იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გუნდი გახდა. საქმე ისაა, რომ გუშინ ბელგიასთან მატჩისას “სკუადრა აძურას” სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 31 წელსა და 169 დღეს გაუტოლდა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი, აქამდე ევროფორუმების ფინალურ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.
კონტეს მიერ შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ჯანლუიჯი ბუფონი გალხდათ 38 წლის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა მატეო დარმიანი – 27 წლის.
შეგახსენებთ, იტალიამ მიუხედავად ასეთი ხანდაზმული ასაკისა, ბელგია დაჯაბნა და 2:0 მოუგო. გოლები კი ემანუელე ჯაკერინიმ და გრაციანო პელემ გაიტანეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია