2016-06-22 11:35:00
E ჯგუფში ბელგიისა და შვედეთის ნაკრებები გაარკვევენ ურთიერთობას. ნიცაში, “სტად დე ნიცაზე” ორივე გუნდი ძალზე მოტივირებული გავა მოედანზე, რადგან ბოლო ტურის წინ გარანტირებული არაფერი აქვთ. ბელგიას პლეი-ოფში გასასვლელად ქულაც ეყოფა, მაგრამ თუ წააგო, დიდი შანსია სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდეს. შვედეთის ნაკრების ერთადერთი ხსნა კი, მხოლოდ გამარჯვება იქნება. სხვა შედეგი სკანდინავიელებს არ აწყობთ. სხვათა შორის, ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატის მერე სანაკრებო კარიერას დაასრულებს და დიდი შანსია, ზლატანმა დღეს ბოლოჯერ ითამაშოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. ესეც კიდევ ერთი სტიმული შვედეთის ნაკრებისთვის.