სწორედ, ისინი ეხმარებიან ჟურნალისტებს რაიმე პრობლემის წარმოქმნაში და მუშაობაში ხელს უწყობენ. თუმცა, ჩანს, ბრაზილიაში მათ მაინცდამაინც არ აფასებენ. სააკრედიტაციო ცენტრში მომსახურეებს დასალევად წყალიც კი არ ჰქონდათ. ამ მხრივ ევროპის პირველობისგან განსხვავებით არც ჟურნალისტები არიან კარგ დღეში. მედიაცენტრში წყალი უნდა იყიდო და ფიფას მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტებულ ჟურნალისტს შეღავათი არც მგზავრობის დროს აქვს. ერთადერთი ინტერნეტია უფასო.

ბეჭდური მედიისთვის მედიაცენტრი სტადიონზეა. საკმაოდ დიდი ფართია და საკუთარი “ნოუთბუქის” გარეშე მყოფ ჟურნალისტს მედიაცენტრში არსებული კომპიუტერებით სარგებლობა შეუძლია. ასევე, მედიაცენტრში ტელევიზორებია დამონტაჟებული და რაც მთავარია გრილა. მართალია, ბრაზილიაში 21 ივნისს ზამთარი იწყება, მაგრამ დღის განმავლობაში ქუჩაში ნამდვილად არ გრილა. სხვათა შორის, საღამოს 6 საათზს უკვე ბნელა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039737