Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შანსი სლოვაკებისთვის
2016-06-15 12:40 | ნახვები: 6048
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

რუსეთის ნაკრებმა პირველ ტურში პატარა გმირობა ჩაიდინა, როცა ინგლისთან, ფაქტობრივად, წაგებულ მატჩში მეორე დამატებულ წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ვასილი ბერეზუცკის თავურს ბრიტანელებმა ვერაფერი მოუხერხეს. სლოვაკებთან შეხვედრის წინ რუსთა ბანაკში მშვიდობაა, ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. ერთი დანაკლისი მეკარე იური ლოდიგინია, რომელსაც წელი სტკივა, თუმცა მთავარი კარის დარაჯი იგორ აკინფეევი მშვენივრად გრძნობს თავს.

ერთგვარ დისკომფორტს რუსებისთვის ალბათ მათი “გულშემატკივრების” ქცევა იწვევს. ინგლისელებთან მატჩის შემდეგ ჩხუბისთვის უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასევროიანი ჯარიმა და პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა. თუ მსაგავსი განმეორდა, სლუცკის გუნდი შესაძლოა, საერთოდ მოხსნან ტურნირიდან. მაგრამ, ეტყობა რუსი “ულტრასები” გაჩერებას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, ახლა უკვე ქალაქ ლილში, სადაც რუსეთი-სლოვაკეთის მატჩი გაიმართება, რუსებმა და ინგლისელებმა ისევ თავპირი დაამტვრიეს ერთმანეთს. Sky Sports-ის ცნობით, პოლიციამ ორი რუსი ქომაგი უკვე დააპატიმრა.

სლოვაკებმა პირველ ტურში უელსთან1:2 წააგეს და ახლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. თუ კიდევ წაიფორხილეს, ჯგუფიდან გასვლის შანსს, ფაქტობრივად, დაკარგავენ.

დღემდე ეს გუნდები ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ორჯერ რუსებმა მოიგეს, ერთხელსლოვაკებმა, ორი შეხვედრაც ფრედ დამთავრდა.

ლეონიდ სლუცკი:“სლოვაკებს კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ. აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. საერთოდ, მშვენიერი სათამაშო მოდელი აქვთ. ახლა მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა ჩვენც მოსაგებად გავალთ მინდორზე.”

იან კოზაკი: “საწყენია უელსთან რომ წავაგეთ, მაგრამ, რა გაეწყობა. ცხოვრება გრძელდება.Uუელსელები არაფრით გვჯობდნენ, მაგრამ ჩვენი იშვიათი შეცდომები გამოიყენეს. აქედან სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და რუსეთთან რეალური ძალა ვაჩვენოთ.

საბედნიეროდ დაშავებული არავინ გვყავს. უკვე ვიცი ვინ იქნება სასტაროში, მაგრამ ამას მატჩის წინ გამოვაცხადებ.

ლეონიდ სლუცკის მოსვლის შემდეგ რუსეთის ნაკრებმა თამაში გააუმჯობესა. მათი პლუსი ისცაა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ცსკა-სა და “ზენიტში” წლებია ერთად თამაშობენ. მწვრთნელიც ცსკა-დანაა. ისინი ყოველ წელიწადს თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაში, ამიტომ ძალიან გამოცდილები არიან.”

რუსეთი –სლოვაკეთი

15ივნისი. ლილი. “პიერ მორუა.” 17.00

სავარაუდო შემადგენლობები

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, ვ.ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი, სმოლოვი, ნოიშტადტერი,შატოვი,შიროკოვი, კოკორინი, ძიუბა

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, შვენტო, კუცკა, ჰროშოვსკი, მაკი, ვაისი, ჰამშიკი, ნემეცი

მწვრთნელი: იან კოზაკი



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044624