Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“მარაკანა” – მსოფლიოს საფეხბურთო ეპიცენტრი
2014-07-13 20:29 | ნახვები: 9206
ლაშა თაბაგარის ფოტოები
123456789101112131415161718
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის დღეს “მარაკანას” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სტადიონამდე მისასვლელად ფეხით გვარიანი მანძილის გავლაა საჭირო. პოლიციის რამდენიმე კორდონია და ჟურნალისტების გარდა, მხოლოდ მატჩის ბილეთების მფლობელებს ატარებენ. ცაში სამხედრო პოლიციის ვერტმფრენები პატრულირებენ. ეს გასაგებია, რადგან ფინალს არაერთი ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.

რიოში ჩამოსულია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 2018 წელს მსოფლიო პირველობა რუსეთში იმართება და პუტინმა ესტაფეტა უნდა გადაიბაროს.

ფინალამდე ჩემპიონატის დახურვის ოფიციალური ცერემონიალი შედგება, რომელშიც შაკირა, კარლოს სანტანა, კარლინოს ბრაუნი, ჯინ ვიკლიფი, ალეშანდრე პერესე და ივეტე სანგალო მონაწილეობენ.

პრესცენტრში საპატიო სტუმრების სია დაგვირიგეს და როგორც ირკვევა მატჩს დაესწრებიან: ეროს რამაზოტი, კარლეს პუიოლი, პლასიდო დომინგო, ლებრონ ჯეიმსი, დანიელ პასარელა, ფაბიო კანავარო, ლოთარ მათეუსი, კრისტიან ვიერი, ოლივიე დაკური, მარკო მატერაცი, ადიანა ლიმა, ჟიზელ ბიუნდჰენი, დენიე კრაიგი, ეშტონ კუჩერი.

ცხადია, “მარაკანაზე” იქნებიან, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი. მათ გარდა, ფინალს ვიპ ლოჟიდან თვალს ფიფას სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები მიადევნებენ.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე გაზეთ “მსოფლიო სპორტისა” და საინფომაციო სააგენტო worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტიც იქნება.

თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, “მარაკანას” წინ არგენტინისა და გერმანიის ნაკრებების ფანები უკვე იკრიბებიან. ცხადია, არგენტინელები გაცილებით უფრო ხმაურობენ, ხოლო გერმნელები შედარებით მოკრძალებულნი არიან. ის გულშემატკივრები, ვისაც ფინალის ბილეთები არ შეხვდა, “ფიფა ფან ფესტს” მიაშურებენ.

ფინალი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და გერმანიის ეროვნული გუნდები ხვდებიან, ბრაზილიის დროით 16:00 საათზე დაიწყება.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044194