Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“მსოფლიო სპორტი” რადიო “გლობოში”
2014-07-01 13:30 | ნახვები: 5785
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დღეებში, როდესაც “მარაკანაზე” მატჩები არ იმართება, საფეხბურთო ეპიცენტრი “ფიფა ფან ფესტშია” გადატანილი ეს ადგილი მხოლოდ ქომაგების შესაკრებად, დიდ ეკრანზე ფეხბურთის საყურებლად და გასართობად ნამდვილად არაა.

იქ პატარ პრესცენტრიცაა მოწყობილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მწერალი, რადიო, ტელე ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები მუშაობენ. ოპერატორებისთვის სპეციალური ანძებია დამონტაჟებული. ამ ადგილიდან ბრაზილიის ტელეარხებისთვის ჟურნალისტები ხშირად ერთვებიან და მაყურებელს მიმდინარე მოვლენებს აცნობენ. იმ დღეებში, როცა “მარაკანაზე” საქმე არ მაქვს, ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად “ფიფა ფან ფესტს” ვსტუმრობ ხოლმე.

გერმანია-ალჟირის მატჩის პირველი ტაიმი მიმდინარეობდა, რომ გვერდით მდგომი კოლეგა პორტუგალიურად გამომელაპარაკა. ინგლისურად ავუხსენი, რომ საქართველოდან ვიყავი და პორტუგალიური არ მესმოდა. ისე ფეხბურთის ენა ყველასთვის გასაგებია და პოლიგლოტობა არ სჭირდება, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს დავეკონტაქტეთ.

ის რენატო ბარონედ გამეცნო და როგორც აღმოჩნდა, რადიო “გლობოში” მუშაობს. ბუნებრივია, არ ელოდა, რომ ბრაზილიაში ქართველ ჟურნალისტს შეხვდებოდა და ტაიმებს შორის შესვენების დროს რადიოეთერში პირდაპირი ჩართვა მთხოვა. შეთავაზება სიამოვნებით მივიღე და შესვენებაზე მცირე ჩართვისას, ჯერ ის ვთქვი, საიდან ვიყავი და რომელ გამოცემას წარმოვადგენდი, ხოლო შემდეგ აღვნიშნე, რომ ალჟირმა ტაიმი კარგად ჩაატარა, გერმანია აშკარა ფავორიტი არ იყო და გუნდების შანსები თანაბრად შევაფასე. რენატომ მადლობა გადამიხადა და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. აქვე გეტყვით, რომ “გლობო” ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილეში მედიასაშუალებაა, რომელიც ტელეარხს, რადიოს, გაზეთსა და ვებგვერდს აერთიანებს.

მართლაც, გერმანიას იოლი გასეირნება არ ჰქონია, როგორც ბევრი ელოდა და ალჟირი დამატებით დროში ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხა.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041761