Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მსოფლიო ჩემპიონატის უცნაური ფსონები ქართულ ტოტალიზატორებში!
2014-07-17 20:58 | ნახვები: 10520
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი სპორტული მოვლენაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისთვის მთელი პლანეტა საგანგებოდ ემზადება. ერთი თვის განმავლობაში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს, მუნდიალით ისინიც კი ინტერესდებიან, ვინც მანამდე მის მიმართ გულგრილი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადებიან, როგორც ტოტალიზატორები ასევე მათი მომხმარებლებიც. გასაკვირი როდია, რომ სწორედ ამ პერიოდში კეთდება ყველაზე მეტი ფსონი და საბუქმეიკერო კანტორებიც უამრავი ვარიაციის საშუალებას აძლევენ თავიანთ მომხმარებლებს.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ტოტალიზატორებმა უამრავი საინტერესო ფსონი შესთავაზეს მოთამაშეებს. ერთ-ერთი მათგანი იყო, უკბენდა თუ არა ლუის სუარესი მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელს?

იყო შემთხვევებიც, როდესაც მოთამაშეებმა ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ზუსტი შედეგი (1:7) და ერთ-ერთი გოლის გამტანად სამი ხედირას ვინაობა გამოიცნეს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამ კომბინაციაზე 20 დოლარი დადო და 46 ათასი დოლარი მოიგო. როგორც გაირკვა, მსოფლიოს მასშტაბით ბრაზილიისა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართული შეხვედრის ზუსტი შედეგი რვა ადამიანმა გამოიცნო.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა სპეციალურ შემოთავაზებებს სთავაზობდნენ ქართული ტოტალიზატორები თავიანთ მომხმარებლებს და ქართული ტოტალიზატორების შემოთავაზებულ ფსონებს გადავხედეთ. საინტერესო ფსონებს Europe-bet -ზე მალევე წავაწყდით. მაგალითისთვის, აღნიშნული ტოტალიზატორი ტურნირის ფინალურ მატჩზე შემდეგ სპეციალურ შემოთავაზებებს გვთავაზობდა:

რამდენჯერ იქნება ფეხბურთელი გაყვანილი საკაცით? 1.5-ზე მეტი ან ნაკლები

რომელი გუნდი მოარტყამს ძელს/ხარიხას პირველი?

რამდენი ჯარიმის დროს გამოიყენებს მსაჯი სპეციალურ ქაფს? 6.5 მეტი ან ნაკლები

გადახტება თუ არა გულშემატკივარი მოედანზე? კი/არა

ჩვენ დავუკავშირდით Europe-bet -ს, რათა გაგვერკვია, თუ რამდენად აქტიუროდბნენ ასეთ შემოთავაზებებზე ქართველი მომხმარებლები. აღმოჩნდა, რომ აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო და რაც მთავარია, მოთამაშეები იგებდნენ.

ასე მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა „რამდენჯერ იქნება ფეხბურთელი გაყვანილი საკაცით?“ - აღნიშნულ პოზიციაზე დააფიქსირა „1.5-ზე ნაკლები“, 5 000 ლარის განთავსების შედეგად 8 000 ლარის მფლობელი გახდა.

„რომელი გუნდი მოარტყამს ძელს/ხარიხას პირველი?“ - ფინალურ მატჩზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ამას პირველი გერმანიის ნაკრები გააკეთებდა, რაც გამართლდა კიდეც.

იმავე მატჩზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ფსონზე „რამდენი ჯარიმის დროს გამოიყენებს მსაჯი სპეციალურ ქაფს?“ - „6.5 და მეტი“ დააფიქსირა, რაც ასევე წარმატებული ფსონი აღმოჩნდა.

Europe-bet-ი ფინალურ მატჩზე კიდევ ერთ საინტერესო ფსონს გვთავაზობდა: „გადახტება თუ არა გულშემატკივარი მოედანზე?“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გულშემატკივარი გადახტებოდა მოედანზე, რასაც კოეფიციენტი ჰქონდა 30.00. მართალია, აღნიშნული ფაქტი კადრში არ მოხვდა, თუმცა ქომაგი მართლაც გადავიდა მოედანზე. შესაბამისად, მომხმარებელმა 500 ლარით 15 000 ლარი მოიგო.

ასეთი იყო, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ქართული სპეციალური ფსონების მოკლე მიმოხილვა. მალე ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება და ვნახოთ რამდენად გაგვანებივრებენ მსგავსი სპეციალური შემოთავაზებებით ქართული და უცხოური ტოტალიზატორები.

R


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.058733