Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საბელიას და სრულიად არგენტინის უმნიშვნელოვანესი მატჩი
2014-07-13 01:57 | ნახვები: 8251
ლაშა თაბაგარი ფოტოები
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველის, ხოს ბასანტას თქმით, მთელი არგენტინელი ხალხი ელოდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებას.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელით და მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ, რათა მოედანზე საუკეთესონი იყვნენ. მეტოქის შეფასებისას აღნიშნა, რომ კარგად იცნობენ გერმანიის ნაკრებს, რომელიც ძალიან დაბალანსებული, მოძრავი და სოლიდური გუნდია. არგენტინელის აზრით, გერმანელებმა ფინალში თამაში დაიმსახურეს.

არგენტინის ნაკრებზე საუბრისას ბასანტამ აღნიშნა, რომ საუცხოო გუნდი ჰყავთ, რომელსაც ერთი ნაბიჯი დარჩა არგენტინელი ხალხის ოცნების ასრულებამდე. მას ანხელ დი მარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაეკითხნენ და უპასუხა, რომ ექიმები გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ.

ბასანტას მიმართ კითხვები როდესაც ამოიწურა, ჟურნალისტებმა უკვე არგენტინელთა თავკაცს საბელიას მიმართეს. მისი თქმით, ძალიან რთული თამაში ელით, რადგან გერმანია ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული გუნდია. თუმცა, მისმა ნაკრებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

მან ხაზი გაუსვა, რომ არგენტინელი ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. მათ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშზე მეტი მოტივაცია არ არსებობს. მისი აზრით, როგორც პროფესიონალურ დონეზე, ასევე, პირად ცხოვრებაში ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს და ეს ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა. საბელიას განცხადებით, ბრაზილიურ ფეხბურთს ყოველთვის პატივს სცემდა და ამიტომ, “მარაკანაზე” ფინალის თამაშით კიდევ უფრო ამაყობს.

იგი მიიჩნევს, რომ ფინალში გამარჯვებისთვის არგენტინელი ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ. ისინი თავისი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, არგენტინის ნაკრების მაისურისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.

დი მარიას შესახებ არგენტინელთა დამრიგებელმა თქვა, რომ მისი მდგომარეობა ყოველ დღე უმჯობესდება და ბოლო ვარჯიშზე დააკვირდება, რის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საბელიამ კონკრეტულად არ უპასუხა მისი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვაზე, რომლის თანახმად, მუნდიალის მერე, ის ნაკრებიდან წავა. მისი აზრით, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კვირას პროფესიონალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს ატარებს.

მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ 4 წლის წინ, მარადონას გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა და იმედია, მის გუნდს იგივე არ დაემართება. მაშინ, არგენტინელებმა გერმანიასთან 0:4 წააგეს.

აქვე გეტყვით, რომ პრესკონფერენციაზე საფინალო “ბრაზუკაც” შემოიტანეს. სწორედ, ასეთი ბურთით ითამაშებენ არგენტინისა და გერმანიის ნაკრებები.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047153