ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ედენ აზარმა 28 ივნისს გუნდის ვარჯიში გამოტოვა. როგორც "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა განაცხადა, ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს გადის.
"ვფიქრობ, აზარი გუნდს დაუბრუნდება. იგი ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ყველაფერი კარგად მიდის და მომავალი შევხედრისთვის 100%-ით მზად უნდა იყოს." - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს goal-ი.
ბელგიელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უელსის ეროვნულ ნაკრებს პირველ ივლისს დაუპირისპირდებიან. ნაკრების კაპიტანმა ევრო 2016-ზე 4 მატჩი ჩაატარა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და მეოთხდფინალში უნგრეთთან მოგებულ (4:0) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია