Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სამაგალითო მექსიკური ფანობა
2014-06-14 17:54 | ნახვები: 5510
მექსიკელებმა “კოპაკაბანა” გააყრუეს
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიო ჩემპიონატი რის მსოფლიო ჩემპიონატია, თუ მატჩებზე დასასწრებად მასპინძელ ქვეყანას ფეხბურთის გულშემატკივრები პლანეტის ყველა კუთხიდან არ მოაწყდნენ. რიო დე ჟანეიროში რა მილეთის ხალხს არ ნახავ ჩამოსულს და ყველას ფეხბურთი აერთიანებს.
ბუნებრივია, მათი თავშეყრის ადგილი სტადიონები ან “ფიფა ფან ფესტებია” იგივე ფანზონები. სწორედ იქ მოხვედრილს გეძლევა საშუალება დააკვირდე ვინ რამდენად გულმხურვალედ ქომაგობს საყვარელ გუნდს.
მექსიკელებს რომ ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ და ექსპანსიურები არიან გამეგო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მათ ჯერ კამერუნთან მატჩის დაწყებამდე არ დაიშურეს ენერგია, ხოლო შეხვედრის მსვლელობისას ფანზონაში ისეთი ამბავი ჰქონდათ, ალბათ, მთელ “კოპაკაბანას” ესმოდა.
მატჩების ტრანსლირებისას დიქტორის ხმასთან ერთად ტრიბუნაზე ქომაგთა ხმაურიც კარგად ისმის. “ფანზონაში” და სტადიონზე მყოფი მექსიკელები ერთხმად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. მინდორზე ჩიჩარიტოს შესვლამ დიდი ოვაცია გამოიწვია.აშკარაა, რომ ის მექსიკელი გულშემატკივრების კერპია.
ერთ-ერთი მათგანი ჩემს გვერდით იჯდა და გამომელაპარაკა. როდოლფოდ გამეცნო და აღნიშნა, რომ თავისი გუნდის მხარდასაჭერად უკვე მეორე ჩემპიონატზე იმყოფება. ბუნებრივია, კუატემოკ ბლანკო, ხორხე კამპოსი, უგო სანჩესი ვუხსენე და გაუკვირდა, მერე განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მითხრა ახლა გასაგებიაო. მისი თქმით, კოლორიტული მექსიკელი მეკარე კამპოსიც, კარიერის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტად მუშაობს და მექსიკის ყველაზე დიდ ტელეარხ “აცტეკაშია” დასაქმებული. თან დაამატა კარგი ჟურნალისტიაო.
როდესაც ვუთხარი მექსიკელებს კარგი ფანები გყოლიათ-მეთქი, როდოლდომ მომიგო - “აცტეკაზე” ნაკრების ყოველ თამაშზე 100000 კაცი იკრიბება და ქომაგობა შენ იქ უნდა ნახოო. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვებამ, სხვა მექსიკელების მსგავსად, როდოლფოც ძალიან გაახარა და თანამემამულეებს გულმხურვალედ მიულოცა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045147