|
ზოგი ჭირი მარგებელია - ბელგია პლეი-ოფში ადვილი გზით
2016-06-23 01:47 | ნახვები: 9003
1234567891011121314
ბელგიის ნაკრებმა პირველ ტურში იტალიასთან რომ წააგო, ბევრმა ჩამოწერა. თუმცა, ახლა მარკ ვილმოტსის გუნდი პლეი-ოფშია და თან ბევრად უკეთესი ბადე აქვს, ვიდრე მის მძლეველ და მჯობნ იტალიას. “წითელი ეშმაკები” მერვედფინალში უნგრეთს ხვდებია, მერე კი თუ წარმატებას მიაღწევენ, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაამრჯევბული ელოდებათ. მოკლედ, თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ბელგიელთა შანსი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი-ორად გაიზარდა და ზუსტად ამაზეა ნათქვამი ზოგი ჭირი მარგებელიაო... ბელგია თუ ევრო 2016-ზე პლეი-ოფში გასვლას ზეიმობს, ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაკრებო წიგნი დაიხურა. ვეტერანმა ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატი უსახურად ჩაატარა და ვერ გახდა ის ფეხბურთელი, რომელსაც ზედიზედ ოთხ ევროზე ექნებოდა გოლი გატანილი. ჰო, უნდა აღვნიშნოთ, მესამე მატჩში როგორც იქნა, შვედებმა კარის ჩარჩოში ბურთი მოარტყეს, მაგრამ გოლი ვერ შეაგდეს და მეტიც, 84-ე წუთზე მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და რაჯა ნაინგოლანმა მშვენიერი გოლით მათი წვალება დაასრულა. საბოლოოდ, ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ტურნირი 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულდა და იტალიასაც ამდენი დაუგროვდა, მაგრამ აპენინელებთან ურთიერთბალანსი უარყოფითი ჰქონდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე ადგილი ბევრად ფასეულია და ბელგია წესით, პირველ ტურში განცდილი მარცხით ძალიანაც კმაყოფილი უნდა იყოს. შვედეთი – ბელგია 0:1 (0:0) ნიცა, “სტად დე ნიცა” მაყურებელი: 33 000 შვედეთი (4-4-2): ისაკსონი; ლინდელოფი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი (დურმაზი 70), ეკდალი, კალსტრომი, ფორსბერგი (ზენგინი 82); ბერგი (გუიდეტი 63), იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი ბელგია (4-2-3-1): კურტუა; მუნიე, ალდერვეიელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ნაინგოლანი, ვიტსელი; ფერეირა-კარასკო (მერტენსი 71), დე ბრუინი, აზარი (ორიჯი 90); ლუკაკუ (ბენტეკე 87) მწვრთელი: მარკ ვილმოტსი გოლი: 0:1 ნაინგოლანი (84) გაფრთხილება: ეკდალი (33), იოჰანსონი (36) – მუნიე (31), ვიტსელი (45) სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 23 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 0:4 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია