|
შვეიცარია – საფრანგეთის წინ: დეშამი ცვლილებებს გეგმავს
2016-06-19 10:58 | ნახვები: 7031
1234567
დღეს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, III ტური აიღებს სტარტს. A ჯგუფში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას შეხვდება ლილში, “სტად პიერ მოროზე” – ინტრიგა პირველი ადგილია, ფრანგებს ქულაც ჰყოფნით, ვიზავის კი მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს. დიდიე დეშამის განცხადებით, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ მათი ერთადერთი მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა. ყვითელი ბარათები აქვთ და სავარაუდოდ დეშამი თადარიგში დატოვებს ოლივიე ჟირუსა და ნგოლო კანტეს, ხოლო მათ ნაცვლად იოან კაბაიესა და ანდრე პიერ-ჟინიაკის გამოჩენას უნდა ველოდეთ. ასევე არ იქნება სასტარტოში პატრის ევრა, რომელსაც ლუკას დინიე ჩანააცვლებს. სხვა მხრივ, დეშამი ძირითადში პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანსაც აბრუნებს. შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი კი, ფიქრობს, რომ იგი საფრანგეთს ძალიან კარგად იცნობს. ვინაიდან შვეიცარიას პირველ ადგილზე გასვლის შანსი აქვს და ამასთან, ჯერ არც პლეი-ოფის საგზური გაუნაღდებია ოფიციალურად, მოედანზე მოსაგებად გავა და არც რომელიმე ლიდერის დასვენებას აპირებს პეტკოვიჩი. სხვათა შორის, აქამდე ეს ორი ნაკრები ოფიციალურ მატჩებში ხუთჯერ დაუპირისპირდა და საფრანგეთი წაუგებელია – 2 მოგება, 3 ფრე. აქედან ერთი მოგება ევრო 2004-ზე მოდის, როცა “მამლებმა” 3:1 გაიმარჯვეს, ხოლო ერთიც ორი წლის წინანდელ მუნდიალზე. მაშინ საფრანგეთის უპირატესობა უფრო სოლიდური იყო – 5:2. მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალზე კი გუნდები დაზავდნენ (0:0). მთლიანობაში, სადაც ამხანაგური მატჩებიც შედის სტატისტიკა ასეთია: 37 თამაში, 16 მოგება (საფრანგეთი), 9 ფრე, 12 მოგება (შვეიცარია). ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბევრს არ ვფიქრობთ ორი წლის წინ საფრანგეთთან 5:2 მარცხზე. რა თქმა უნდა, რევანში მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა კონცენტრირებულნი მთლიანად მომავალზე ვართ – ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს. გვინდა საფრანგეთის გაკონტროლება, ჩვენ ვიცით, როგორ თამაშობს ეს ნაკრები. მათ ბევრი მომენტები ექნებათ, მაგრამ ფეხბურთის თამაში ჩემმა გუნდმაც იცის”. დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ცვლილებები შესაძლებელია –ჩემს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია, მაგრამ არსებობს განსხვავებული ფაქტორები. უნდა შევარჩიო ის გუნდი, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს მოიტანს. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც დაცვაში ძალიან ძლიერია და მისი დამარცხება რთული იქნება. შვეიცარიის ნაკრებს უყვარს ლამაზი ფეხბურთის თამაში და ვფიქრობ, დღეს გახსნილი და სანახაობრივი მატჩი იქნება. დიმიტრი პაიემ ბევრი იშრომა და ეს შრომა უფასდება. მართლაც სასიამოვნო, რომ პაიეს მომენტი დადგა – მან ეს დაიმსახრურა”. სავარაუდო შემადგენლობები შვეიცარია – საფრანგეთი ლილი, “სტად პიერ მორო” 19 ივნისი, 23:00 საათი შვეიცარია (4-3-3): სომერი; ლიხშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, დზემაილი, ჯაკა; შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, დინიე; პოგბა, კაბაიე, მატუიდი; გრიზმანი, ჟინიაკი, პაიე მწვრთნელი: დიდიე დეშამი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია