|
კონტე: "იტალიური ფეხბურთის მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ"
2016-07-03 12:07 | ნახვები: 5559
1
იტალიის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გერმანიასთან თერთმეტმეტერიანების სერიაში წაგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურას" დიდი მომავალი აქვს. "ვფიქრობ, ამ თაობას შეუძლია წინსვლა, რადგან ეს ამ ბიჭების უმრავლესობა დიდი ტურნირზე პირველად ასპარეზობდა და მათ ასეთი თამაშების პრაქტიკა სჭირდებათ. იტალიური ფეხბურთის მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი კონტეს სიტყვებს. იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისმა შეგირდებმა ღირსეულად ითამაშეს და ევროპის ჩემპიონატზე კვალი დატოვეს. "ძლიერ მოწინააღმდეგესთან დავამტკიცეთ, რომ რთული მეტოქე ვართ და ჩვენი ოპონენტები დიდ პატივს გვცემენ. ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივრებს სტიმული მისცა და ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატი ნაკრების მაისურის ღირსეულად ტარების სიყვარულს დატოვებს." კონტემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა თამაშებში ყველაფერი დადეს და მისთვის საპატიოა ნაკრებში მუშაობა. "ყველამ ვინც კი ამ ბრწყინვალე ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო, მან მე უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ამ ხალხთან მუშაობა ჩემთვის პატივია. როდესაც ყველაფერს იღებ არავინ გაკრიტიკებს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ვფიქრობ ხალხმა ეს გააანალიზა. ბიჭებს უყვართ საკუთარი ქვეყანა და მაისური, რომელსაც ატარებენ." ამრიგად დასრულდა ანტონიო კონტეს ასპარეზობა ეროვნულ გუნდში. იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრები 2014 წლის აგვისტოში ჩაიბარა. მას შემდეგ "სკუადრა აძურამ" 25 მატჩიდან 14 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შეხვედრაში მარცხი განიცადა. ევროპის ჩემპიონატამდე ცნობილი იყო, რომ 46 წლის სპეციალისტი მომავალი სამი სეზონი ლონდონის "ჩელსის" თავკაცი იქნება. იტალიას კი ორი წლის განმავლობაში გამპიერო ვენტურა უხელმძღვანელებს. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია