Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“აუფიდერზეინ”, “ხა ხა ხა რონალდუ”
2014-06-17 14:39 | ნახვები: 7772
გერმანელებმა რონალდუს დასცინეს
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
გერმანულმა მანქანამ დაიწყო და პირველ ქვეშ პორტუგალია მოიყოლა. ელოდებოდნენ, რომ ამ გუნდებს შორის დაძაბული მატჩი იქნებოდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. გერმანელებმა 2013 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელ კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაძღოლილ პორტუგალიელებს შანსი არ დაუტოვეს.
ბრაზილიის და პორტუგალიის დიდი ისტორიული კავშირის მიუხედავად, ხსნებული დაპირისპირების საყურებლად გერმანელი ფანები გაცილებით მეტნი შეიკრიბნენ. როგორც ხდება ხოლმე, ქომაგებს შორის რამდენიმე გამორჩეულია. ერთ-ერთი ჩემს გვერდით იდგა და როდესაც მათს ჰუმელსმა მეორე გოლი გაიტანა, ირგვლივ მყოფთ თითებით აჩვენა 4:0 მოვიგებთო, ამ კაცმა შედეგი მართლაც გამოიცნო.
პეპე რომ გააძევეს, გერმანელებმა პორტუგალიელ მცველს წაუმღერეს: “აუფიდერზეინ, აუფიდერზეინ”. მათი მხრიდან თავისი წილი ქილიკი რონალდუსაც შეხვდა: “ხა, ხა, ხა რონალდუ”. რონალდუ კი ბევრს ეცადა, მაგრამ მარტო ვერაფერს გააწყო. გერმანელებმა სერიოზული განაცხადი გააკეთეს და თამაშით დაადასტურეს, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.
თომას მიულერმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვალწინ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ლუდით შეზარხოშებული ფანებიც ფრიად გაახარა. სხვათა შორის, ბუნდესნაკრებს მხარს არა მხოლოდ გერმანელები, არამედ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც აქტიურად უჭერდნენ, რომელთაგან ზოგს ეროვნული გუნდის მაოსური ეცვა, ზოგსაც - მიუნხენის “ბაიერნის”. მცირერიცხოვანი პორტუგალიელებისას კი, ხმას ვერ გაიგებდი.

ლაშა თაბაგარი სპეციალურადworldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043097