Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კატასავით ჩეხეთი: ზურგზე არ ეცემა
2016-06-17 22:58 | ნახვები: 6214
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

76-ე წუთამდე ვერავინ იფიქრებდა იმას, რაც შემდგომში მოხდა. ხორვატია პირწმინდად უგებდა ჩეხეთს და იმდენად დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, რომ 2:0 კი არა, 4:0-იც არ იქნებოდა ულოგიკო ანგარიში. დარჩენილ დროში კი ჩეხებმა ორი ბურთი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს, ბოლოს კი სულაც მოგება შეეძლოთ.

აზრს მაინც ვერ შევიცვლით და ვიტყვით, რომ ხორვატია აშკარა ძლიერია პაველ ვრბას გუნდზე. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში პროგნოზირება ძალიან რთულია და ხდება ასეთი ამბები, რაც სენტ-ეტიენში ვიხილეთ, თორემ ეს რომ კრივი ყოფილიყო, შესაძლოა, მსაჯს შეეწყვიტა კიდეც, იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა ერთს მეორეზე.

ივან პერიშიჩის გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ლოგიკური იყო: “ინტერის” შემტევმა ცენტრში მოიპოვა ბურთი, საჯარიმოში შეირბინა და ცაციით გაუტანა პეტრ ჩეხს.

მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდა ხორვატთა დაწოლა, ჩეხეთი კი დემორალიზებული ჩანდა და მეორე ივანისგან გაუშვა გოლი. მათი მცველი რომან ჰუბნიკი უკვე 5-6 მეტრშიც კი ვერ ზომავდა პასის სიზუსტეს. აი, დაკარგა, ბროზოვიჩს ჩააბარა, მანაც ივან რაკიტიჩი პირისპირ გაიყვანა და “ბარსელონას” ნახევარმცველმა ოსტატურად თავზე გადაუგდო ჩეხს.

გამოჩნდა (უფრო სწორად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა), რა ძალას წარმოადგენს ლუკა მოდრიჩი. საზარდული დაეჭიმა, შესაცვლელი გახდა და ხორვატიამაც სწორედ ბოლო მონაკვეთი წააგო: ჯერ მილან შკოდამ თავური შეაგდო ტომაშ როსიცკის ჩაწოდების მერე, ბოლოს კი, როცა მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიმდინარეობდა, მანამდე მშვენივრად მოთამაშე დომაგოი ვიდას ორთაბრძოლისას ხელზე დაეცა ბურთი, დაინიშნა პენალტი და ტომაშ ნეციდმა ბადე ლამის ჩამოხია – 2:2.

შკოდა და ნეციდი – ორივენი შეცვლაზე შეიყვანა ვრბამ, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა, აგებდა და ვა-ბანკზე წავიდა. გაუმართლა.

ჩეხების მეორე გოლამდე კი, 86-ე წუთზე სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარზე” თამაში 5 წუთით შეწყდა. ხორვატმა ფანებმა პეტარდები ისროლეს და რამდენიმე წუთს ამაოდ ამშვიდებდნენ მათ ანტე ჩაჩიჩის ფეხბურთელები. პეტარდები შეწყდა და მერე ჩხუბი დაიწყო ხორვატ და ჩეხ ქომაგებს შორის.

ივან რაკიტიჩმა, რომელიც უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, განაცხადა: “მრცხვენია ჩვენი ფანების გამო. მათი საქციელი უმსგავსო იყო”.

სხვათა შორის, ამ მატჩის დირექტორი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სენტ-ეტიენში მიავლინეს თამაშების დირექტორად: 14 ივნისს პორტუგალია-ისლანდიის მატჩზე იყო და კიდევ ორ შეხვედრაშიიქნება დირექტორი.

17 ივნისი. 20:00. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა გიშარი”

ჩეხეთი-ხორვატია 2:2 (0:1)

ჩეხეთი: ჩეხი, კადერაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, სკალაკი (შურალი 67), დარიდა, პლაშილი (ნეციდი 86), კრეიჩი, როსიცკი, ლაფატა (შკოდა 67)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი (ვრშალკო 90+8), ბროზოვიჩი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62), რაკიტიჩი (შინდელფელდი 90+7), ბადელი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი

გოლები: 0:1 პერიშიჩი (37), 0:2 რაკიტიჩი (59), 1:2 შკოდა (76), 2:2 ნეციდი (90+4)

გაფრთხილება: ბადელი (14), სივოკი (72), ბროზოვიჩი (74), ვიდა (90+3)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა %: 44-56, დარტყმა: 7 (4) – 19 (6), კუთხური: 2-11, ჯარიმა: 15-13, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-2null

ტეგები:
ევრო 2016

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.051733