Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისლანდია დიდ სენსაციასთან ძალიან ახლოსაა...
2016-06-22 02:00 | ნახვები: 6183
ice.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ის F ჯგუფის ბოლო ტურის მეორე შეხვედრა “სტად დე ფრანსზე” შედგება, სადაც ერთმანეთს ისლანდიისა და ავსტრიის ნაკრები დაუპირისპირდებიან.

რა შედეგითაც არ უნდა მორჩეს დღევანდელი მატჩი, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლანდიის ნაკრები დებიუტანტის ფონზე ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად გამოვიდა და პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულა, ხოლო თუ ქულის აღებას მოახერხებს მინიმუმ მესამე ადგილზე გავა და ფლეი-ოფში ითამაშებს, რაც ამ პატარა, კუნძულოვანი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება იქნება.

პორტუგალიასთან ნათამაშებ ხმაურიან ფრეს, უნგრეთთან ჩატარებული მშვენიერი მატჩი მოჰყვა და კუნძულელებს სულ ცოტა ხანი დააკლდათ, რომ კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვება ეზეიმათ.

ლარს ლაგერბეკი დიდი ალბათობით სასტარტო თერთმეტეულს არ შეცვლის და იმ მოთამაშეებს დაეყრდნობა, რომელთაც წინა მატჩში ენდო. კუნძულელებს დისკვალიფიკაციის გამო ალფრედ ფინბოგასონი ვერ დაეხმარება, რომელიც წინა მატჩებში შეცვლაზე შემოდიოდა.

ავსტრიის ნაკრებმა პირველ ტურში კატასტროფული შედეგი აჩვენა, თუმცა მეორე მატჩში პორტუგალიასთან კარგ შედეგს მიაღწია და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ მარსელ კოლერის შეგირდები ისლანდიას მოუგებენ, ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ. ასე რომ, ამ მატჩშიც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

ავსტრიელთა შემადგენლობაში საეჭვოა ზლატკო იუნუზოვიჩის თამაში, რომელიც უნგრეთთან მატჩში დაშავდა და პორტუგალიასთან შეხვედრა გამოტოვა. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია მოიხადა და გუნდს დაუბრუნდა დრაგოვიჩი, რომელიც სავარაუდოდ სასტარტოს დაუბრუნდება და პრიოდლი კვლავ თადარიგში გადაინაცვლებს.

ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრილან, საიდანაც 2 მატჩი ფრედ დასრულდა და 1 შემთხვევაში ავსტრიამ იმარჯვა.

ისლანდია – ავსტრია

22 ივნისი, 20:00

სენ-დენი, “სტად დე ფრანსი”

სავარაუდო შემადგენლობები

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, არნასონი, რ.სიგურდსონი, სევარსონი, სკულასონი, გ.სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი, გუდმონდსონი, ბოდვარსონი, სიგტორსონი.
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი

ავსტრია (4-2-3-1):Bალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუჩსი, კლეინი, ილსანკერი, ბაუმგარტლინგერი, ალაბა, საბიცერი, არნაუტოვიჩი, ჰარნიკი.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04377