Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – უკრაინა
2016-06-04 16:25 | ნახვები: 5038
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უკრაინის ნაკრები ისტორიაში ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ოთხი წლის წინ, ეს ქვეყანა თანამასპინძელი იყო, თუმცა ჯგუფური ეტაპი მაინც ვერ დაძლია. ვნახოთ შეძლებს თუ არა უკრაინა ამ ჯერზე პლეი-ოფში გასვლას. ისე უნდა აღინიშნოს, რომ მიხაილ ფომენკოს ურიგო კონტიგენტი არ ჰყავს და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. თანაც უკრაინის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.

მთავარი მწვრთნელი - მიხაილ ფომენკო

67 წლის მიხაილ ფომენკო სამწვრთნელო ასპარეზზე უკვე 37 წელიწადია. გამოცდილმა სპეციალისტმა უკრაინის ეროვნული ნაკრები 2012 წლის დეკემბერში ჩაიბარა და მას შემდგომ ჩინებულად მუშაობს. ყოველშემთხვევაში სტატისტიკა ამაზე მეტყველებს: 33 თამაში, 23 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება.

ფომენკოს, ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად ტიტულები ბევრი არ მოუგია. ოდენ 1993 წელს უკრაინის ჩემპიონობას გამორჩა კიევის “დინამოსთან” ერთად და იმავე წელს ქვეყნის თასიც მოიგო.

შემადგენლობა

მეკარეები:12. ანდრეი პიატოვი (“შახტარი”), 1. დენის ბოიკო (“ბეშიქთაში”, თურქეთი), 23. მიკიტა შევჩენკო (“ზორია”)

მცველები:17. არტიომ ფედეცკი (“დნიპრო”), 13. ვიაჩესლავ შევჩუკი, 5. ალექსანდრ კუჩერი, 20. იაროსლავ რაკიცკი, 2. ბოგდან ბუტკო (ყველა “შახტარი”), 3. ევგენი ხაჩერიდი (“დინამო”)

ნახევარმცველები:7. ანდრეი იარმოლენკო, 19. დენის გარმაში, 18. სერგეი რიბალკა, 16. სერგეი სიდორჩუკი (ყველა “დინამო”), 14. რუსლან როტანი (“დნიპრო”), 6. ტარას სტეპანენკო, 9. ვიქტორ კოვალენკო (“შახტარი”), 22. ალექსანდრ კარავაევი (“ზორია”), 4. ანატოლი ტიმოშჩუკი (“კაირატი”, ყაზახეთი), 10. ევგენი კონოპლიანკა (“სევილია”, ესპანეთი), 21. ალექსანდრ ზინჩენკო (“უფა”, რუსეთი)

თავდამსხმელები:8. რომან ზოზულია (“დნიპრო”), 15. რულუპ ბუდკივსკი (“ზორია”), 11. ევგენი სელეზნიოვი (“შახტარი”)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1):პიატოვი; ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი; რიბალკა, სტეპანენკო; იარმოლენკო, სიდორჩუკი, კონოპლიანკა; ზოზულია

ფომენკომ მის ხელთ არსებულ თითქმის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი. ნაკრების ბირთვი ძირითადად უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებისგანაა შემდგარი. ძირითადად, ოთხი გუნდისგან (“შახტარი”, “დინამო”, “ზორია” და “დნიპრო”). 23 კაცში სამი ლეგიონერია, მათ შორის გამოსარჩევი ვეტერანი ანატოლი ტიმოშჩუკია, რომელიც კახა ცხადაძის გაწვრთნილ “კაირატში” ირჯება. საერთოდ, ტიმოშჩუკი გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, თუმცა ფომენკო მას სასტარტოს წევრად არ მოიაზრებს. გუნდის ლიდერებად კი ანდრეი იარმოლენკო და ევგენი კონოპლიანკა მიიჩნევიან. საერთოდ, უკრაინის ნაკრებს მათი სახით ძალიან ძლიერი გარემარბები ჰყავს.

მთავარი ვარსკვლავი: ევგენი კონოპლიანკა– ერთი წლის წინ კონოპლიანკამ სამშობლო დატოვა და ამბიციურ “სევილიას” ამოჰყო თავი. ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთში ევგენიმ ციდან ვარსკვლავები დაკრიფა, მაგრამ არცთუ ცუდად გამოიყურებოდა. მთლიანობაში კი უკრაინის ნაკრების თამაში მასზე დიდწილადაა დამოკიდებული.

მთავარი იმედი: ანდრეი იარმოლენკო– კიევის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც წელს უკრაინის ჩემპიონობა მოიპოვა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა. საერთოდ, ბევრს საუბრობენ, რომ იარმოლენკო კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ფაქტია, რომ ახლა ანდრეი, კონოპლიანკასთან ერთად თავისი ნაკრების უდაო ლიდერია.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

ისე მოხდა, რომ უკრაინამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი პირველად დაძლია. მართალია ეს გუნდი ოთხი წლის წინაც თამაშობდა კონტინეტის მთავარ ფორუმზე, მაგრამ როგორც მასპინძელი. 2012 წელს, უკრაინამ ჯგუფში ინგლისთან და საფრანეგთთან წააგო, ხოლო ბოლო ტურში ანდრეი შევჩენკოს დუბლით შვედეთს აჯობა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა, უკრაინელები მეორე ცდაზე გულშემატკივრებისთვის თავის უკეთ დამახსოვრებას.

კალენდარი ევრო 2016-ზე

გერმანია – უკრაინა

12 ივნისი, 23:00 საათი. ლილი, “სტად პიერ მორო”

მიხაილ ფომენკოს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან უწევს. აქამდე გერმანია და უკრაინა ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან: ორი ფრე, ორი მარცხი – გერმანია უპირატესობას ფლობს. ბოლოს ისინი 2002 წლის მუნდიალის პელი-ოფში წააწყდნენ ერთურთს და ორი მატჩის ჯამში ალემანებმა ადვილად მოიგეს – 5:2 (1:1, 4:1).

უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია

16 ივნისი, 20:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი”

თუ გერმანიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს, პირიქითაა ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევაში – 2 მოგება, 2 ფრე. 1998 წლის მუნდიალის შესარჩევში უკრაინამ მეოტქეს ორჯერ მოუგო: ჯერ სტუმრად 1:0, შინ 2:1.

2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი, გამარჯვებული არცერთ მაჩში არ გამოვლენილა. ორჯერვე მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

უკრაინა – პოლონეთი

21 ივნისი, 20:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი”

მიხაილ ფომენკოს გუნდს დადებითი ბალანსი გააჩნია მესამე მეტოქე პოლონეთის ნაკრებთანაც. 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება – ასეთია საერთო მაჩვენებელი. ბოლოს მათი გზები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევში გადაიკვეთა და მაშინ უკრაინამ მეოტქეს ორჯერვე აჯობა. ხარკოვში ანდრეი იარმოლენკოს გოლით, ხოლო ვარშავაში – 3:1.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2012, ჯგუფური ეტაპი – 11 ივნისი, 2012. კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

უკრაინა – შვედეთი 2:1

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (52), 1:1 შევჩენკო (55), 2:1 შევჩენკო (62)




საუკეთესო შედეგი:ჯგუფური ეტაპი – 2012

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ანდრეი შევჩენკო (48 გოლი) –ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში:ანდრეი იარმოლენკო (20 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ანატოლი ტიმოშჩუკი (140 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044824