Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირლანდია შვედეთის წინააღმდეგ
2016-06-13 13:06 | ნახვები: 6155
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ის E ქვეჯგუფი ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩით გაიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიისთვის შვედეთი ერთობ უხერხული მეტოქეა. აქამდე, სკანდინავიელებმა მოწინააღმდეგეს 6 ოფიციალური მატჩიდან 4 მოუგეს, ხოლო 2-ჯერ ფრეს გამორჩნენ. შესაბამისად, მარტინ ონილის გუნდს კარგი შანსი აქვს რევანშისთვის და იმის დასამტკიცებლად, რომ ახლა ირლანდია შვედეთზე კარგი გუნდია. სხვათა შორის, ონილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდი აქო. სამაგიეროდ, ერიკ ჰამრენი იყო მოკრძალებული და დასძინა, რომ მისთვის მთავარი გამარჯვებაა.

ზემოთ ოფიციალური თამაშები ვახსნეთ და ამხანაგურ შეხვედრებშიც არ აქვს ირლანდიას საქმე. ამ გუნდთა ბოლო რვა მატჩის სტატისტიკა ასეთია: 4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება შვედების სასარგებლოდ (11:7 ბურთების შეფარდება).

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ირლანდიელებმაც და შვედებმაც ერთნაირი წარმატებით ითამაშეს. ხუთ-ხუთი მატჩიდან მათ ორ-ორჯერ იმარჯვეს, ამდენჯერვე ფრე ითამაშეს, ხოლო თითო თამაში წააგეს.

მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ემოციები მატულობს, ტურნირი უკვე დაიწყო და უკვე გაიმართა ლამაზი თამაშები. ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც დიდი ნიჭი გააჩნიათ და თამაშის ბედის შეცვლა ხელწეიფებათ. ისინი არიან ძალიან ყოჩაღები და მზად ვართ კარგად გამოვიდეთ ამ ევროპის ჩემპიონატზე”.

ერიკ ჰამრენი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ კარგად მოვემზადეთ, როგორც შვედეთში, ასევე აქ. ირლანდიას პატივს ვცემთ და სრულად დღევანდელ თამაშზე ვფიქრობთ. მათ ბოლო ოთხ თამაშში ბურთის ფლობაზე დიდი ყურადღება გაამახვილეს ეს ინგლისურზე გაცილებით სხვა სტილი გახლდათ. შესაბამისად, დღეს ვნახოთ, როგორ ითამაშებენ.

გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, ამას მივაღწევთ. თუმცა, უმნიშვნელოა ვინ გაიტანს გოლს, ზლატანი თუ სხვები. კმაყოფილი ვიქნები ნებისმიერ შემთხვევაში”.

სავარაუდო შემადგენლობა:

13 ივნისი, 20:00 საათი

სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი; კოულმენი, ოში, კოეგი, ბრეიდი; უელანი, მაკარტი, ჰენდრიქსი, ჰულეჰანი; უოლტერსი, ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

შვედეთი (4-4-2): ისაქსონი; ლუსტიგი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ლევიცკი, კასლტრომი, ფორსბერგი; იბრაჰიმოვიჩი, ბერგი

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044917