Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“კოპა დე მუნდო” შედგა
2014-07-15 12:05 | ნახვები: 189734
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

რამდენი ადამიანიცაა იმდენია აზრია, მაგრამ არაობიექტური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი შედგა. სამწუხაროდ, დრომ უცებ გაირბინა. ასეა, 4 წელი ელოდები მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ფორუმს და როგორც ბრაზილიელები უწოდებენ “კოპა დე მუნდო” ერთ თვეში მთავრდება.

თავად ის ფაქტი, რომ მუნდიალი ბრაზილიაში ჩატარდა, მრავლისმეტყველია. მის დაწყებამდე ხშირად საუბრობდნენ, რომ ქვეყანა ამხელა ფორუმის მასპინძლობისთვის მზად არ იყო. შესაძლოა, ორგანიზების მხრივ პატარ-პატარა პრობლემები მართლაც არსებობდა, მაგრამ საერთო ჯამში, ეს არაფერია იმასთან, რაც ასიათასობით ქომაგმა უშუალოდ საკუთარი თვალი იხილა, ხოლო მილიონობით – ტელევიზორით. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ზოგიერმა მატჩმა ამა თუ იმ ქვეყანაში ტელეაუდიტორიის რეკორდი მოხსნა.

ცხადია, ბრაზილიის მსოფლიო პირველობის მსგავსი მხოლოდ ბრაზილიაში თუ გამეორდება. მეორე “მარაკანა” ხომ არსადაა და არც მეორე “კოპაკაბანა”. იმის მსგავსი ატმოსფერო, რაც ოკეანის პლაჟზე არსებულ “ფიფა ფან ფესტში” სუფევდა, სხვაგან ნამდვილად არ იქნება. სხვაგან ხომ რიო დე ჟანეიროს მსგავსი ქალაქი არაა და არც “კოპაკაბანას” პლაჟი არსებობს. ზოგიერთი მატჩის დროს, “ფიფა ფან ფესტში” და მის ირგვლივ 60000-70000 ქომაგი იკრიბებოდა. აბა, კიდევ სად ჩავლენ არგენტინელი და ჩილელი ქომაგები თავის ჯამ-ჭურჭელით და ავტომანქანებში იცხოვრებენ.

ჩემპიონატმა სანახაობრივი თვალსაზრისითაც გაამართლა. მოსაწყენი და რიგითი თამაში ფაქტობრივად არ ჩატარებულა. სხვათა შორის, ამას პრაქტიკულად ყველა გუნდის მწვრთნელი აღნიშნავდა. რამდენიმე პაექრობა კი მართლაც ტოპ-კლასის იყო.

ამასთანავე, ბრაზილია-2014 ისტორიული მუნდიალიც აღმოჩნდა. აქამდე, ევროპულ გუნდს სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო თასი არ მოეგო და ეს გერმანელებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ “ბერლინის კედლის” დანგრევის შემდეგ, გაერთიანებული გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე პირველად გაიმარჯვა. მანამდე, 1996 წელს ოქროს მედლები ევროპის პირველობაზე მოიპოვა. ვერავინ იტყვის, რომ გერმანია ღირსეული ჩემპიონი არაა. 2004 წლის ევროპის პირველობაზე წარუმატებლობის შემდეგ, გერმანელებმა საქმისადმი მიდგომა შეცვალეს და “მოსავალიც მოიმკეს”. ამ გუნდმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველაზე დაბალანსებული კოლექტივის შთაბეჭდილება დატოვა.

მართალია, იოაჰიმ ლიოვმა თქვა, რომ თარიღების არ სჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიამ მეოთხედ თასი ბოლო წარმატებიდან 24 წლის მერე მოიგო. ასევე, იყო ბრაზილია 1994 წელს და იტალია 2006 წელს. გერმანელები მსოფლიო პირველობებზე გამარჯვებებით იტალიას გაუტოლდნენ, ხოლო ბრაზილიას ერთი თასით ჩამორჩებიან. მიროსლავ კლოზე კი, მუნდიალების ისტორიაში 16 გოლითა საუკეთესო ბომბარდირი გახდა და “ფენომენ” რონალდოს რეკორდი ბრაზილიაში გააუმჯობესა.

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა მოხდა. აქამდე, 1/2-ფინალში 1:7 არცერთ გუნდს წაეგო და ეს ტურნირის მასპინძელმა ბრაზილიამ “მოახერხა”. მანამდე, ბრაზილიელებისთვის 1998 წელს საფრანგეთთან ფინალში 0:3 მარცხი ყველაზე “მტკივნეული” იყო. ბრაზილიურ ფეხბურთში რომ ყველაფერი კარგად არაა, ეს განვლილმა მუნდიალმაც გამოაჩინა. სხვათა შორის, ბრაზილიას ბრინჯაოს მედლები ორჯერ მოეგო და ახლა, მე-3 ადგილისთვის მატჩში პირველად დამარცხდა. ტურნირის მასპინძლებს სანუგეშოდ ისღა დარჩათ, რომ ბრაზილიაში ჩემპიონი არგენტინა არ გახდა. ეს ნამდვილად “საკონტოლო გასროლა” იქნებოდა. ფინალში ბრაზილიელთა აბსოლუტური უმრავლესობა ხომ არგენტინას გულშემატკივრობდა. ბევრი მათგანი სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ფლამენგოს” შავ-წითელი მაისურებით მივიდა. ეს ფერები ხომ გერმანიის დროშაზეა გამოსახული.

სამაგიეროდ ჰოლანდიელებს მე-3 ადგილი არასოდეს აეღოთ და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებულ სამ “ვერცხლს” ბრინჯაოც მიამატეს. თავის მხრივ, ლუის ვან გაალმა მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და აჩვენა, რომ ახალგაზრდების აღმომჩენი მხოლოდ საკლუბო დონეზე არაა. ჰოლანდიამ მართლაც სიმპათიური შთაბეჭდილება დატოვა და ფინალში რომ გასულიყო, ვინ იცის, არიენ რობენს ჩემპიოანტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ხელიც გამოეკრა.

საუკეთესო კი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ოთხ “ოქროს ბურთს”, კიდევ ერთი მიამატა, ოღონდ მსოფლიო ჩემპიონატის. აქვე გეტყვით, რომ 1986 წლის შემდეგ, რაც მექსიკაში საუკეთესოდ მარადონა აღიარეს, არგენტინელ ფეხბურთესლს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მესი მარადონა ნამდვილად არაა, მაგრამ ამ პრიზს მართლაც იმსახურებდა. მისი საუცხოო თამაში რომ არა, ნაკლებად სავარაუდოა, არგენტინას ფინალში გაეღწია, ბუნებრივია, ვერც მთავარ მწვრთნელ ალეხანდრო საბელიას დაუკარგავთ გაწეულ ამაგს. ცხადია, ეს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საქმეა, მაგრამ საბელია ნაკრებიდან გაშვება ნამდვილად არ იქნება მათთვის სასურველი. არგენტინამ ფინალიც მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველ ტაიმში გონსალო იგუაინს, ხოლო დამატებით დროში როდრიგო პალასიიოს რეალური საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, ვინ იცის, საბოლოოდ თასი ვის დარჩებოდა.

მესის საუკეთესოდ აღიარება დიდად არ გახარებია, მოწყენილი სახით იდგა პრიზის მიღების დროს ნომერ პირველ მეკარედ დასახელებული გერმანელი მანუელ ნოიერის გვერდით. “ვერცხლის” მედალიც მალევე მოიხსნა.

აქამდე, კოლუმბიელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი არასოდეს ყოფილა და ხსენებული პრიზი ხამეს როდრიგესმა ჩაიბარა. მან ისევე როგორც კოლუმბიის ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოლუმბიური ფეხბურთის “იმედმა” მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, მაგრამ ყველაზე ლამაზი გოლი ურუგვაისთან 1/8-ფინალში გაიტანა. ალბათ, ეს გოლი განვლილ ჩემპიონატში ყველას სჯობდა.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ჯერ სტარტზე 1:5 არასოდეს წაეგო და ესპანელებმა ასეთი ფიასკო ჰოლანდიასთან იწვნიეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში დომინანტი “ფურია როხა” ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ჩემპიონატზე სენსაცია მოახდინა კოსტა-რიკამ, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ჯგუფში მუნდიალების ორი უწინდელი გამარჯვებული დატოვა და 1/4-ფინალამდე გააღწია, სადაც ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში წააგო.

ხშირად საუბრობენ რომელი საფეხბურთო სკოლაა უპირატესი ევროპული თუ სამხრეთამერიკული. ევროპელებიდან და სამხრეთამერიკელებიდან ზედიზედ ორჯერ თასი, იტალიელებსა და ბრაზილიელებს აუღიათ. განვლილ მუნდიალზე მიჯრით მესამედ მოხდა, რომ ოქროს მედლები ევროპელებმა აიღეს. გასათვალისწინებელია, რომ 2006 წელს გერმანიაში და 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში წმინდა ევროპული ფინალები შედგა. სამხრეთამერიკელებმა თავი მხოლოდ იმით შეუძლიათ ინუგეშონ, რომ 2014 წელს, ფინალში წარმომადგენელი მაინც ჰყავდათ.

ნიშანდობლია, რომ ფინალის საპატიო სტუმრებს შორის “ფეხბურთის მეფედ” წოდებული პელე არ იყო და არც მარადონა. თუ “დონ დიეგო” სტადიონზე გულშემატკივრებთან იჯდა, პელე საერთოდ იყო თუ არა მატჩზე. ამაზე აქცენტი არავის გაუკეთებია. გასაგებია, რომ საკუთარ ქვეყანაში ის სტუმარი არაა, მაგრამ თამაშამდე პრესცენტრში დარიგებულ სიაში, საპატიო სტუმრებს შორის მისი გვარი არ ფიგურირებდა. საერთოდ, ბრაზილიაში ყოფნისას, ადგილობრივი ტელეარხების ყურებისას თუ პრესის თვალიერებისას, პელეს კომენტარისთვის თვალი იშვიათად მომიკრავს. ვერ გეტყვით, ეს რას მივაწეროთ. ფაქტია, რომ მუნდიალის დაწყებამდე, პელე ბრაზილიის “ელჩი” იყო და მთელი მსოფლიო შემოიარა.

ვიპ-ლოჟა ვახსენე და საგულისხმოა, რომ მატჩის მსვლელობისას “მარაკანაზე” დამონტაჟებულ ოთხ დიდ ეკრანზე, საპატიო სტუმრები ერთხელაც არ უჩვენებიათ. მთელი აქცენტი ფეხბურთზე იყო გადატანილი. მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალის დროს აჩვენეს ანგელა მერკელი და ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, რომელსაც ბრაზილიელებმა ერთხმად უსტვინეს.

ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი ასევე საუცხოო აღმოჩნდა. შოუ თვალსასეირო აღმოჩნდა და შაკირამ, კარლოს სანტანამ, კარლინოს ბრაუნმა, ალეშანდრე პერესმა, ივეტე სანგალო, ჯინ ვიკლიფმა მოვალეობას თავი საუცხოო გაართვეს. ხსენებული ცერემონიალისთვის დაწერილი საგანგებო სიმღერის გარდა, ტრადიციული ბრაზილიური სიმღერები და საცეკვაო ნომრები შესრულდა.

ჩემპიონატის მეორე დღეს რიო დე ჟანეირო ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. გაზეთები პირველი გვერდები გერმანიის ნაკრების ტრიუმფის შესახებ იუწყებოდნენ. ტურისტების ნაწილი ქალაქის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდა და სუვენირებს იძენდა, მეორე ნაწილის ფინალის შემდეგ შინისკენ გზას გაუყვა. “კოპაკაბანაზეც” ხალხი ისე მრავლად აღაარაა და არგენტინელებიც ბარგს ალაგებდნენ სამშობლოში დასაბრუნებლად.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება, ოთხწლეულის ათვლა უკვე დაიწყო.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორსპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.053625