Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მოქმედი ჩემპიონი და გაუტეხელი ჩეხეთი
2016-06-12 22:00 | ნახვები: 6243
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

13 ივნისს ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორი ესპანეთი იწყებს... რა თქმა უნდა, “ფურია როხა” კვლავაც ერთ-ერთი ფავორიტია. ბევრი სკეპტიკურად უყურებს მათ შანსებს და ორ ფაქტორს იშველიებენ: 1. ფეხბურთელები გადაღლილები ეყოლებათ, რადგან გადატვირთული საკლუბო სეზონი ჰქონდათ; 2. ისეთი ვარსკვლავური კრებული აღარ ჰყავთ, როგორც 2008-2012 წლებში.

ესპანეთი ჩეხეთთან მატჩით იწყებს. საბედნიეროდ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი წაგებით ეგებება ევროპის ჩემპიონატს. საბედნიეროდ იმიტომ, რომ მათი გამამწარებელი საქართველოს ნაკრებია: ჩვენებმა ხომ 7 ივნისს ამხანაგურში, “ხეტაფეს” სტადიონზე 1:0 მოიგეს.

პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ მატჩის წინ ესპანელ მეგობრებთან დიდი ხნით საუბრის დრო არ ექნება: “ჩემი მეგობრები არიან ასპილიკუეტა, ფაბრეგასი და ბელერინი, მაგრამ როგორც წესი, თამაშის წინ ყველაფერი მავიწყდება და უბრალოდ, მოგებაზე ვფიქრობ. ერთმანეთს გამოველაპარაკებით, ესაა და ეს”.

ალვარო მორატა: “ესპანეთის ახალგაზრდულ თაობას ასაკობრივ ნაკრებებში ყველაფერი მოგებული გვაქვს. მე, ასპილიკუეტას, სან ხოსეს, ტიაგო ალკანტარას, კოკესა და ბარტრას ახალი მიზნები გვაქვს: ევროპის ჩემპიონობა ეროვნული ნაკრების სახელით. წინამორბედმა თაობამ ესპანეთს ფანტასტიკური გამარჯვებები მოუტანა, ახლა ჩვენც უნდა ავუწყვოთ ფეხი. ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს”.

ჩეხების 10 ნომერი ტომაშ როსიცკი ამბობს, ახლაც ისევე მსიამოვნებს თამაში, როგორც 18-20 წლის ასაკშიო. როსიცკი 35 წლისაა და ნაკრებში 102 მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი კი 23-ჯერ გაიტანა.

ჩეხეთსაც სადღა ჰყავს ისეთი შემადგენლობა, თვალს რომ სჭრიდა. როსიცკი ის როსიცკი აღარაა, აღარ თამაშობენ იან კოლერი, მილან ბაროში და რაც მთავარია, პაველ ნედვედი. ნაკრების ვარსკვლავი, რა თქმაუნდა, მეკარე პეტრ ჩეხია.

პაველ ვრბას გუნდის მძლავრი იარაღი სწრაფი კონტრშეტევებია: დოჩკალი და კრეიჩი ფლანგებზე საკმაოდ კარგად თამაშობენ, წინ აქტიურად ერთვებიან ფლანგის მცველებიც.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ესპანეთი და ჩეხეთი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან სამჯერ “ფურია როხამ” მოიგო, ხოლო ერთხელ ფრე აღინიშნა. ოთხივე ეს მატჩი შესარჩევისა იყო: 1998 წლის მუნდიალის შესარჩევში პრაღაში 0:0 ითამაშეს, ვალიადოლიდში კი ესპანელებმა 1:0 იმარჯვეს. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში კი იბერიელებმა სტუმრად 2:0 იმარჯვეს, შინ კი – 2:1.

და კიდევ, ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩეხები ევროპის ჩემპიონატებზე გაცილებით მძლავრად თამაშობენ, ვიდრე მუნდიალებზე. აღარაფერს ვამბობთ მანამდელ ჩეხოსლოვაკიაზე, რომელიც 1976 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. 1996 წელს კი ჩეხეთი ფინალში გავიდა გერმანიას უგებდა, საბოლოოდ კი 1:2 წააგო. ვინ ელოდა მაშინ ჩეხებისგან ფინალში გაღწევას? თითქმის არავინ.

2004 წელსაც, ბევრის აზრით, საუკეთესო ნაკრები ჰყავდათ, ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდნენ და იქ საბერძნეთთან წააგეს დამატებით დროში. წააგებდნენ კი, ნედვედი რომ არ დამტვრეულიყო?

მოკლედ, ვარსკვლავური შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ ჩეხეთი ტრადიციულად ძლიერი ნაკრებია. არ გვახსოვს, ჩეხები რომელიმე დიდ ტურნირზე შერცხვენილიყვნენ, გაუტეხელი ნაკრებია და ხშირ შემთხვევაში იმაზე უკეთ თამაშობენ, ვიდრე ამას სპეციალისტები ელიან.

13 ივნისი. 17:00. ტულუზი. “მუნისიპალი”

ესპანეთი-ჩეხეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: კასილიასი – ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი – სილვა, ნოლიტო, მორატა

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ჩეხეთი: ჩეხი – კადერაბეკი, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი – დარიდა, პაველკა – როსიცკი, კრეიჩი, დოჩკალი – ნეციდი

მწვრთნელი: პაველ ვრბა

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050228