Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რეაბილიტაციის მოლოდინში
2016-06-18 12:31 | ნახვები: 5604
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური “პარკ დე პრენსზე” დასრულდება, სადაც პორტუგალიის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება.

პირველ ტურში ორივე ნაკრებმა საკუთარ ქომაგს იმედი გაუცრუა. ამიტომაც, დღეს ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ სასურველი შედეგი აჩვენონ და პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობა ყველას დაავიწყონ, რაც ძალიან საინტერესო თამაში წინაპირობაა.

პორტუგალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფერნანდუ სანტუშს ძალიან ბევრი აკრიტიკებს და არც თუ უსაფუძვლოდ. რბილად რომ ვთქვათ, პირველ მატჩში საკმაოდ მოულოდნელი შემადგენლობით ითამაშა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ამიტომაც, დიდი ალბათობით “ლუზიტანთა” რიგებში რამდენიმე ცვლილება იქნება. სავარაუდოა, რომ რიკარდო კარვალიოს ნაცვლად ჟოზე ფონტე, ვეირინიას ნაცვლად სედრიკი, ხოლო დანილო პერეირას ნაცვლად, უილიამ კარვალიო ან რენატო სანჩესი გამოჩნდეს, თუმცა ეს მხოლოდ პრესაში გავრცელებული ჭორებია და დანარჩენს დღეს დავინახავთ. ტრავმა მოიშუშა რიკარდო კვარეზმამ და დიდი შანსია, რომ ძირითადში გამოჩნდეს.

პირველ მატჩის ჩაგდების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა იქნება კრიშტიანო რონალდუზე, რომელზეც რასაკვირველია ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. პორტუგალიელებს არანაირი დანაკლისი არ აქვთ.

ავსტრიის ნაკრები წინა ტურის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა. მარსელ კოლერის შეგირდებისგან ძალიან ბევრს მოელოდნენ და უნგრეთთან მატჩის წინ აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა “მადიარელებთან” დაიჩაგრნენ და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან. იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიელები დღეს დამარცხდებიან, ჯგუფიდან გასვლის შანსს ძალიან შეიმცირებენ, ამიტომაც გაათმაგებული ენერგიით მოუწევთ თამაში. ისინი ტრავმის გამო ზლატკო იუნუზოვიჩს მოისაკლისებენ, რომელიც წინა მატჩში დაშავდა.

პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 2-ჯერ “ლუზიტანებმა” იმარჯვეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა და 3-ჯერ ავსტრიას დარჩა გამარჯვება.

პორტუგალიის ბოლო მატჩები:

14.06.2016 პორტუგალია – ისლანდია 1:1

08.06.2016 პორტუგალია–ესტონეთი 7:0

02.06.2016 ინგლისი–პორტუგალია 1:0

29.05.2016 პორტუგალია–ნორვეგია 3:0

29.03.2016 პორტუგალია–ბელგია 2:1

25.03.2016 პორტუგალია–ბულგარეთი 0:1

ავსტრიის უკანასკნელი მატჩები:

14.06.2016 ავსტრია – უნგრეთი 0:2

04.06.2016 ავსტრია–ჰოლანდია 0:2

31.05.2016 ავსტრია–მალტა 2:1

29.03.2016 ავსტრია–თურქეთი 1:2

26.03.2016 ავტრია–ალბანეთი 2:1

17.11.2015 ავსტრია–შვეიცარია 1:2

ბ>

პორტუგალია – ავსტრია

18 ივნისი, 23:00

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, ფონტე, პეპე, გერეირო, სედრიკი, უ.კარვალიო, გომეში, მოუტინიო, კვარეზმა, ნანი, რონალდუ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ავსტრია (4-2-3-1): ალმერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი, ფუჩსი, ბაუმგარტლინგერი, ალაბა, ჰარნიკი, არნაუტოვიჩი, საბიტცერი, იანკო.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.064272