Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ვარსკვლავების აზრი ფინალის წინ
2014-07-13 18:45 | ნახვები: 5409
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მუნდიალის ფინალის დაწყებამდე ცოტაღა დარჩა. ბევრმა ყოფილმა თუ მოქმედმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოთქვა თავისი აზრი, ზოგმაც თავი შეიკავა. უმეტესობა უპირატესობას გერმანიას ანიჭებს.

აქ არაა მოყვანილი გერმანელებისა და არგენტინელების პროგნოზები.

რაული:"გერმანია აშკარა ფავორიტია. როგორც წესი, ფინალში აშკარა ფავორიტები არ არსებობენ, მაგრამ ახლა სხვაგვარადაა. გერმანია ცალკეულ შემსრულებლებზე არაა დამოკიდებული. მათი დაცვა გაუვალი არა, მაგრამ შეკრულია. ბრაზილიასთან სასწაულებრივი მოგების შემდეგ, ეს გუნდი რიტმს არ დაკარგავს".

არიენ რობენი:"გერმანია მოიგებს. არგენტინას შანსი არ აქვს".

რაფა ბენიტესი:"ფავორიტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ცალკეული დეტალების გამოყოფა, მაგრამ მთლიანობაში, გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთს ვერ ვანიჭებ".

ალესანდრო ნესტა:"გერმანიის ნაკრებს სუსტი რგოლი არ აქვს. მათ ჰყავთ ნოიერი – ძალიან მაღალი კლასის მეკარე. ასევე, შეკრული დაცვა და ნახევარდაცვაში მშვენიერი შემსრულებლები. გერმანელები ფავორიტები არიან".

ხრისტო სტოიჩკოვი:"ჟურნალისტებს მესი ხან ცამდე აჰყავთ, ხან მიწაზე ანარცხებენ. დღესდღეობით ის საუკეთესოა მსოფლიოში. მან არ იცის, რა არის წნეხი. როცა მას აკრიტიკებენ, ჩუმდება და არ პასუხობს. იმედი მაქვს, კვირას სწორედ მისი არგენტინა მოიგებს ფინალს".

ვესლი სნეიდერი:"გერმანია მოიგებს. მართალია, არგენტინა დაცვაში ორგანიზებულია, მაგრამ ეს არაა გადამწყვეტი ფაქტორი. მათ ჩვენთან კარგად ითამაშეს დაცვაში, თუმცა იყო მომენტები, როცა არ გაგვიმართლა".

პოლ სქოულზი:" ჩემი პროგნოზით, გერმანია 3:1-ს მოიგებს. ლიოვის გუნდს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს და გამართულ გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ. არგენტინის გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მესი და მასკერანო ზებუნებრივ ფეხბურთს ითამაშებენ".

გარი ლინეკერი:"გერმანია მოიგებს, თუნდაც არგენტინამ და ჰოლანდიამ ერთად რომ ითამაშონ ფინალში". (ეს თქვა არგენტინა-ჰოლანდიის ნახევარფინალის წინ)

ზიკო: "როგორც გუნდი, გერმანია ასჯერ სჯობს არგენტინას. ლიოვის გუნდს აქვს დისციპლინა, ტექნიკა, ტაქტიკა, მაგრამ ლეო მესის შეუძლია, ეს ყველაფერი დაამსხვრიოს. არგენტინის ერთადერთი უპირატესობა მესია".

ფაბიო კანავარო:"გერმანიას უკეთესი შანსი აქვს. ისინი გუნდურად არიან ძლიერები, არგენტინას კი ჰყავს მესი. გადამწყვეტ მატჩებში სწორედ გუნდურობაა მთავარი და აუცილებელიცაა, რომ სუსტი რგოლები არ იყოს გუნდში. ჩემი აზრით, ბევრი გოლი არ გავა, რადგან არგენტინას კარგი დაცვა ჰყავს".

ნეიმარი:"ფინალში ვქომაგობ არა არგენტინას, არამედ ჩემს ბარსელონელ თანაგუნდელს. ეს ლეო მესია. მინდა, რომ ჩემპიონი გახდეს, მან ეს დაიმსახურა".

ტეგები:
მუნდიალი 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045026