Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სან-სებასტიანის მოდერნისტული საკათედრო ტაძარი რიო დე ჟანეიროში
2014-07-03 16:49 | ნახვები: 5559
123456789101112131415161718
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ სტილში გადაწყვეტილი კათოლიკური ტაძარი რიო დე ჟანეიროში მდებარეობს. მას სან-სებასტიანის სახელობის საკათედრო ტაძარი ეწოდება და როგორც რიოს, ასევე, ბრაზილიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ტაძარი რიოს ცენტრში ჩილესა და პარაგვაის პროსპექტების გადაკვეთაზეა აშენებული.

ის “მოდერნის” სტილშია გადაწყვეტილი და მისი ავტორი ედგარ დე ოლივეირა ფონსეკაა. ამ უკანასკნელის შთაგონების წყარო მექსიკაში ნახევარკუნძულ იუკატანზე მაიას ტომების მიერ აშენებული პირამიდები გახდა. თუმცა, პირამიდების კვადრატული ფორმების ნაცვლად, ფონსეკამ შენობას ეპისკოპოსების საზეიმო თავსაბურავის ფორმა მისცა, როგორც ღმერთთან ახლოს ყოფნის სიმბოლო. ტაძრის თითოეული კვადრატი კი, მორწმუნის სიმბოლოა, რომელიც ცისკენ მიისწრაფვის.

ტაძრის მშენებლობა 1964 წელს დაიწყო და 1979 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანი რიო დე ჟანეიროს მფარველად ითვლება. სხვათა შორის, როდესაც რიო დაარსეს, მისი სრული სახელი სან-სებასტიან დუ რიო დე ჟანეირო იყო. პორტუგალიელი კოლონიზატორები წმინდა სებასტიანს მე-16 საუკუნეში ეთაყვანებოდნენ, რათა ისინი ტამოიოსს ინდიელების შემოტევებისგან დაეცვა. ტამოიოსი ინდიელთა სხვადასხვა ტომების გაერთიანება იყო, რომლებიც მე-16 საუკუნეში რიოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

კონუსის ფორმის ტაძრის სიმაღლე 96 მეტრია, ხოლო დიამეტრი 106 მეტრი. შესასვლელი კარის სიგანე 18 მეტრია. ტაძარში 20000 ადამიანი ეტევა. ტაძრის ეზოში ასევე ორიგინალურ სტილში გადაწყვეტილი სამრეკლოა. აქვე დგას, აწ გარდაცვლილი რომის პაპის იოანე-პავლე II-ის ქანდაკება, რომელსაც ვინაობის დამადასტურებელი წარწერა რატომღაც მომძვრალი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ტაძრის წინ რიო დე ჟანეიროს ე.წ. ცნობილი “ტყუპები” მდებარეობს.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039548