Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანიამ ისტორია დაწერა
2014-07-14 03:34 | ნახვები: 10230
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
ლაშა თაბაგარის ფოტო
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გარდა იმისა, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა, ბუნდესნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. აქამდე, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ევროპულ გუნდს მსოფლიო თასი არ მოეგო და პირველად ეს გერმანელებმა მოახერხეს. აქამდე გერმანია და არგენტინა მუნდიალების ფინალებში ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ და თითო გამარჯვება ჰქონდათ. 1986 წელს არგენტინელებმა 3:2 მოიგეს, ხოლო 1990-ში გერმანელბმა – 1:0. ამჯერად, ისევ გერმანიამ იმძლავრა და 24 წლის მერე, მსოფლიო თასი დაიბრუნა.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მესი გახდა, რომელმაც კუთვნილი პრიზი ნაღვლიანი სახით ჩაიბარა. საუკეთესო მეკარედ გერმანელი მანუელ ნოიერი აღიარეს. საუკეთესო ბომბარდირის პრიზი კოლუმბიელმა ჰამეს როდრიგესმა მიიღო 6 გატანილი გოლით.

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის შოუს მსვლელობისას ტრიბუნები ფაქტობრივად შევსებული იყო და როგორც არგენტინის, ასევე, გერმანიის ქომაგები მღეროდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, სტადიონზე დიეგო მარადონა მივიდა, რომელიც ვიპ ლოჟაში არ დამჯდარა და იმ ტრიბუნაზე მოთავსდა, სადაც არგენტინელები იყვნენ. ცხადია, არგენტინელებმა მარადონას პატივსაცემად დაწერილი სპეციალური სიმღერა შემოსძახეს.

ფიფას მსოფლიო თასი მოედანზე “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა და ცნობილმა მოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა გაიტანეს.

გერმანიის ჰიმნის შესრულებისას, ტრიბუნაზე მყოფმა გერმანელებმაც იმღერეს. არგენტინის ჰიმნი როდესაც სრულდება, ტექსტს არავინ მღერის და უბრალოდ ქომაგები აყოლებენ: “ოოოოო, ოოოოო”.

გერმანელთა სასტარტო შემადგენლობაში სამი ხედირა ფიგურირებდა და სტადიონზე დარიგებულ განაცხადებშიც იყო, მაგრამ მოთელვის დროს დაშავდა და კრისტოფ კრამერმა შეცვალა. ანხელ დი მარია კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ საბელიამმისი სასტარტოში დაყენება არ გარისკა.

მე-4 წუთზე, არგენტინელთა კონტრშეტევას მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გონსალო იგუაინის დარტყმა მოჰყვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ააცილა.

21-ე წუთზე, გერმანელი ფეხბურთელი თავით ბურთს პარტნიორს უბრუნებდა და მანუელ ნოიერს იგუაინი შეატოვა, რომლესაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ საჩუქრით ვერ ისარგებლა. მის გასამხნევებლად ტრიბუნებმა დასძახეს: “პიპა, პიპა”, რაც ამ ფეხბურთელის მეტსახელია. 30-ე წუთზე, იგუაინის გოლის შემდეგ, არგენტინელებმა ლამის დაანგრიეს სტადიონი, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე აჩვენა.

დაშავებული ხედირას შემცვლელი კრამერი, რომელმაც ტაიმის შუაწელში ტრავმა მიიღო, თავად შესაცვლელი გახდა და მოედანზე ანდრე შიურლე შევიდა. ამ უკანასკნელმა 37-ე წუთზე მარცხნიდან თომას მიულერის პასის მერე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ რომერომ ბურთი ნახტომში მოიგერია.

39-ე წუთზე, ლიონელ მესი მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში საუცხოოდ შეიჭრა, თუმცა შეტევა ვეღარ დაასრულა და ვერც ეზეკიელ ლავეცი მიწვდა ბურთს ვარდნაში. 43-ე წუთზე, მარკოს როხომ თავის მოედანზე ბურთი დაკარგა და მესუტ იოზილის პასის შემდეგ, ტონი კროოსის დარტყმული სერხიო რომერომ გაანეიტრალა.

45-ე წუთზე, კროოსის მოწოდებული კუთხურისმერე, ბენედიქტ ჰიოვედესმა თავით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა – არგენტინა აშკარა გოლს გადარჩა.

მეორე ტაიმი 2 წუთის დაწყებული იყო, რომ ლუკას ბილიამ კარგი პასი მისცა მესის, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 57-ე წუთზე, როდესაც კარიდან გამოსული ნოიერი და იგუაინი შეეჯახნენ, მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა. ამით აღშფოთებულმა ქომაგებმა ჯერ ნიკოლა რიცოლი “შეამკეს”, ხოლო შემდეგ “არგენტინა, არგენტინა” შემოსძახეს. საინტერესო სანახავია ათასობით მომღერალი და პარალელურად მოხტუნავე არგენტინელი. დრო და დრო გერმანელებიც დასძახებდნენ: “დოიჩლანდ, დოიჩლანდ”, მაგრამ არგენტინელებს აშკარად ვერ გაუტოლდებოდნენ.

82-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან იოზილის პასის შემდეგ, კროოსმა ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ააცილა. 83-ე წუთზე, სტადიონზე არსებული დაცვის გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მოედანზე ნახევრადშიშველი მამაკაცი შევარდა, რომელიც ბრაზილიელმა სტიუარდებმა მალევე დააკავეს. მან გულშემატკივართა ტაში დაიმსახურა.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული ფინალში დამატებითი დრო მესამედ დაინიშნა. პირველივე წუთზე შიურლემ კარგი პოზიციიდან დაარტყა და რომერომ არგენტინელები გოლის გაშვებისგან იხსნა. 96-ე წუთზე, მარცხნიდან მარკოს როხოს საუცხოო გადაცემის მერე, როდრიგო პალასიო გერმანელთა კართან მარტო აღმოჩნდა, მაგრამ წინ გამოსულ ნოიერს თავს ზემოთ ბურთი უზუსტოდ გადაუგდო. არგენტინამ ანგარიშის გახსნის აშკარა შანსი ხელიდან გაუშვა.

113-ე წუთზე, მარცხნიდან შურლეს ჩამოწოდების მერე გიოტცემ ბურთი მკერდით გაისწორა და მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:0. ახლა უკვე გერმანელი ქომაგების ჯერი დადგა. გიოტცე კი, საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მატჩის შემდეგ, ვერცხლის მედლების მისაღებად მიმავალ არგენტინელებს გერმანელებმა კორიდორი გაუკეთეს. შემდეგ, უკვე თავად ოქროს მედლები ჩაიბარეს. ყველაფერი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, მაგრამ არგენტინელებს სხვისი ზეიმისთვის აღარ უყურებიათ და გასახდელში ჩავიდნენ.

გერმანია – არგენტინა 1:0 (0:0) დ.დ.

13 ივლისი. ბრაზილია. რიო დე ჟანეირო. სტადიონი “მარაკანა”. 74738 მაყურებელი.

გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, კრამერი (შურლე, 32), შვაინშტაიგერი, იოზილი (მერტეზაკერი, 120), კლოზე (გიოტცე, 87), მიულერი, ლამი (კ), კროოსი, ბოატენგი.

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.

არგენტინა: რომერო, გარაი, საბალეტა, ბილია, პერესი (გაგო, 86), იგუაინი (პალასიო, 78), მესი (კ), მასკერანო, დემიკელისი, როხო, ლავეცი (აგუერო, 46).

მთავარი მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია.

გოლი: 1:0 გიოტცე (113).

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (29), ჰიოვედესი (33), მასკერანო (64), აგუერო (65)

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046386