Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
როცა ჯანმრთელობას ფეხბურთი სჯობს
2016-06-22 18:37 | ნახვები: 6496
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო-2016 ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. ხშირად გაიგონებთ, ინდივიდუალიზმი ჩაკვდა, ფეხბურთი მათემატიკასავით გახდა და ვინც უკეთ ხსნის ამოცანებს, ის იგებსო. ალბათ, ასეც არის გარკვეულწილად და მოგვწონს თუ არა, უნდა შევეგუოთ.

ერთი ცხადია: ფინალში აუცილებლად ითამაშებს ერთი ისეთი ნაკრები, რომელიც არასოდეს გამხდარა ევროპის ჩემპიონი. თვალი რომ გადავავლოთ, ყველაზე დიდი შანსი აქვთ ხორვატიას, ბელგიასა და პოლონეთს. ასე არია ბადე ესპანეთის ბოლო ტურში წაგებამ...

აქვე, საინტერესო ამბები ჩემპიონატის გარშემო: ისეთი ამბებიც გამოერევა, წმინდა სათამაშო ამბებს რომ სცილდება.

ალბანელ ჰაკერებს რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი გაუტეხიათ - WWW.FRF.RO ისე, თამაში მოუგეს, ბოლო ადგილზე დატოვეს და საიტს რაღას ერჩოდნენ?! თამაშამდე რომ გაეტეხათ, კიდევ გასაგები იქნებოდა.

ფეხბურთი ბევრისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მაღლა დგას. კარდიფის მახლობლად მდებარე სოფელში მცხოვრებ იენ რობერტსს სიმსივნე აქვს, მაგრამ კლინიკიდან დროებით წავიდა და ტულუზაში გაემგზავრა უელსი-რუსეთის მატჩის საყურებლად. 54 წლის უელსელ ფანს მეგობრებმა აუღეს თვითმფრინავის ბილეთი.

უყურა, უელსში დაბრუნდა და ისევ კლინიკას მიაშურა სამკურნალოდ. მე თქვენ გეტყვით, თამაშით ვერ გაიხარებდა თუ რა?!

სად კრიშტიანუ რონალდუ და სად რუსი ოლეგ შატოვი. ისე, რუსი ფეხბურთელები ხშირად კენწლიან მასმედიელებს და აი,ახალი მარგალიტიც. აეროპორტში ჟურნალისტმა ჰკითხა შატოვს: - ოლეგ, როგორ განწყობაზე ხართ? მხიარული ჩანხართ...". შატოვმა ასე უპასუხა: "ტი ჩტო, იო..ნუტი?"...

ედენ აზარმა შვედეთთან მატჩის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც ისაუბრა. კარიერით "იბრა" ჩემზე წინაა, მას გაცილებით მეტი გოლი გააქვს, მაგრამ დრიბლინგში ვერ შემედრებაო.

"ჩვენ განსხვავებული თამაშის სტილი გვაქვს, ამიტომაც შედარება არასწორია. მე ამდენს გოლს ვერასოდეს გავიტან, მაგრამ ზლატანი რასაც ჩემგან ისწავლიდა, ეს დრიბლინგია. მის წინააღმდეგ სამჯერ მითამაშია, ორჯერ წავაგე და ერთხელ მოვიგე. იმედია, ანგარიშს გავუთანაბრებ..."

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ხორვატიასთან პენალტის დარტყმას აპირებდა, მაგრამ სერხიო რამოსმა სთხოვა, დაეთმო.

"რამოსი თავდაჯერებული იყო და მთხოვა, რომ თავად დაერტყა. არ გაგვიმართლა. წაგების გამო არცთუ კარგ განწყობაზე ვართ, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება".

ვისენტე დელ ბოსკეს ჰკითხეს ამ პენალტის შესახებ და ულვაშა მწვრთნელმა განაცხადა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყოო...

"ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც პენალტს კარგად ასრულებენ. არ ვფირობ, რომ მაინცდამაინც მე უნდა მიმეთითებინა, ვის დაერტყა. ამ მისიას კისრულობს ის, რომელიც თავდაჯერებულია".

სხვათა შორის, ხორვატთა მეკარე დანიელ სუბაშიჩს ლუკა მოდრიჩმა უკარნახა, თუ საით უნდა გადამხტარიყო.

"მოდრიჩი კარგად მიცნობს და იცის, როგორც ვასრულებ პენალტს. იმედია, ეს გაცუდებული პენალტი გადამწყვეტი არ იქნება. სჯობს, ჯგუფის თამაშში ვერ გაიტანო, ვიდრე ფლეი ოფში"- თქვა სერხიო რამოსმა.

ისე, ესპანეთს ევროპის ჩემპიონატებზე 735 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. 2012 წელს იტალიელმა დი ნატალემ გაუტანა პირველ მატჩში, იქიდან მოყოლებული კი, ხორვატ ნიკოლა კალინიჩამდე ვერავინ გაამწარა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045753