Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მუნდიალის “კლასიკო” “მარაკანაზე”
2014-07-01 12:24 | ნახვები: 4024
ფრანგი და გერმანელი ქომაგების გზები “მარაკანაზე” გადაიკვეთება
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მრავლისმნახველი სტადიონი “მარაკანა” კიდევ ერთ დიდ მატჩს უმასპინძლებს. ამჯერად, ბრაზილიის უმთავრეს სტადიონზე სრულიად ევროპული დერბი შედგება. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალაში საფრანგეთის ნაკრების გერმანიას დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ხსენებულ არენაზე შედგება. ბრაზილიელმა კომენტატორებმა მომავალი თამაში მუნდიალის “კლასიკოდ” უკვე მონათლეს.

აქამდე, მსოფლიო ჩემპიონატებზე საფრანგეთისა და გერმანიის ბედი ორჯერ ნახევარფინალებში გადაკვეთილა. 1982 წელს ესპანეთში და 1986 წელს მექსიკაში, საფრანგეთის ნაკრებმა, რომელშიც უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ბრწყინავდა, ვერ დაძლია გერმანელთა ბარიერი, რომელსაც კარლ-ჰაინც რუმენიგე ლიდერობდა.

1982 წლის დაპირისპირება, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მატჩების ჩამონათვალშია შესული. მაშინ, ფრანგები დამატებით დროში 3:1 იგებდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ამ თამაშის გახსენებისას, უმალ ამოტივტივდება ეპიზოდი, როდესაც გერმანელთა მეკარე შუმახერმა “კარატეს” ილეთით ლამის სიცოცხლეს გამოსალმა ფრანგი მცველი ბატისტონი. ასეთი რამ ახლა რომ მომხდარიყო, შუამხერს “გაციმბირება” არ აცდებოდა, მაშინ კი, მოედნიდანაც არ გააძევეს.

1986 წელს, მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან მეტად მომქანცველი თამაშის მერე, რომელიც ფრანგებმა პენალტებით მოიგეს, “სამფეროვნები” როგორც იტყვიან “ლიმონივით გამოწურულნი” იყვნენ და კვლავ გერმანელებმა იმარჯვეს. ამჯერად, მათი გზები “მარაკანაზე” გადაიკვეთა. სხვათა შორის, ფრანგების ნახევარმცველმა იოან კაბაიმ ეკვადორთან მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, მაგრამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: “გული მწყდება “მარაკანაზე” ახლა რომ ვერ ვითამაშებ და იმედი მაქვს შემდეგ მატჩებში მომიწევსო”. კაბაის წინასწარმეტყველება აუხდა.

“მარაკანას” ხსენებაზე არ შემიძლია ხაზი ერთ ფაქტს არ გაუსვა, რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატის 5 მატჩი ჩატარდა და პრესკონფერენციებზე ფაქტობრივად ყველა მწვრთნელმა, ასევე, ფეხბურთელთა უმრავლესობამ სტადიონ “მარაკანას” განსაკუთრებულობას ხაზი გაუსვა. ამ შემთხვევაში თუნდაც ისეთი სპეციალისტის აზრი რად ღირს, როგორიც ფაბიო კაპელოა. ერთადერთი, ვინც “მარაკანა” სხვათაშორის მოიხსენია, რუსეთი ნაკრების კაპიტანი ვასილი ბერეზუცკი იყო. მისი თქმით, “მარაკანა” მოსკოვში მდებარე “ლუჟნიკების” მსგავსია და განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სარბენი ბილიკები არ აქვს. ისიც დაამატა, რომ “მარაკანას” მასში არავითარი განსაკუთრებული ემოცია არ გამოუწვევია.

ბერეზუცკის რა გითხრათ. ხუთივე მატჩს დავესწარი და მართლაც მსგავსი ატმოსფერო არ მგონია მსოფლიოს ბევრ არენაზე იყოს. მითუმეტეს, არცერთ თამაშზე 73000 მაყურებელზე ნაკლები არ ყოფილა. ორჯერ 74000-ზე მეტი იყო, ხოლო სამჯერ 73000-ს გადააჭარბა. ყველაზე სიხალვათე ვიპ-ლოჟებშია, სადაც მოხვედრისთვის უამრავი ფული უნდა გადაიხადო და შეგიძლია საჭმელი მიირთვა, შამპანური ან წითელი ღვინო მოწრუპო. თუმცა, “მარაკანას” ხიბლი შამპანურის წრუპვაში ნამდვილად არაა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047285