Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იოახიმ ლიოვი: “არგენტინა მხოლოდ მესი არაა”
2014-07-12 23:18 | ნახვები: 7697
ლაშა თაბაგარის ფოტოები
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერის აზრით, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან მატჩში თავის პლუსებს გამოიყენებენ, გაიმარჯვებენ. ამის შესახებ, მან თამაშის წინა დღეს “მარაკანაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შვაინშტაიგერის თქმით, ბრაზილიასთან მოგებული 1/2-ფინალის შემდეგ, გუნდში კარგი განწყობაა. მას მიაჩნია, რომ არგენტინა ფინალში დამსახურებულად გავიდა. შვაინშტაიგერის აზრით, მეტოქეს ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, როგორც მესი, დი მარია, აგუერო და მასკერანო არიან. გერმანელმა ხაზი გაუსვა, რომ არგენტინელები დაცვაში კარგად თამაშობენ და ჰოლანდიასთან დაპირისპირებისას რობენი გაანეიტრალეს. ის იოლ შეხვედრას არ ელის, მაგრამ ფიქრობს, რომ თავის კოზირებს გამოიყენებენ და მსოფლიო თასს მოიპოვებენ.

შვაინშტაიგერმა აღნიშნა, რომ გუნდი ფინალში მოხვედრით გახარებულია, მაგრამ მომავალი მატჩის წინ არავითარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის. მართალია, მსგავსი ტურნირის ფინალში მხოლოდ მიროსლავ კლოზეს უთამაშია, თუმცა სხვა ფეხბურთელებს ასეთი დონის მატჩების ჩატარების გამოცდილება საკლუბო დონეზე აქვთ. შვაინშტაიგერის განცხადებით, ახლა მთავარი მომავალ მატჩზე მაქსიმალური კონცენტრაციაა.

მას 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გერმანიის ნაკრების ტრანსფორმაციაზე და როგორც ლუის ვან გაალის, ასევე, პეპ გვარდიოლას მიერ გერმანული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილ წვლილზე დაეკითხნენ. ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ევრო-2004 მერე, ნაკრებში ცვლილებები ჯერ კლინსმანმა განახორციელა, რომლის დაწყებული საქმე ლიოვმა გააგრძელა და შედეგს ახლა იმკიან. ვან გაალზე და გვარდიოლაზე თქვა, რომ ორივესგან მიუნხენის “ბაიერნში” ბევრი რამ ისწავლეს და ახლა ცოდნას ნაკრებშიც იყენებენ.

შვაინშტაიგერის აზრით, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარგი ფეხბურთელები შეარჩია და სწორედ მოიქცა, როდესაც მას ცოტა დასვენებისა და ტურნირისთვის 100 პროცენტით მომზადების საშუალება მისცა.

გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა, რომელიც საპრესკონფერენციო დარბაზში შვაინშტაიგერის შემდეგ შემოვიდა, თქვა, რომ არგენტინა მხოლოდ მესი არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. მას მიაჩნია, რომ ამ გუნდში სხვა მაღალი დონის შემტევებიც არიან: იგუაინი, დი მარია, აგუერო.

მას 4 წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მატჩი გაახსენეს, როდესაც გერმანიამ 4:0 გაიმარჯვა და უთხრეს, რომ მესი და მასკერანო რევანშზე ფიქრობენ.

ლიოვმა უპასუხა, რომ გერმანიას არავის ეშინია და არ იცის ისინი რას ფიქრობენ. მას მიაჩნია, რომ ხვდება ორი გუნდი, რომელთაც წარსულში ოფიციალური თუ ამხანაგური არაერთი საინტერესო თამაში ჩაუტარებიათ. ლიოვს მიაჩნია, რომ 2010 წელთან შედარებით, არგენტინა დაცვაში გაცილებით უკეთესად ირჯება. მისი აზრით, ბრაზილიასთან გერმანიის თამაში ამოსავალ წერტილად ვერ ჩაითვლება და ფინალში განსხვავებული შეხვედრა იქნება.

გერმანელი სპეციალისტის ფიქრობს, რომ არგენტინას თამაში განსხვავებული სტილით შეუძლია. მას დაცვაში ჩაჯდომის უნარიც შესწევს და სწრაფი შეტევისაც. გუნდს კარგი დაცვის ხაზი ჰყავს, ხოლო მესის, დი მარიასა და იგუაინს შეუძლიათ იერიში ძალიან სწრაფად განახორციელონ.

ლიოვს გაახსენეს, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. მან უცებ ფურცელი აწია და ჟურნალისტს აჩვენა: “სია უკე მზად მაქვსო”. ეს ცხადია ხუმრობით. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ფიქრობს, რომ პენალტებამდე ჯერ “მისვლაა” საჭირო, ხოლო მას გამარჯვება ძირითად დროში სურს. თუმცა, დასძინა, რომ პენალტების სერიისთვისაც მზადაა.

ლიოვს თარიღები უხსენეს და შეახსენეს, რომ გერმანია 1974 წლის მერე, ჩემპიონი 1990 წელს გახდა, ხოლო მან მოკლედ მოჭრა – “თარიღების არ მწამსო”.

პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ ჯერჯერობით ევროპულ გუნდს სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. ლიოვი მოხარული იქნება თუ გერმანია პირველი ნაკრები გახდება, რომელიც ამას შეძლებს. მან კარგად იცის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში შევლენ.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან




კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042825