კალათბურთი

12:36 | 23.06

43
NBA: "ფინიქს სანსის" ზედიზედ მე-9 გამარჯვება და დეანდრე ენტონის სასწაული (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ფინიქს სანსმა“ სასწაული თამაში მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

12:49 | 21.06

11
NBA: "ფინიქს სანსმა" ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო და ფინალურ სერიაშიც დაწინაურდა (+VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფის ფინალური სერია წარმატებით დაიწყო „ფინიქს სანსმა“. მონტი უილიამსის გუნდმა პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ 120:114 აჯობა და სერიაში დაწინაურდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდი ლიდერების - კავაი ლეონარდისა და კრის პოლის გარეშე თამაშობდა. მატჩი სრული თანაფარდობით მიმდინარეობდა და მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში 93:93 იყო. მეოთხე პეროოდში კი „ფინიქსმა“ მოსაგებად ყველაფერი გააკეთა და მიზანსაც უწია. გამარჯვებულთა რიგებში საოცარი თამაში ჩაატარა დევინ ბუკერმა, რომელმაც 44 წუთში 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი გამოიმუშავა და სამმაგი დუბლი მიითვალა. „კლიპერსიდან“ კი პოლ ჯორჯს 34 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი, ხოლო რეგი ჯეკსონს 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მხოლოდ 7:44 წუთი ითამაშა კავაი ლეონარდმა, რომელმაც 6 ქულა გამოიმუშავა. „ფინიქს სანსმა“ პლეი-ოფში“ ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 23 ივნისს გაიმართება.

208994,208935

13:38 | 23.06

0გიორგი შერმადინი სტუმრად სეოკ-ში

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრს გიორგი შერმადინს.

20:51 | 22.06

0თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტები გაირკვნენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც ამავდროულად საქართველოს ამ ასაკობრივი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს, ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

20:24 | 22.06

0ქართველი არბიტრები და კომისარი ზაფხულში ფიბა-ს 11 ტურნირს მოემსახურებიან

ქართველ მსაჯებს და კომისარს საერთაშორისო ასპარეზზე დატვირთული გრაფიკი ელით. ფიბა-ს მიერ ზაფხულში დაგეგმილ ტურნირებს საქართველოდან 4 მსაჯი და 1 კომისარი მოემსახურება.

17:37 | 22.06

2კონერ ფრენკამპი ევროლიგის გუნდში გადავიდა, მისი ადგილი მურსიაში თად მაკფადენმა დაიკავა

კონერ ფრენკამპი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია, კარიერას ევროლიგაში გააგრძელებს. ამერიკელ უკანახაზელთან კონტრაქტი ...

12:08 | 21.06

1NBA: "ატლანტა ჰოუკსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა (+VIDEO)

თამაში თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა კი სწორედ თამაშის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, მანამდე კი ანგარიში წუთზე ანგარიში 92:93 იყო

18:25 | 20.06

0ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც ...

11:56 | 19.06

224NBA: "კლიპერსი" შემდეგ ეტაპზე გავიდა - "ფილადელფიამ" "ატლანტასთან" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა და ერთმა კლუბმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

14:22 | 18.06

0სპორტუნის სამიდან 3 და თსუ-ს პირველი გამარჯვება სტუდენტურ ლიგაში

სტუდენტური ლიგის მე-3 ტური დღეს თბილისში დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან 2 განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

11:18 | 16.06

0"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი მე-19-ედ გახდა

კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონია. შარუნას იასიკევიჩუსის გუნდმა ფინალურ სერიაში მადრიდის „რეალი“ დაჯაბნა და „ელ კლასიკო“ მშრალად, 2:0 მოიგო.

10:51 | 16.06

936NBA: დურანტის ისტორიული სამმაგი დუბლი და სერიაში დაწინაურებული "ბრუკლინ ნეტსი" (+VIDEO)

პირველი ნახევარი „ბაქსმა“ 16 ქულით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმში სურათი რადიკალურად შეიცვალა. დურანტმა და კამპანიამ მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდეს და თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება მოახერხეს.

0.602025