Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლევან კობიაშვილი: "მთლიანობაში ამ მუნდიალს თუ ავიღებთ, გერმანელები იმსახურებენ ჩემპიონობას"
2014-07-12 20:10 | ნახვები: 3664
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიოს ჩემპიონატი, ფინალისწინა ამბები, მესუთ იოზილი, მანუელ ნოიერი და ასე შემდეგ – ლევან კობიაშვილს "მსოფლიო სპორტი" ამჯერად უცხოურ ფეხბურთზე ესაუბრა. რამდენიმე დღეში კი "კობისთან" ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც საუბარი უკვე ჩვენს გაჭირვებულ ქართულ ფეხბურთზე იქნება.

მუნდიალის ფინალში კი ლევანი გერმანიას გულშემატკივრობს და ფიქრობს, რომ ჩემპიონობას იოაჰიმ ლიოვის გუნდი უფრო იმსახურებს:

ლევან კობიაშვილი: “მთლიანობაში ამ მუნდიალს თუ ავიღებთ, გერმანელები იმსახურებენ ჩემპიონობას. ეს იქნებოდა იმ დიდი გზის დაფასება, რაც ამ ნაკრებმა გაიარა ბოლო 12 წლის განმავლობაში. ზედიზედ 4-ჯერ ნახევარფინალში გავიდნენ, ფინალშიც იყვნენ და სულ ცოტა აკლდებოდათ საბოლოო ტრიუმფამდე. გერმანია საუკეთესო თამაშს აჩვენებს ამ ჩემპიონატზე”.

- თქვენი აზრით, ფინალში რამ შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი?

- ვნახოთ, როგორი იქნება თამაშის სცენარი. კონტიგენტით კი, გერმანიასა და არგენტინას შორის რა განსხვავებაცაა, ყველა ხედავს: არგენტინას ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ყველანი განსაკუთრებულს ლეო მესისგან ელიან. სამხრეთამერიკელები თუ მოიგებენ, ეს იმ შემთხვევაში, თუ მესი საოცრად ითამაშებს. სხვაგვარად ცოტა წარმოუდგენელია. გერმანიის ნაკრებში კი ყველას შეუძლია, ამა თუ იმ მომენტში წარმოაჩინოს თავი.

- გვახსოვს, მუნდიალის დაწყებამდე ჩვენთან საუბრისას, გერმანიის ნაკრების საჩემპიონო შანსებს ცოტა სკეპტიკურად უყურებდით.

- იყო არაერთი მიზეზი. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (მარკო როისი) დაუშავდა; სამი ხედირას ტრავმა ჰქონდა და ბევრი გაუცდა; არც ბასტიან შვაინშტაიგერს ჰქონდა საუკეთესო სეზონი; ფილიპ ლამიც, ვერ იყვნენ ჩამოყალიბებულნი, საყრდენად დაეყენებინათ თუ ფლანგელ მცველად. იყო პრობლემები, რაც მაფიქრებინებდა, რომ გერმანიას საუკეთესო ჩემპიონატს ვერ ჩაატარებდა. თანაც, ესპანეთს ვქომაგობდი და მინდოდა, რომ მათ კიდევ ერთხელ მოეგოთ ჩემპიონობა.

- ესპანეთს, როგორც ვიცით, ბავშვობიდან გულშემატკივრობთ.

- დიახ. მაშინაც კი, როცა მაქსიმუმ მეოთხედფინალში გადიოდნენ. საერთოდ, ესპანური ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა.

- რატომ მოხდა, რომ კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბში ვერ გადახვედით? არ გქონდათ წინადადებები?

- სულ ვამბობდი, რომ სადაც არ მინდოდა თამაში, ეს გერმანიის ჩემპიონატი იყო, ხოლო სადაც ყველაზე ძალიან მინდოდა, იყო ესპანეთის პრიმერა დივიზიონი. თუმცა, ასე აეწყო კარიერა.

- თქვენს ყოფილ თანაგუნდელ მანუელ ნოიერზე: სხვათა შორის, ერთ-ერთმა გამოცემამ მუნდიალის მერვედფინალის სიმბოლურ ნაკრებში, ნოიერი... ცენტრალურ მცველად დააყენა. "შალკეშიც" ხშირად უწევდა გული საჯარიმოს გარეთ?

- დიახ. ვარჯიშებზე ბევრჯერ წინ უთამაშია და საკმაოდ კარგადაც. ასეთ დროს რისკი ყოველთვის არსებობს, შეცდომებიც დაუშვია ამის გამო, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ნოიერი მშვენივრად თამაშობს.

- მესუთ იოზილი 17 წლისა იყო, "შალკეში" რომ მიიყვანეს. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა?

- აშკარად, პირველივე ვარჯიშზე... არანაირი რიდი, არანაირი წნეხი.

- არგენტინის ნაკრებზე რას იტყვით? მათგან უფრო ლამაზ ფეხბურთს ხომ არ ელოდით ამ მუნდიალზე?

- იყო მომენტები, როცა მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი, მათი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩებოდი. მაგალითად, შვეიცარიასთან დამატებითი დროის ბოლო წუთებზე მხოლოდ დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ჰოლანდიასთან ნახევარფინალში ცოტა სხვაგვარად იმოქმედეს, უფრო აქტიურნი იყვნენ წინ. ეს უკვე ისეთი თემაა, რომელზეც ხელაღებით ვერ იტყვი, თუ როგორ უნდა ეთამაშა: ის ითამაშეს, რაც აწყობდათ და რამაც შედეგი მოუტანათ.

- ვის დაასახელებდით მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად? მართალია, დიდწილად ფინალი გადაწყვეტს, მაგრამ აქამდე ჩატარებული მატჩების მიხედვით ვის მიაკუთვნებდით?

- ბევრი შეიძლება ჩამოითვალოს. ჰოლანდიიდან არიენ რობენი, ბრაზილიიდან ნეიმარი, კოლუმბიიდან ხამეს როდრიგესი, არგენტინიდან ლეო მესი. აი, სწორედ ესაა საქმე, რომ გერმანელი არ გვითქვამს, მაგრამ სწორედ ამაშია მათი ძალაც. ყველა ნაკრებს ჰყავდა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, გერმანიას კი ასეთი რამდენიმე ჰყავს. ტონი კროოსი, ტომას მიულერი, ფილიპ ლამი და ასე შემდეგ... გერმანული Kicker-ი რომ შეფასებებს წერს და საუკეთესო ქულა 1-იანია, ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ბევრ ფეხბურთელს 1-იანს დავუწერდი, ზოგს კი 1,5-ს. საოცრად ითამაშეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042046