Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისლანდიამ ისტორია დაიწერა
2016-06-22 23:45 | ნახვები: 6409
ice.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ორი წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისლანდიის ნაკრები ევრო 2016-ზე ითამაშებდა, თუმცა კუნძულელებმა ამის გაკეთებაც შეძლეს და უფრო მეტიც, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კონტინენტის პირველობაზე პირველად იმარჯვეს, მეორე ადგილს დაეუფლნენ და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.

შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მომენტები მრავლად იქნებოდა, თუმცა ფეხბურთელებს მათი რეალიზება უჭირდათ.

ისლანდიის ნაკრებს დაწინაურება მე-2 წუთზევე შეეძლო, მაგრამ იოჰან გუდმონდსონის შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ალმერის კარის ხარიხამ მოიგერია. ლარს ლაგერბეკის შეგირდებმა დაწინაურება მაინც მოახერხეს და ეს მე-18 წუთზე მოხდა – ბოდვარსონმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

ავსტრიელებს გათანაბრების ჩინებული შანსი 37-ე წუთზე ჰქონდათ. არი სკულასონმა საკუთარ საჯარიმოში დავიდ ალაბა წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც ალექსანდრ დრაგოვიჩმა ვერ გამოიყენა - 25 წლის ფეხბურთელმა ძელს გაარტყა. კიევის “დინამოს” მცველისთვის მიმდინარე ტურნირი ძალიან უიღბლო გამოდგა: პირველ მატჩში გააძევეს.

მეორე ტაიმი მარსელ კოლერის შეგირდების შეტევებით დაიწყო და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, მე-60 წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა შჰოფმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეექმნა მომენტები, თუმცა ისლანდიას ფრეც აძლევდა ხელს და უკანმოუხედავად არ უტევდა, ხოლო ავსტრიას მხოლოდ მოგება აწყობდა და მთელი ძალებით უტევდა, რამაც 94-ე წუთზე იჩინა თავი – ისლანდიამ 10 კაცით წინ წასული ავსტრია კონტრშეტევაზე გამოიჭირა, რომელიც ცვლილებაზე შემოსულმა არნორ ტრაუსტასონმა დააგვირგვინა და სამშობლოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ავსტრიამ კი, რომლისგანაც საკმაოდ ბევრს ელოდნენ კონტინენტის პირველობაზე, ძალიან სუსტი თამაში აჩვენა და ჯგუფში დამსახურებლად ჩარჩა.

ისლანდია – ავსტრია 2:1 (1:1)

სენ-დენი, “სტად დე ფრანსი”

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, არნასონი, რ.სიგურდსონი, სევარსონი, სკულასონი, გუნარსონი, გ.სიგურდსონი, გუდმონდსონი (ინგასონი 86), ბ.ბიარნასონი, სიგტორსონი (ტრაუსტასონი 80), ბოდვარსონი (ე.ბიარნასონი 71).
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი

ავსტრია (4-2-3-1): ალმერი, პრიოდლი (შჰოფი 46), ჰინტერეგერი, ფუჩსი, დრაგოვიჩი, ილსანკერი (იანკო 46), ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, კლეინი, საბიცერი (იანტშერი 78).
მწრთნელი: მარსელ კოლერი

გოლები: 1:0 ბოდვარსონი (18), 1:1 შჰოფი (60), 2:1 ტრაუსტასონი (94)
გაფრთხილებები: სკულასონი, სიგტორსონი, არნასონი, ჰალდორსონი – იანკო
მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი

37-ე წუთზე დრაგოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046119