შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ამგვარად, იბრაჰიმოვიჩისთვის 22 ივნისს ბელგიასთან ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი ნაკრებში შესაძლოა ბოლო გამოდგეს. შვედებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და დიდი შანსია ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახონ.
ზლატან იმრაჰომივიჩი შვედეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2001 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 115 მატჩში 62 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია