|
ხმები ჟენევა-ლიონის ავტობუსიდან და დაუვიწყარი “პუტინ ხუილო“
2016-06-16 11:09 | ნახვები: 154848
1234567
მთელი დუნია რომ შემოიაროთ, ნამდვილად ვერსად ნახავთ ირლანდიელებისთანა ფანებს. ყვირილით ვის არ უყვირია და საგულშემატკივრო სიმღერები ჩვენ - ქართველებსაც კი მოგვეძებნება, მაგრამ მხოლოდ ირლანდიელ ქომაგებს ძალუძთ მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იმღერონ, სვან აუარება რაოდენობის ვისკი, ლუდი და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისე მხნედ იყვნენ - თქვენი მოწონებული. ჟენევიდან ლიონისაკენ მიმავალ ავტობუსში გუშინ ერთობ უცნაური ხალხი შეიყარა. ჩემს მიერ უკვე ხსენებული ჩრდილოეთ ირლანდიელი ქომაგები და უკრაინელები მათი ქვეყნის ნაკრებების მატჩზე მიდიოდნენ, რომელიც დღეს ლიონის სტადიონზე გაიმართება. თუმცა, მათ გარდა ავტობუსში ვინ გინდა რომ არ ყოფილიყვნენ -ხორვატი ფანები, ერთი ბერძენი ჯეელი, გერმანელი ასაკოვანი წყვილი, ჩვენ ქართველები და რა თქმა უნდა ფრანგები და შვეიცარიელები. ჩრდილოეთ ირლანდიელები იყვნენ ყველა ასაკის და ყველანირი ზომა-წონის, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიელი ხარ და საგულშემატკივროდ სხვა ქვეყანაში მიემართები? ავტობუსის მომსახურე ფრანგმა პერსონალმა რამდენჯერმე კი სთხოვა მათ, ლიონამდე ლუდის უზომო სმისა და ხმამაღლა სიმღერისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ თამაზ მეჭაურივით ირლანდიელებიც ბუნებით ჯიუტები აღმოჩნდნენ და მთელი გზა ჭეშმარიტი შოუ გვაჩუქეს. ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა და სკამებზე ხელების გარდიგარდმო ბრახა-ბრუხი. ეს იყო სხვათა აყოლიების საოცარი მცდელობა და ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი ავტობუსი სხვადასხვა ენაზე, მათ საგულშემატკივრო სიმღერას მღეროდა. მღეროდა ყველაზე მორიდებული ოთხიოდე ხორვატი ბიჭი, რომლებსაც ჩემი შექება მათი ნაკრების მიმართ იმდენად გაუხარდათ, რომ მერე სულ“ჯორჯია სუპერ“ “ჯორჯია სუპერ“ იძახეს. “მარსელიოზა“ იმღერეს ფრანგმა მგზავრებმა, რომლებიც ჩემპიონატის მონაწილეთ ნადვილად არ გავდნენ, მაგრამ აბა ფრანგი სხვას როგორ ჩამორჩება? უცნაურად ხაოდა ავტბუსში მყოფი ერთადერთი ბერძენი ბიჭი, რომელსაც ხმას ისევ და ისევ გადარეული ჩრდილოეთ ირლანდიელები უყოლებდნენ და ბოლოს ამღერდნენ უკრიანელებიც. უკრიანელებმა თავიდან ჯერ მათი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი იმღერეს, შემდეგ კი კიევის “დინამოს“ საქომაგო სიმღერა, მაგრამ მთავარი ამბები მერე მოხდა, როდესაც ქართველებმა და უკრიანელებმა დიდებული “პუტინ ხუილო“ დავიწყეთ და მთელი ავტობუსი აგვყვა. რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ამ „ტკბილ ჰანგებს“ გამოსცემდა ავტობუსის უკვლებლივ ყველა მგზავრი და ეს ჩვენთვის - ქართველებისათვის და უკრიანელებისათვის იყო გამორჩეულად ამაღელვებელი წუთები. “პუტინ ღუილოოო“ - მღეროდა მოხუცი ფრანგი მულატი ქალი, რომელსაც ხელში უზარმაზარი ჩანთა ეჭირა და ეს მას არ უშლიდა ხელს იოგების დაწვეტამდე ეყვირა. მღეროდნენ ჩრდილოეთ ირლანდიელები და თითებითაც გვაჩვენებდნენ თუ ვინც იყო პუტინი მათ თვალში, მღეროდნენ ხორვატი პატარა ბიჭები, მღეროდა ერთადერთი ბერძენი მგზავრი და მღეროდა ავტობუსის სულ წინ მჯდომი ორი შვეიცარელი კოსტუმიანი ტიპი, რომლებიც თავიდან ამ საგულშემატკოვრო ოცობოდიას საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. “ჩვენ არ ვართ მარტო ძმებო“ - გვეუბნებოდა გრძელთმიანი უკრაინელი ბიჭი და აშკარა იყო, რომ არაფერი აკლდა ცრემლებამდე. მაგრამ, ცრემლები ხომ ყველა ჩემპიონატს უხდება?... ლიონამდე ირლანდიელთა ერთი ნაწილი გამოფხიზლდა და სანამ “მარაგს“ ახალი ლუდებით შეივსებდნენ, ჩვენი ქართველობის შეტყობის ამბავი “ჯორჯია კინკლადზეეს“ ძახილით აღნიშნეს. ბერძენმა მგზავრმა კი “ქეცბაია ჩემპიონო“ გვითხრა და ცერა თითი მაღლა ასწია. უკრაინელებმა დიდი კამათ მაწყეს იმასთან დაკავშირებით, ხაჭაპური უკეთესი საჭმელია, ხინკალი თუ ნიგვზინი ბადრიჯანი. გაგიკვირდებათ და მათ ამ კამათში ხაჭაპურმა გაიმარჯვა. ჩვენ კი ვიძახდით, თქვენ ჩაქაფული არ იცით რა მაგარი რამეაო, მაგრამ, სლავურ ქვეყნებში “ხაჭაპურის კულტს“ სად გაექცევი?... ლიონში ჩამოსულებმა დაწყებულზე მივუსწარით საფრანგეთი-ალბანეთის თამაშს და ავტობუსის მგზავრთა ერთ ნაწილს მატჩის ერთად ცქერაც მოგვიწია. მთელს ლიონში მთვრალი ჩრდილოეთ ირლანდიელები დააბოტებდნენ და დაუზარებლად მღეროდნენ და მღეროდნენ. ალბანეთთან ვაგლახით გამარჯვების შემდეგ კი მთელი ლიონი ატორტმანდა და აბღავლდა. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მათ აჰყვნენ და დიდებული სანახავი იყო ფრანგებითა და ირლანდიელებით გაძეძგილი ბარები, გარეთ შხაპუნა წვიმა, ლუდის ბარებში ტელეეკრანებთან ჩაორთქლილი ლუდის ბოკლების გადაწოდებები, ყველა კუთხიდან გამოვარდნილი “მარსელიოზას“ ხმა და ტრამვაის ბაქნებზე მდგარი მთვრალი ფერადკანიანი ფრანგების სიმღერა “ალე ფრანსეე, ალე ალე ალეეე, ალე ფრანსეე!“. კი ბატონო, ალე ფრანსე! აი პუტინს კი რაც შეეხება, მთელი ევროპა ვთანხმდებით, რომ პუტინ ხუილო! ვინმეს რამე პრეტენზია ხომ არა გაქვთ?!... ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ლიონიდან
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია