Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნინო ურუგვაიდან
2014-06-28 21:00 | ნახვები: 5465
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ორიგინალურ გულშემატკივრებს რა დალევს და კოლუმბია-ურუგვაის მატჩამდე კიდევ ერთს გადავაწყდი.
“საო ჟენუარიოზე” კოლუმბიის ნაკრების ვარჯიშის შემდეგ, ფიფას მიერ სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით “მარაკანაზე” დავბრუნდი და უცებ ისეთი კაცი დავინახე, რომელსაც ძალით რომ მოგენდომებინა თვალს ვერ აარიდებდი.
მას მექსიკურ სომბრეროში ურუგვაის ორი დროშა გაერჭო და სხეულზე ლამის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია აეკინძა. ურუგვაელ ნინოს, როგორც თავად გაგვეცნო, 1930 წელს ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის, 1950 წლის მუნდიალის, 1970 წლის მსოფლიო პირველობის ფინალების ბილეთებიც მიეკრა თავის აპლიკაციისთვის. თან, პელესთან და მარადონასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც დაერთო. ჩემს გარდა, მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები კოლუმბიელმა ჟურნალისტებმაც გადაიღეს და ნინომ ინტერვიუებიც დაარიგა. სხვათა შორის, დღეს დილასაც ვნახე “მარაკანას” წინ და კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში იყო.
ფიფამ და ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა 1/8-ფინალის და თან სამხრეთამერიკული დერბის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. ახლა უკვე სტადიონის გარშემო თითქმის ყველგან პოლიცია დგას და ბილეთებს თხოვს. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი ურჩევენ, რომ სახლისკენ მიმავლებმა მაინცდამაინც სტადიონის წინ არ გაიარონ და სხვა გზებით ისარგებლონ.
დღეს, ბრაზილია ჩილეს ხვდება და ბუნებრივია, ადგილობრივებისთვის ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანია. რიოში მზადება უკვე დილიდან დაიწყეს. ბარებში და პაბეში ტელევიზორები ისედაც ყველგანაა, ხოლო ზოგან ქუჩაში დამატებით ეკრანებს ამონტაჟებენ, რომ ბრაზილიელებმა საყვარელ გუნდს ლუდის თანხლებით უგულშემატკივრონ. ლუდს კი მართლაც განუზომელი რაოდენობით სვამენ.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.037688