Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გამოცდილებამ თავისი გააკეთა - შვეიცარიის პირველი სამი ქულა
2016-06-11 19:28 | ნახვები: 5678
123456789101112131415161718192021222324252627282930
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა ალბანეთს მატჩის დასაწყისში გატანილი გოლით მოუგო. არადა, ისეთი თამაში გახლდათ, თავისუფლად შეიძლებოდა, ასეთი ანგარიში არ დაფიქსირებულიყო. თუმცა, ახლა შვეიცარია A ჯგუფს საფრანგეთთან ერთად სამი ქულით ლიდერობს და პლეი-ოფისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ალბანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი მარცხიანი გამოუვიდა. და მაინც, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანი დე ბიაზის შეგირდებს ურიგო შტაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და ოდნავ რომ გამართლებოდათ, დიდი შანსი იყო არც წაეგოთ. მატჩის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. ქსერად შაქირიმ კუთხური ჩააწოდა, ხოლო კარიდან ეტრიტ ბერიშა დაუფიქრებლად გამოვიდა, ბურთს ვერს შესწვდა, სამაგიეროდ, შესწვდა შვეიცარიელთა ცენტრალური მცველი ფაბიან შარი და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა, არადა მომენტები მრავლად იყო.

ალბანეთს გათანაბრება ტაიმის შუაწელს შეეძლო, როცა ელვედ ჰისაის მახვილგონივური გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ არმანდო სადიკუ დარჩა, თუმცა შემტევმა ცუდად დაარტყა და იან სომერმა ბურთი ფეხით მოიგერია. სხვათა შორის, შვეიცარიის ცენტრლური დაცვის ტანდემი ხშირად ცდებოდა, ალბანელ თავდამსხმელებს ცოტა მეტი კლასი რომ ჰქონოდათ, იქნებ სხვა შედეგი დაფისქირებულიყო. 36-ე წუთზე კი, დე ბიაზის გუნდი კაცნაკლული დარჩა. გამოცდილ ლორიკ სანას საკუტარ საჯარიმოსთან ფეხი უნებურად დაუცდა და ვინაიდან, ჰარის სეფეროვიჩი ბერიშასთან ერთი-ერთზე რჩებოდა, ბურთს ხელით შეეხო. ალბანელთა კაპიტანს მანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა და გასახდელში მოუწია გასვლა. ასიც უნდა ითქვას, რომ ლანსის “ფელიქს ბოლარის” მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო. ყოველშემთხვევაში ფეხბურთელები ხშირად ეცემოდნენ უწყინარ სიტუაციებში. ძემოხსენებულ ეპიზოდში დანიშნული სტანდარტი კი, ბლერიმ დზემაილიმ შეასრულა, მაგრამ ძელს გაარტყა. მასვე ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამჯერზე ოდნავ ააცილა კარს.

მეორე ნახევარი ბერიშასა და სეფეროვიჩის დუელად იქცა. ალბანელთა გამოცდილმა მეკარემ გოლის დროს დაშვებული შეცდომა გამოასწორა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. კერძოდ, “ლაციოს” კიპერმა სეფეროვიჩს პირისპირ ოთხჯერ არ გაატანინა... უშანსოდ არც ალბანეთი ყოფილა – ჯერ სადიკუ ურტყამდა მახვილი კუთხიდან და კარის ჩარჩოში ვერ გაარტყა, ხოლო 88-ე წუთზე იან სომერმა დიდებულად ითამაშა. შვეიცარიელთა დაცვის ხაზი და კერძოდ, გოლის ავტორი შარი ჩავარდა, რის მერეც სომერთან პირისპირ შკელზენ გაში დარჩა. ფორვარდს საკმაო დრო ჰქონდა, სანამ დაარტყამდა, იფიქრა, ბურთის კარგად გაისწორა, მაგრამ სომერმა დიდებული სეივით ბურთი კუთხურზე გადააგდო. დარჩენილ დროში კაცნაკლულ ალაბანელებს შანსი აღარ მისცემიათ და ახლა მეორე ტურში, მასპინძელ საფრანგეთთან უდნა იფიქრონ ქულების დაგროვებაზე. შვეიცარიამ კი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და მერვედფინალში გასასვლელად ალბათ, აწი ქულაც ეყოფა. თუმცა, ვლადიმირ პეტკოვიჩს მოუწევს საკუთარი გუნდის დაცვის ხაზი ოდნავ ყურადღებით და დამაკერებლად აათამაშოს.

ალბანეთმა კი მიუხედავად დებიუტისა და მარცხისა, ურიგო შთაბეჭდილება სულაც არ დატოვა. იტალიელი დე ბიაზის ხელში ეს გუნდი აშკარად გამართულ ფეხბურთს თამაშობს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტაიმზე მეტი 10 ფეხბურთელით თამაშობდა, მართლაც შექებას იმსახურებს.

პირველი ტურის მერე, A ჯგუფს საფრანგეთი და შვეიცარია ლიდერობენ 3-3 ქულით. მეორე ტურში ფრანგები ალბანეთს, ხოლო შვეიცარიელები რუმინეთს ეთამაშებიან.

ალბანეთი – შვეიცარია 0:1 (0:1)

ლანსი, “ფელიქს ბოლარ-დელელისი”

მაყურებელი: 30 000

ალბანეთი (4-3-3): ბერიშა; ჰისაი, სანა, მავრაი, აგოლი; აბრაში, კუკელი, ტ. ჯაკა (კაცე 62); როში (ციკალეში 74), სადიკუ (გაში 82), ლენიანი

მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

შვეიცარია (4-4-1-1): სომერი; ლიხშტაინერი; შარი, ჯურუ, როდრიგესი; შაქირი (ფერნანდესი 88), ბეჰრამი, გ. ჯაკა, მეჰმედი (ემბოლო 62); დზემაილი (ფრაი 76); სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლი: 0:1 შარი (5)

გაფრთხილება: სანა (23, 36), კაცე (63), კუკელი (89), მავრაი (90) - შარი (14), ბეჰრამი (66)

გაძევება: სანა (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 17 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:6

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ქსერდან შაქირი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040038