Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მოხუცი ბრაზილიელი არგენტინელებს: “ბრაზილ კამპეონ”
2014-06-17 14:25 | ნახვები: 3995
არგენტინელი ფანები ბრაზილიელმა მოხუცმა დატუქსა
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
არგენტინა-ბოსნიის მატჩის დროს ფრიად საინტერესო ფაქტს შევესწარი. ოღონდ არგენტინელების წინააღმდეგ ექომაგათ, ადგილობრივებმა მხარი ბალკანელებს დაუჭირეს.
ბოსნიელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, უცებ რამდენიმე ტრიბუნა გვარიანად ახმაურდა. გამიკვირდა, რადგან თამაშამდე ბოსნიელები ფანები თითზე ჩამოსათვლელი ვნახე და მათი რაოდენობა საყვარელი გუნდის საქომაგოდ საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა. როგორც გაირკვა, ბოსნიას მხარს ბრაზილიელები უჭერდნენ.
ყველაფერი ამით არ დასრულებულა. თამაშის მერე, როგორც მის დაწყებამდე, არგენტინელები ქუჩებს იყვნენ მოდებული და გამარჯვებას ზეიმობდნენ. სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი და ჩემი ყურადღება ხანში შესულმა ჭაღარა ბრაზილიელმა მიიქცია. ეტყობა ამ კაცს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არგენტინელების ცქერა მოწყინდა და ერთ-ერთ გაჩერებაზე ვეღარ მოითმინა. ავტობუსის ფანჯრიდან თავი გამოჰყო და შეჯგუფულ არგენტინელებს რაღაცაზე ეკამათა. კარგს არაფერს რომ ეუბნებოდა, მის ოპონენტებს სახეზე ეწერათ. ბოლოს კი დააყოლა: “ბრაზილ კამპეონ” და ავტობუსმაც გზა გააგრძელა.
ლაშა თაბაგარი სპეციალურადWORLDSPORT.GE-სთვის რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტო

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041991