Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ფეხბურთი გვაერთიანებს”
2014-06-17 10:40 | ნახვები: 29533
ფეხბურთს მართლაც გამაერთიანებელი ძალა აქვს
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით”, რომელიც არასოდეს მომწონდა. ან რა ჰქონდა მოსაწონი ამ ლოზუნგსა თუ საერთოდ იმ ქვეყანას. კარგია, რომ პროლეტარიატის ბელადები და მათი მოწოდებები წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ, ფიფას აქვს საუცხოო ლოზუნგი: “ფეხბურთი გვაერთიანებს”. სპორტის ეს სახეობა მართლაც აერთიანებს, რისი საუცხოო მაგალითი მსოფლიო ჩემპიონატია.
რიო დე ჟანეირო ამჟამად მეორე ბაბილონივითაა. საიდანა აღარაა ხალხი აქ ჩამოსული. ყველას კი, მისი უდიდებულესობა ფეხბურთი აერთიანებს. სტადიონი ყველაზე დემოკრატიული ადგილია და ქომაგებიც ბოლომდე იხარჯებიან. ყველა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილია - მღერიან, ცეკვავენ, ერთად ფოტოებს იღებენ და ფეხბურთის ცქერით ტკბებიან. თუ მოგებულებს უხარიათ, არც წაგებულები არიან აგრესიულები.
აბა სად ნახავ თუ არა რიოში, რომ ირანელები და ამერიკელები ერთად ფოტოს იღებდნენ, ხოლო ირანული ტელევიზია კომენტარს ამერიკელ ტურისტებს სთხოვდეს. სწორედ ესაა ფეხბურთის ხიბლი – მილიარდების საყვარელი თამაში მსოფლიოს აერთიანებს, ხოლო ბურთი მატჩის მსვლელობისას რა ტრაექტორიას მოხაზავს, წინასწარ ვერ განსჭვრეტ.

ლაშა თაბაგარი სპეციალურად worldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047136