Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ნეიმარიზმი”
2014-06-24 12:46 | ნახვები: 5822
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
სრულიად ბრაზილია “ნეიმარიზმითაა” შეპყრობილი. სადაც არ უნდა გაიხედო, ლამის ყველას პატარას თუ დიდს, ქალსა თუ კაცს ნეიმარის 10-ნომრიანი მაისურები აცვიათ. თუ მაისურზე გვარი წაწერილი არაა, 10 ნომერი ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ციფრი ხომ ბრაზილიელებისთვის მაგიურია.
ბევრი ბჭობა არ უნდა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მეტი ნეიმარის მაისური გაიყიდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან “ბარსელონას” ფორვარდი “პენტაკამპეონთა” მთავარი იმედია.
ნეიმარი ჯერჯერობით გაცემულ ავანსს ამართლებს და ნაკრების მიერ გატანილი 7 გოლიდან ნახევარზე მეტი მის ანგარიშზეა. სამ მატჩში ორჯერ დუბლი გაახერხა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მის გარეშე ბრაზილია შეტევაში ვერაფერს მოახერხებდა.
როგორც იქნა ერთი ბურთი თავის ანგარიშზე ფრედმაც ჩაიწერა, მაგრამ ისიც თამაშგარე მდგომარეობიდან. ბრაზილიურმა ტელეარხმა “ა ვივომ” ეს ეპიზოდი არაერთხელ გაამეორა და ნათლად ჩანდა, რომ პასის მომენტში ბრაზილიელთა ცენტრფორვარდი მეტოქის მცველზე წინ იყო.
რა თქმა უნდა, ყველა მატჩის წამგები კამერუნი საზომად არ გამოდგება, მაგრამ ფეხბურთელის კლასი ნებისმიერ მოწინააღდეგესთან ჩანს და ნეიმარმაც თავისი ოსტატობა აჩვენა. თუმცა, კამერუნელებმა ლამის გალახეს მოედანზე, დრო და დრო ისე გაშმაგებული ურტყამდნენ, ბრაზილიელებს ის გამორჩეულად უყვართ და როდესაც რაიმე ფინტს გააკეთებს, კარში დაარტყამს თუ კარგ პასს გააკეთებს ემოციას, ვერ მალავენ. მათ არც წარმოუდგენიათ, რომ ნეიმარის გარდა, მსოფლიო პირველობის საუკეთესო მოთამაშე სხვა ფეხბურთელი გახდეს.
ნეიმარის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მას ძალიან ხშირად იღებენ სარეკლამო რგოლებში. ის ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. თუმცა, ბრაზილიას მხოლოდ ნეიმარის იმედით მსოფლიო პირველობის მოგება ძალიან გაუჭორდება. განვლილმა თამაშმა აჩვენა, რომ “პენტაკამპეონებს” არც დაცვა ჰყავთ “გაუვალი”. სხვათა შორის, უკანა ხაზის შეცდომები მექსიკასთან მატჩშიც თვალსაცემი იყო. ასე რომ ლუიშ ფელიპე სკოლარისა და მის შტაბს საფიქრალი ბევრი აქვს, თორემ ბრაზილია რომ ჯგუფიდან გავიდოდა, ეს ისედაც ნათელი იყო.
მატჩს ბრაზილიელების გარემოცვაში ვუყურე და მანამდე ჩატარებულ შეხვედრებთან შედარებით, აშკარად უფრო გაიხარეს. წარმატება კი, როგორც ჩვევიათ, ლუდის თანხლებით და ცეკვით აღნიშნეს.
გულშემატკივრები რადგან ვახსენე, არ შემიძლია ერთ შემთხვევას ხაზი არ გაუსვა. ბრაზილიური არხები მსოფლიო ჩემპიონატს აქტიურად აშუქებენ და უყურადღებოდ არაფერს ტოვებენ. თუმცა, მსგავსი არც მანამდე მინახავს და შესაძლოა არც ამის შემდეგ ვნახო. კერძოდ, იაპონელი გულშემატკივრები თავისი პოლიეთილენის პაკეტებით დადიან და მატჩის დასრულების შემდეგ, იმ სექტორში, სადაც სხედან, რაც ნაგავი დაგროვდება, პაკეტებში ალაგებენ და ნაგვის ყუთებში ყრიან. არ მგონია ვინმემ, თუნდაც ძალიან სტაჟიანმა ფეხბურთის ქომაგმა გაიხსენოს, ასე რომელიმე ქვეყნის გულშემატკივრები მოქცეულიყვნენ.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.037898