Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – პორტუგალია
2016-06-08 11:57 | ნახვები: 19892
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ტურნირის ფავორტითა შორის არაა, თუმცა მათ რიგებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც დღეს მსოფლიოში პირველი თუ არა, მეორე მაინცაა – კრიშტიანუ რონალდუ. შესაბამისად, ლუზიტანელთა მხედველობაში არმიღება ნებისმიერ მეტოქეს შესაძლოა ძალზე ძვირად დაუჯდეს. მართალია, ფერნანდო სანტუშის გუნდში ძველი ოქროს თაობა არაა თავმოყრილი, მაგრამ მაღალი დონის მოთამაშეების ნაკლებობას არ უჩივის.

შესარჩევი ციკლი პორტუგალიამ დამაჯერებლად განვლო და 8 მატჩიდან შვიდში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ერთადერთი შინ ალბანეთთან დამარცხდა მოულოდნელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისში, მაგრამ მერე ყველაფერი დაალაგა და საფრანგეთში უპრობლემოდ მოხვდა. ჯგუფიც არცთუ ძლიერია და წესით, სანტუშის ბიჭები პლეი-ოფში დაუბრკოლებლად უნდა გავიდნენ.

მთავარი მწვრთნელი – ფერნანდო სანტუში

ფერნანდო სანტუში გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა ძირითადად ორ ქვეყანას – პორტუგალიასა და საბერძნეთს უკავშირდება. სწორედ ამ უკანასკნელის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის მერე ჩაიბარა მან მშობლიური ქვეყნის მთავარი გუნდი 2014 წელს. პორტუგალიის ნაკრებმა სანტუშის ხელმძღვანელობით დღემდე 18 თამაში გამართა, 12 მოიგო და 6 წააგო. ანუ, სანტუშის ხელში ლუზიტანებმა ფრე რა ხილია, ჯერაც არ იციან.

სანტუში განსაკუთრებით ტიტულების მხრივაც ვერ დაიკვეხნის – 1999 წელს პორტუგალიის ჩემპიონი გახდა “პორტუსთან” ერთად, ხოლო იმავე გუნდს 2000 და 2001 წლებში ქვეყნის თასი, 1999 და 2000 წლებში კი, სუპერთასი მოაგებინა. ისე, სანტუშს მოღვაწეობა უტიტულოდ არც საბერძნეთში დაუსრულებია, სადაც 2002 წელს ათენის “აეკს” საბერძნეთის თასი მოაგებინა. ამავე ქვეყნის ეროვნული ნაკრები კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ათამაშა, სადაც მერვედფინალში კოსტა რიკასთან იწვნია მარცხი.

შემადგენლობა

მეკარეები:1. რუი პატრისიო (“სპორტინგი”), 12. ენტონი ლოპეში (“ლიონი”), 22. ედუარდო (ზაგრების “დინამო”);

მცველები:2. ბრუნო ალვეში (“ფენერბახჩე”), 4. ჟოზე ფონტე, 21. სედრიკ სოარეში (ორივე “საუთჰემპტონი”), 19. ელიზეუ (“ბენფიკა”), 11. ვეირინია (“ვოლფსბურგი”), 5. რაფაელ გერერო (“ლორიანი”), 6. რიკარდო კარვალიო (“მონაკო”), 3. პეპე (“რეალი”)

ნახევარმცველები:8. ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”), 23. ადრიენ სილვა, 10. ჟოაო მარიო, 14. უილიამ კარვალიო (სამივე “სპორტინგი”), 15. ანდრე გომეში (“ვალენსია”), 13. დანილო პერეირა (“პორტო”), 16. რენატო სანჩესი (“ბენფიკა”)

თავდამსხმელები:18. რაფა სილვა (“ბრაგა”), 9. ედერი (“სუონსი”), 20. რიკარდო კვარეჟმა (“ბეშიქთაში”), 17. ნანი (“ფენერბახჩე”), 7. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):რუი პატრისიო; ვიეირინია, კარვალიო, პეპე, ელიზეუ; ჟოაო მარიო, ანდრე გომეში, მოუტინიო, სილვა; რონალდუ, ედერი

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. მართალია, როგორც თავში აღვნიშნეთ რონალდუს გარდა მეგა ვარსკვლავი არავინაა, მაგრამ გუნდშია გამოცდილი ფეხბურთელები რიკარდო კარვალიოს, პეპეს, რიკარდო კვარეჟმას, ნანის სახით. ამასთან, პორტუგალიაში საკმაოდ ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რაზეც ერთი წლის წინ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეორე ადგილიც მოწმობს და იმ გუნდის ძირითადი ბირთვი ახლა სანტუშის განკარგულებაშია – ჟოაო მარიო, ადრიან სილვა, უილიამ კარვალიო. მოკლედ, გამოცდილი და ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელების შერწყმამ წესით შედეგი უნდა მოიტანოს, მთავარია, როგორ მოახერხებს სანტუში ამ კოზირის გამოყენებას და ფეხბურთელებამდე სათქმელის ზუსტად მიტანას.

რაც შეეხება დანაკლისს – ვერც პორტუგალია გადაურჩა ტრავმებს და სწორედ ამის გამო ევრო 2016 გამოცდილ მცველ ფაბიო კოენტრაუს უცდება, რომელსაც გარდა მარცხენა მცველად თამაშისას, შუახაზშიც შეეძლო გარჯა. თუმცა, ისიც დასამატებელია, რომ მის გარეშე ნაკრები კარგა ხანია თამაშოს და წესით, მთავარ მწვრთნელს მისი შეცვლა აღარ უნდა გაუჭირდეს.

მთავარი ვარსკვლავი: კრიშტიანუ რონალდუ– 31 წლის შემტევი არათუ პორტუგალიის ნაკრებშია გამორჩეული, არამედ მთელ ტურნირზე მთავარი ვარსკვლავია. მოკლედ, მისი სახით სანტუშს ნამდვილი ჯოკერი ჰყავს. მართალია, აქამდე ხშირად გაიგებდით დაახლოებით ასეთ ფრაზას, პორტუგალია ერთი კაცის გუნდიაო, მაგრამ რონალდუს გარშემო თუ მოახარხებს სამწვრთნელო შტაბი დანარჩენების შეკრებას, მაშინ პორტუგალიელთა შანსი ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ერთი-ორად დაფასდება. რაც შეეხება რონალდუს, მასზე ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ გეტყვით, რომ ეროვნულ ნაკრებში აქამდე 123 მატჩი ჩაუტარებია და რეკორდსმენ ლუიშ ფიგუს მხოლოდ ოთხი თამაშით ჩამორჩება. ანუ, არსებობს შანსი, რომ კრიშტიანუმ ლეგენდარული თანამემამულის მიღწევა საფრანგეთშივე გააუმჯობესოს. ამასთან, რონალდუს მოტივაცია არ უნდა აკლდეს, ნაკრებში მას სერიოზული წარმატებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

მთავარი იმედი: რენატო სანჩესი– ერთი წლის წინ ბევრ თქვენგანს რენატო სანჩესის შესახებ ალბათ, არც სმენია. 18 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა ერთ წელიწადში იმდენი ჰქნა, რომ თვით მიუნხენის “ბაიერნში” მიიღო ადგილი. არავინ იცის, ფერნანდო სანტუში მას რამდენ სათამაშო დროს მისცემს, მაგრამ წესით არც სათადარიგო სკამზე უნდა გაატარებინოს მთელი დრო და სანჩესმა შანსის გამოყენება როგორც იცის, უკვე დავრწმუნდით. “ბენფიკაში” მას დიდებული სეზონი ჰქონდა და ჩინებული მეტსახელიც აქვს: “ახალი დავიდსი”. ეროვნულ ნაკრებში თინეიჯერი ნახევარმცველის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 4 თამაშია.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

პორტუგალიის ნაკრები პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1984 წელს გავიდა, პირველივე ცდაზე დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და მხოლოდ ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. მერე ლუზიტანელებმა მიჯრით ორი ევროფორუმი გამოტოვეს და 1996 წლიდან მოყოლებული კონტინენტის არცერთი პირველობა ჩაუგდიათ. სხვათა შორის, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯგუფში არცერთხელ ჩარჩენილან. 1996 წელს მეოთხედფინალში გავიდნენ, ისევე როგორც 2008 წელს, ხოლო 2000 და 2012 წელს ნახევარფინალში გამოვარდნენ.

ბელგია-ჰოლანდიაშია საფრანგეთთან წააგეს დამატებით დროში, ხოლო ოთხი წლის წინ ესპანეთთან პენალტების სერიაში. და მაინც საუკეთესო შედეგი ფინალია, რომელსაც ამ გუნდმა 2004 წელს უწია სამშობლოში. მაშინ, პორტუგალიამ ლისაბონში მოულოდნელად საბერძნეთთან წააგო. აღსანიშნავია, რომ იმ ტურნირზე პორტუგალიამ ორი თამაში წააგო, გახსნის და ფინალური, ორივე ჯერზე მათ ბერძენთა წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს.

კალენდარი ევრო 2016-ზე

პორტუგალია – ისლანდია

14 ივნისი, 23:00 საათი. სენტ ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი”

ფერნანდო სანტუშის პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ისლანდიის ნაკრებია. სენტ ეტიენში ისინი 14 ივნისს შეხვდებიან. აქამდე ამ ორი ნაკრების გზა მხოლოდ ორჯერ გადაიკვეთა და ლუზიტანები უპირატესობას ფლობენ – 2 მოგება, 8 გატანილი და 4 გაშვებული გოლი.

ეს ყველაფერი ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში მოხდა – რეიკიავიკში სტუმრებმა 3:1 მოიგეს, ხოლო პორტუში – 5:3. აღნიშნული 8 გოლიდან ისლანდიელთა კარში რონალდუს, ნანის, ელიზეუს, მოუტინიოს გაუტანიათ, რომლებიც “ჟოფრი გიშარზეც” შეეცდებიან იგივეს გაკეთებას.

პორტუგალია – ავსტრია

18 ივნისი, 17:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი”

გაცილებით მდიდარია პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებთა დაპირისპირებათა ისტორია. თუმცა პორტუგალიელებს უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 10 თამაში, 2 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრებს ორივე მოგება ოფიციალურ მატჩებში აქვს მოპოვებული.

პირველად ავსტრიას ევროპის 1980 წლის შესარჩევში სძლია, როცა ვენაში 2:1 მოუგო და მეორედ, ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლისაბონში, ლუიშ ფიგუს გოლით დაამარცხა.

უნგრეთი – პორტუგალია

22 ივნისი, 20:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი”

თუ ავსტრიასთან სანტუშის გუნდს უჭირს თამაში, გადასარევად აქვს საქმე უნგრეთის ნაკრებთან, რომელსაც მესამე ტურში შეხვდება. ყოველშემთხვევაში, სტატისტიკურად ასეა – 10 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე და არცერთი წაგება. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე ეუსებიოს მეთაურობით პორტუგალიამ 3:1 იმარჯვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ისინი დიდ ტურნირის ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს.

ბოლოს კი 2010 წლის მუნდიალის შესარჩევში მოუწიათ თამაში – პორტუგალიამ ორივე მატჩი მოუგო მეტოქეს (3:0, 1:0). ასეთივე სცენარი ჰქონდა ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსაც, ოღონდ სხვაობა უფრო სოლიდური იყო ორი მატჩის ჯამში – 3:0, 3:1.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2000, ჯგუფური ეტაპი – 12 ივნისი, 2000. ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

ინგლისი – პორტუგალია 2:3

გოლები:1:0 სქოულზი (3), 2:0 მაკმანამანი (18), 2:1 ფიგუ (22), 2:2 ჟოაუ პინტუ (37), 2:3 ნუნუ გომეში (59)



საუკეთესო შედეგი:ფინალი – 2004 წელი

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:კრიშტიანუ რონალდუ (55 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ლუიშ ფიგუ (127 თამაში) –ამჟამად გუნდში ყველაზე გამოცდილი:კრიშტიანუ რონალდუ (123 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.094362