Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რუმინეთი – ალბანეთი: ისტორიაში შესასვლელად
2016-06-19 13:51 | ნახვები: 6732
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

A ჯგუფში საფრანგეთი – შვეიცარიის მატჩის პარალელურად ლიონში, რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შანსი ორივეს აქვს – ეს განსაკუთრებით, ვლახებზე ითქმის, რომელთაც აქტივში ერთი ქულაა, თუმცა ორივე გუნდს მხოლოდ მოგება თუ დააკმაყოფილებს.

ამიტომაც იყო, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ ერთი მინიშნებით ისაუბრა, რომელიც 3 ქულას ეხებოდა. რუმინელთა თავკაცი ანგელ იორდანესკუ დღეს ნაკრებს მეასეჯერ დამოძღვრავს და ალბათ, მისი ფეხბურთელები გამარჯვებაზე უკეთეს საჩუქარს ვერ გაუკეთებენ. რუმინელთა შორის საეჭვოა რაცის, პინცილისა და ფილიპის თამაში, თუმცა ბოლო ინფორმაციით, მათ მოედანზე მაინც ვიხილავთ. რაც შეეხება ალბანეთს, ჯანი დე ბიაზი დღეს წამყვან ნახევარმცველ ბურიმ კუკელის მოისაკლისებს, რომელსაც ზედმეტი ყვითელი ბარათები დაუგროვდა. სხვათა შორის, იტალიელმა სპეციალისტმა დაიწუწუნა, ჩემი შეგირდები ბევრ მომენტებს აცუდებენ და ასე არ შეიძლებაო. პრინციპში ჯანი მართალია და ვერ შევედავებით – ალბანეთს დღეს მხოლოდ მოგება სჭირდება და თუ ასე მოხდა, მაშინ მას მესამე ადგილზე ვიხილავთ და დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში შექმნილ სიტუაციაზე. მოკლედ, ალბანეთს შანსი ჯერ კიდევ აქვს და ვნახოთ.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს – იგი სულ 16 მატჩს იტევს და რუმინეთი საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 11 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. ბოლო რვა თამაშში კი დღევანდელ მეტოქესთან საერთოდ არ წაუგია – 6 მოგება, 2 ფრე. ასე, რომ ალბანეთს რუმინეთის სახით ერთობ უხერხული მეტოქე ჰყავს, მაგრამ ვინ იცის, ასეთი ისტორიული წარმატების შესაძლებლობა კიდევ როდის მიეცემათ ალბანელ ფეხბურთელებს...

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს შესანიშნავი შანსია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ჩემთვის საიუბილეო თამაში? – ეს მეორეხარისხოვანია. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

რუმინულ ფეხბურთს ბოლო წლები კარგი არ ჰქონია და ჩინებული შანსი გვაქვს, რომ ისტორიაში შევიდეთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იქნება. ამისათვის საჭიროა მთელი თამაში კონცენტრაცია არ დავკარგოთ და მაქსიმალურად შევეცადოდ, რომ ენერგია უაზროდ არ დავხარჯოთ. ბიჭებმა იციან, რომ მოედანზე ყველაფერი უნდა გაიღონ დადებითი შედეგისთვის”.

ჯანი დე ბიაზი (ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩემმა ფეხბურთელებმა აქამდე ბევრი კარგი რამ აჩვენეს, თუმცა არ გაგვიმართლა და ჩვენივე შეცდომების გამო დავმარცხდით. ბიჭებს ვუთხარი: თუ გინდათ შემდეგ ეტაპზე გასვლა, მომენტები უნდა გამოიყენოთ – მთელი თამაში ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ მოვადუნოთ.

რუმინეთი მეორე სართულზე ძალიან ძლიერია და დაცვაშიც კარგად თამაშობს. თუმცა, ჩვენ ამ მატჩისთვის მოვემზადეთ და მოსაგებად მზად ვართ. დღეს ასეთ სიტუაციაში ვართ – ან გავარდებით, ან შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად”.

სავარაუდო შემადგენლობა

რუმინეთი – ალბანეთი

ლიონი, “სტად დე ლიონი”

19 ივნისი, 23:00 საათი

რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორე, რაცი; პრეპელიცა, ჰობანი; ტორჟე, სტანჩუ, სტანკუ; ალიბეკი

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

ალბანეთი (4-5-1): ბერიშა; ჰისაი, სანა, მავრაი, აგოლი; ლილა, ჯაკა, კაჩე, აბრაში, ლენიანი; სადიკუ

მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044752